“თავში ურტყამდნენ, კისერში, ჩემი გოგო მთლად დანგრეულია” – პოლიციასა და მოქალაქეებს შორის ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალურ საცხოვრებელში დაპირისპირება მოხდა. როგორც ცნობილია მოქალაქეები კომენდანტის საათის დროს შენობასთან იმყოფებოდნენ რა დროსაც პოლიციამ მათ შენობაში შესვლისკენ მოუწონდა, რაც სიტყვიერ და შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
როგორც ადგილობრივები რუსთავი2-თან საუბრისას აცხადებენ, პოლიცია ახალგაზრდებს ფიზიკურად გაუსწორდა. ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, პოლიციამ მისი არასრულწლოვანი გოგო სცემა და ბავშვს სახეზე და სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.
მისივე თქმით, ბავშვზე პოლიციამ იძალადა და მომხდარის გამო სამართალდამცველებს უჩივლებს.
ამასთან, ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ახალგაზრდებმა პოლიციას ჯარიმის გამოწერისკენ თავად მოუწოდეს, პოლიცია კი მათ ფიზიკურად გაუსწორდა. ერთ-ერთი მოქალაქის თქმით, მომხდარის შემდეგ მისი ნაცემი შვილიშვილი გაუჩინარებულია.
გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრისში პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული. უბნის ინსპექტორი პოლიციის მხრიდან ძალადობას უარყოფს და აცხადებს, რომ მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.
RUSTAVI2.GE










