ქართული ვალუტის ,,აღმა დაღმა” ცურვა, ადამიანთა ნაწილს 90-იან წლებს აგონებს, როცა ხელფასებისა და პენსიების გაცემის დროს დოლარის კურსი იზრდებოდა და შემდეგ კვლავ მცირდებოდა. დღეს ლარი გაუფასიურების რეკორდულ ნიშნულს გაუტოლდა 1 დოლარის კომერციული ფასი 3.0050ლარია. გარემოებებსა და კურსის ცვალობადობის ძირითად მიზეზებზე საზოგადოება ნაკლებადაა ინფორმირებული. თუმცა ქვეყნის პრემიერ მინისტრის ბოლო გზავნილით ქვეყანა გაუმკლავდა მაღალი დოლარიზაციის რისკს: ,, ამ მდგომარეობის გაჯანსაღებისათვის ჩვენ წამოვიწყეთ ამბიციური ლარიზაციის რეფორმა. ჩვენი ოპონენტები ამ რეფორმას ეწინააღმდეგებოდნენ მთავარი არგუმენტით, რომ საპროცენტო განაკვეთები გაიზრდებოდა, თუმცა სახეზე გვაქვს აბსოლუტურად საპირისპირო სურათი. დღეს იპოთეკურ სესხზე განაკვეთი მერყეობს 7-8 პროცენტის ფარგლებში, რაც იმაზე ნაკლებია, ვიდრე წლების განმავლობაში უცხოურ ვალუტაში არსებულ სესხებზე არსებობდა. ამასთანავე, ჩვენ გვაქვს რეალური შესაძლებლობა, ახალგაზრდა ოჯახებისათვის პირველი ბინის შეძენისას საპროცენტო განაკვეთი იყოს 6 პროცენტის ფარგლებში.” -ნათქვამია ფბ. განცხადებაში.