ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ მსოფლიო კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობს და თუ რაიმე ბიოლოგიური წინააღმდეგომა არ წარმოიშვა, ის აუცილებლად შეიქმნება. მისი განმარტებით, ხალხს ვაქცინის უსაფრთხოებაში ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს. კოლუმბეგოვი ამბობს, რომ ის საზოგადოებას ვაქცინის აუცილებლობაზე პირადად, მარტივ ენაზე აუხსნის.
„თუ რაიმე ბიოლოგიური წინაღობა არ შეიქმნა, ვაქცინა შეიქმნება და ის აუცილებლად ნებაყოფლობითი იქნება. თუ მეც დავრწმუნდები იმაში, რომ ვაქცინა უსაფრთხო იქნება (დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება), მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ადამიანურ, მარტივ ენაზე ყველას ავუხსნა, მე მივცე მაგალითი, რომ ის უსაფრთხო და კარგია. თუ რაიმეში ეჭვი შემეპარება, ამასაც ვიტყვით. მოსახლეობას ვაქცინის არ უნდა ეშინოდეს. აცრა იქნება ნებაყოფლობითი და ვისაც სურვილი ექნება ხარისხიან, კარგ ვაქცინას გაიკეთებს“, – განაცხადა მან „პალიტრა ნიუსის“ ეთერში.









