LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“წყალტუბო რეზორტი სპამ” ერთ თვეში სახელმწიფოსგან 1 მილიონ 330 ლარი მიიღო – IDFI  საბიუჯეტო თანხების არასწორ ხარჯვაზე საუბრობს

“წყალტუბო რეზორტი სპამ” ერთ თვეში სახელმწიფოსგან 1 მილიონ 330 ლარი მიიღო – IDFI საბიუჯეტო თანხების არასწორ ხარჯვაზე საუბრობს

დაპოსტა 2020/05/19-ში
A A
357
ნახვა
გაზიარება

როგორც სამედიცინო მოწყობილობების შემთხვევაში, ისე საკვები პროდუქტების შესაძენად ხელშეკრულებები ზოგ შემთხვევაში მმართველი პარტიის შემომწირველ კომპანიებს უფორმდებათ,- ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) კვლევაშია აღნიშნული. Covid-19-თან დაკავშირებული გამარტივებული შესყიდვების შესახებ ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაში ასევე საუბარია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის დიაგნოსტიკისთვის ტესტების შესაძენად გაფორმებულ ხელშეკრულებებზე.

„საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 2020 წლის 24 აპრილს გამარტივებული შესყიდვის მორიგი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც ამჯერად კორონა ვირუსის გამოსავლენად სწრაფი ტესტები შეიძინა. ამ შესყიდვის ჯამური ღირებულება 930,000 ლარია, სულ 30,000 ერთეული – თითეულის ღირებულება კი 31 ლარია. პროდუქტის მწარმოებელ ქვეყანად ნიდერლანდებია მითითებული, კომპანია კი, რომელმაც ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული ტესტები ჩამოუტანა შპს „სოლემარტია”. მისი 100%-იანი წილის მფლობელიც და დირექტორიც ზურაბ ტუკვაძეა. უშუალოდ მასთან მიმართებით არანაირი საეჭვო კავშირი არ იძებნება, თუმცა მისი ბიზნეს პარტნიორები სხვა კომპანიებში, მმართველი პარტიის შემომწირველები არიან და ჯამურად 63,000 ლარის შემოწირულობა აქვთ განხორციელებული,“ – ნათქვამია კვლევაში.

გარდა ამისა, მასში საუბარია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ საკარანტინო სივრცეებში დახარჯულ თანხმებზეც. კვლევის შედეგების თანახმად, ტურიზმის ადმინისტრაციამ 15 აპრილის შემდეგ სასტუმროს საკარანტინე სივრცედ გამოყენებისათვის ჯამურად 690 ათას ლარამდე ღირებულების 8 ხელშეკრულება გააფორმა. ადმინისტრაციას მომსახურებას იგივე სასტუმროები უწევენ, რომლებთანაც მანამდე ჰქონდა თანამშრომლობა, თუმცა ამ ეტაპზე ფასი განსხვავებულია. კერძოდ, წყალტუბო რეზორტი სპას ხელშეკრულებაში, რომელიც მომსახურების გაწევას 31 მარტიდან 30 აპრილამდე გულისხმობდა, ერთი ნომრის ფასი და ერთ ადამიანზე კვების ღირებულება მითითებული არ იყო, ჯამურად კი სასტუმრომ 31 დღით 118 ოთახის გაქირავებაში სახელმწიფოსგან 1 მილიონ 330 ლარი მიიღო. ახალი ხელშეკრულება 1 მაისიდან 31 მაისამდე პერიოდს მოიცავს და ამჯერად სასტუმრო ისევ 31 დღით 120 ოთახის გაქირავებაში 214 ათას ლარს აიღებს, რაც წინა ხელშეკრულებასთან შედარებით 1,1 მილიონი ლარით იაფია. რაც შეეხება სხვა სასტუმროებს, ძველი ფასი შენარჩუნდა სასტუმრო “444”-ის შემთხვევაში, ხოლო ამბასადორი კაჭრეთის მომსახურებაში სახელმწიფომ ისევ მხოლოდ დეზინფექციის თანხა გადაიხადა, ოთახისა და კვების მომსახურება სასტუმრომ კვლავ უფასოდ გაუწია კარანტინში მყოფ მოქალაქეებს. ყველა დანარჩენ შემთხვევაში, ფასები საგრძნობლად შემცირებულია. ამასთან, ერთი ხელშეკრულება გაფორმებულია სასტუმრო თბილისი შერატონთან, რომელთანაც ადმინისტრაცია მანამდე არ თანამშრომლობდა. შერატონმა 200 ოთახისა და კვები მომსახურება სახელმწიფოს უსასყიდლოდ გაუწია და სანაცვლოდ დეზინფექციის თანხა, 15,800 ლარი მიიღო. „4 მაისს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება, რომლითაც ერთ პერსონაზე სასტუმროში კარანტინში განთავსების მაქსიმალურ დღიურ ფასად 100 ლარი განისაზღვრა, დაგვიანებითაა მიღებული და სასტუმროებთან დადებული ხელშეკრულებების ანალიზი გვიჩვენებს, რომ მსგავსი რეგულაციის დროულად მიღებით, სახელმწიფოს სასტუმროების დაქირავებისას მილიონობით ლარის დაზოგვა შეეძლო. საგანგებო მდგომარეობის დროს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ანალიზი ცხადყოფს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება, სახელმწიფო შესყიდვების კუთხით, საბიუჯეტო თანხების არასწორი ხარჯვის რისკების შემცველია და საჭიროებს მაღალი ხარისხის გამჭვირვალობასა და მუდმივ მონიტორინგს,”-აღნიშნულია კველვაში.

