„ეკლესიებში აბანოიები იყო გახსნილი, გაჩერებული იყო უამრავი ტაძარი. ხალხი უზიარებელი და წესაუგებელი მიდიოდა იმ ქვეყნად.
როგორ ფიქრობთ ეშმაკი მის უწმინდესობას ამას აპატიებს, რომ ამდენი ხალხი ეკლესიაში მოიყვანა“.
ასე პასუხობს მაცხოვრის ფერიცვალების ტაძრის წინაღმძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია ჟურნალისტების კითხვას, რომლებმაც მამა ანდრია სარიას მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე კითხეს.
ამ საკითხზე დასმულმა კითხვა მამა შალვა კეკელიას გაღიზიანება გამოიწვია. ის მიიჩნევს, რომ მსგავსი „ცილისწამების გამო ანდრია სარიაც და ჭყონდიდის ყოფილი მღვდელმთავარი პეტრე ცაავაც ეკლესიიდან უნდა განკვეთონ“.
„დღეს სოფელი არ არის დარჩენილი ტაძარი რომ არ იყოს აშენებული. ბუნებრივი, რომ იქნება შური.
სირცხვილია, ერის სირცხვილია, რომ ამ ადამიანებს ამის თქმის საშუალებას ვაძლევთ.
თქვენი, ჟურნალისტების სირცხვილია, რომ ასეთ რამეებს აშუქებთ.
საეკლესიო წესით მეუფე პეტრე უნდა განიკვეთოს, სარია უნდა განიკვეთოს. ასეთი ცილისწამების და ბრალდების გამო ადამიანი უნდა განიკვეთოს.
თქვენს მშობელზე, რომ თქვან მსგავსი რამ, თქვენ დაიწყებთ ინტერვიუების მიცემას – ჩემი მშობელი ასეთია თუ არაო?! თქვენი მშობელი არ არის პატრიარქი?! თქვენი მამა არ არის?!
პატრიარქზე ლაპარაკობთ, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქზე. სირცხვილია!
როგორ სვამთ საერთოდ ამ კითხვას?! არ გრცხვენიათ?! ვისზე ვლაპარაკობთ, საქართველოს კათოლიკოს პტრიარქზე ვლაპარაკობთ – ილია მეორეზე, ეპოქალურ ადამიანზე.
არ გაქვთ ამის უფლება, საკუთარ მამაზე ილაპარაკეთ ასე, საკუთარ მშობლებზე. ჩემთვის მამაა კათოლიკოს პატრიარქი. ერის და ჩვენი ქვეყნის სირცხვილია ეს.
ისე იზამთ, რომ ამ ადამიანებს გილიოტინაზე აიყვანენ, ვინც ასე საუბრობს. ილია მეორეზე ლაპარაკობთ ხალხო, ილია მეორეზე.
ერთადერთი პატრიარქია დედამიწაზე, რომელმაც ღვთისმსახურება არ შეწყვიტა. რატომ აღარ ლაპარაკობთ კორონავირუსზე, აღარაა? თუ ეკლესიის კლასტერი რომ არ არის გაჩუმდით ამ თემაზე?!
მკვლელებს გვეძახდით პირდაპირ, ვინც ტაძარში მიდვიოდით, ზიარებას მკვლელად მოიხსენიებდით – ქრისტეს სისხლსა და ხორცს.
მე ყველა ძალიან მიყვარხართ, როგორც ადამიანები, მაგრამ ფრთხილად იყავით და მოინანიეთ.
არ გრცხვენიათ? ვისზე საუბარობთ, მოხუც მამაზე, რომელსაც ხელით დაატარებენ.
თუ ასე იყო, სად იყვნენ აქამდე? მისი ხელიდან როგორ ეკურთხნენ? ახლა გამოჩნდა? სირცხვილია“, – ამბობს დეკანოზი შალვა კეკელია.
primetime.ge










