ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე აგრარული ბაზრის მოვაჭრეებმა აქცია გამართეს. ისინი ბაზრის გახსნას მოითხოვენ.
როგორც მოვაჭრეები აცხადებენ ადმინისტრაცია მათ ბაზარში არ უშვებს. მათივე თქმით პანდემიის გამო, ერთი თვით ეს აგრარული ბაზარიც დაიკეტა და ახლა პირობების არარსებობის მიზეზით აღარ ხსნიან. მოვაჭრეების თქმით, 20-მდე ადამიანი ყოველგვარი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი.
აქციას შეურთდნენ პარტია „თავისუფალი საქართველოს” წარმომადგენლებიც. პარტიის თანათავმჯდომარის გოგი წულაიას თქმით, ნაცვლად იმისა, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას, უკვე არსებულ ადგილებს აუქმებენ და მოსახლეობას შიმშილისთვის წირავენ.
“მეგა ტვ” მოვაჭრეების პრობლემაზე გუშინ გიყვებოდათ.