გაზიარება166

დაკავშირებული -პოსტები

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს:   27-28 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 27 აგვისტოს დილის საათებიდან აფხაზეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, 28 აგვისტოს...

დაწვრილებითDetails

27 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი დღე აქტიურ მოქმედებას და სწრაფ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. სამსახურში შესაძლოა ახალი პასუხისმგებლობა ან საინტერესო შეთავაზება გამოჩნდეს. ფინანსურ საკითხებში მოერიდეთ იმპულსურ ხარჯვას. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას მოაგვარებს.   კურო...

დაწვრილებითDetails

27 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს...

დაწვრილებითDetails

ნეპალში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ასობით ტურისტი დაკარგულად ითვლება

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
ნეპალში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ასობით ტურისტი დაკარგულად ითვლება
მთავარი

ნეპალში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ასობით ტურისტი დაკარგულად ითვლება, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.   ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარმა მასშტაბურმა წყალდიდობამ სახლები, გზები, ხიდები და ელექტროობიექტები გაანადგურა.   ნეპალის პოლიციის განცხადებით,...

დაწვრილებითDetails

რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ავჭალის ხიდთან ნაპოვნი გარდაცვლილი გოგოს შესახებ

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
“გპირდები, შენს სიკვდილს არავის შევარჩენ ჩვენო ანგელოზო”
მთავარი

ავჭალაში, შემოვლითი რკინიგზის გაუქმებული ხიდიდან 17 წლის მარიამ ლომიშვილის გადავარდნის ფაქტთან დაკავშირებით ოჯახს კითხვები აქვს.   როგორც ოჯახის ადვოკატმა, ნანა ფარჩუკაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „იმ შემთხვევაში, თუ გამოძიებით დადგინდება, რომ 17...

დაწვრილებითDetails

ბუკნარში სანდასუფთავების მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა – კაცი ადგილზე დაიღუპა

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში სანდასუფთავების მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა - კაცი ადგილზე დაიღუპა - ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ დასუფთავების მანქანა უკუსვლით მოძრაობდა, რა დროსაც...

დაწვრილებითDetails

თბილისის ზღვაში 4 დღეა მოზარდს ეძებენ

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
თბილისის ზღვაში 4 დღეა მოზარდს ეძებენ
მთავარი

თბილისის ზღვაში 4 დღეა მოზარდს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, უმოდ სოფიევი ცურვისას ზღვაში 23 აგვისტოს გაუჩინარდა. სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

დაწვრილებითDetails

ქალი მაღაზიაში უგონოდ დაეცა – ექიმებმა კიდევ ერთი სიცოცხლე გადაარჩინეს

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
ქალი მაღაზიაში უგონოდ დაეცა – ექიმებმა კიდევ ერთი სიცოცხლე გადაარჩინეს
მთავარი

გორის რაიონის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გამოძახება ლოზუნგით უგონო მიიღო, ერთ ერთი მაღაზიიდან დახმარებას ითხოვდნენ, ბრიგადა ადგილზე 3 წუთში მივიდა. თვითმხილველების გადმოცემით 64 წლამდე ქალბატონი დახლთან მივიდა, მოულოდნელად ცუდად გახდა და...

დაწვრილებითDetails

“გპირდები, შენს სიკვდილს არავის შევარჩენ ჩვენო ანგელოზო”

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
“გპირდები, შენს სიკვდილს არავის შევარჩენ ჩვენო ანგელოზო”
მთავარი

გპირდები, შენს სიკვდილს არავის შევარჩენ ჩვენო ანგელოზო, მარი ჩემი რძლის, ანას დაა!! 25 აგვისტოს, სახლიდან სასეირნოდ გასული ბავშვი, სახლთან ახლოს მდებარე ხიდიდან გადმოვარდაო.... გადმოვარდნის სწორ ვერსიას, აუცილებლად დავადგენთ - წერს...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.   უწყების ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"