რა გავლენა მოახდინა კოვიდ 19-თან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა გარემოზე და კონკრეტულად ჰაერის ხარისხზე -ამ თემაზე ჟურნალისტებისატის ვებინარი მოეწყო. გარემოს ეროვნული სააგენტოს კოლხეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის უფროსმა ავთანდილ ქვაჩაკიძემ ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვის დადებითი შედეგი ფაქტებით დაასაბუთა.
ვებინარი პროექტის „მდინარეები ნარჩენების გარეშე – სუფთა შავი ზღვა“ ფარგლებში შედგა. ყურადღება ასევე გამახვილდა ოზონის შრის მდგომარეობასა და დაბინძურებული ჰაერის მავნე ზეგავლენაზე









