LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
უცბად დაურტყამს დანა ზედიზედ ხუთჯერ – რატომ მოკლეს 18 წლის ქართველი სტუდენტი

უცბად დაურტყამს დანა ზედიზედ ხუთჯერ – რატომ მოკლეს 18 წლის ქართველი სტუდენტი

დაპოსტა 2020/05/18-ში
A A
10.4k
ნახვა
გაზიარება

14 მაისს, აზერბაიჯანის ისტორიულ ქართულ კუთხეში – საინგილოში, ზაქათალის რაიონის სოფელ მოსულში 18 წლის ქართელი სტუდენტი ილია ილიასოვი (ასლამაზაშვილი) მოკლეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პირველ კურსზე სწავლობდა და სუპერმარკეტ “სპარში” მუშაობდა.

საზარელი მკვლელობა ახალგაზრდების ჩხუბის დროს, დანის გამოყენებით მოხდა. მკვლელმა ილიას 5-ჯერ დაარტყა დანა, მათგან ერთ-ერთი – გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობა ახალგაზრდისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა. ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა.

დაკავებულია მკვლელობაში ბრალდებული, მისივე თანასოფლელი ალი ალიმამედოვი.

ილიას ერთი სტუდენტი და ჰყავს, დედა კი მოსულის სკოლაში ქართულის პედაგოგია.

kvirspalitra.ge მოკლული ბიჭის ნათესავს ზაქათალაში ესაუბრა:
– მკვლელობა 14 მაისს მოხდა მოსულში, ჩვენსავე უბანში. ეს ტრაგედია ორი წლის წინ დაწყებულ უთანხმოებას მოჰყვა, თუმცა მათ შორის ისეთი არაფერი მომხდარა, რომ ილია სასიკვდილოდ გაემეტებინა. იმ დღეს, ალი ალიმამედოვმა ილია სალაპარაკოდ გაიყვანა  სახლიდან. იქვე, მოედანზე პატარა ბიჭები ფეხბურთს თამაშობდნენ, მაგრამ ვერაფერი გააწყვეს, ყველაფერი მოულოდნელად მოხდა, უცბად დაურტყამს დანა ზედიზედ ხუთჯერ – გულში, ფილტვში, კუჭში, დანარჩენი ორი ჭრილობა შედარებით მსუბუქი იყო. როგორც ჩანს, მას განზრახული ჰქონდა ილიას მოკვლა და ამიტომ მოაკითხა დანით შეიარაღებულმა. ყველანი გავვარდით შემთხვევის ადგილზე, მაგრამ ვერაფერი ვუშველეთ, ხელში ჩაგვაკვდა ბავშვი. ციხეშია ამოსალპობი ის მკვლელი, ანგელოზივით და სიცოცხლით სავსე ბავშვი მოგვიკლა და მერე მშვიდად ჩაიარა უბანში, მეტიც, მამასთან დაუტრაბახია, რაც გააკეთა.
ანა ჩიტეიშვილი, ილიას მეგობარი და თანაკურსელი:
– ილია ძალიან ემოციური, გულწრფელი, ლაღი, სუფთა და ზრდილობიანი ბიჭი იყო. ასეთი პატრიოტული სულის ქართველი ბიჭები ცოტა თუ მინახავს. ძალიან უყვარდა საქართველო. მოჭიდავე იყო და მოგვიყვა, ერთხელ აზერბაიჯანში შეჯიბრებაზე გავიმარჯვე და საქართველოს დროშა აღვმართეო.
მერე იქ დაპირისპირება წასულა, დროზე მოაშოროს საქართველოს დროშაო. ძალიან უყვარდა საქართველო და სულ აქეთ მოუწევდა გული. ის ძალიან უშუალო, კონტაქტური და განსაკუთრებული ბიჭი იყო, ყველასთან ემოციებს ტოვებდა, ყველას თავს აყვარებდა. აპრილში 18 წლის გახდა. პარალელურად სუპერმარკეტში მუშაობდა, ძალიან მონდომებული იყო, დამოუკიდებლად ცხოვრებას ცდილობდა. არაჩვეულებრივად იცოდა ქართული. უნივერსიტეტში ბევრი ინგილო სწავლობს, მაგრამ მასავით სუფთად და გამართულად არავინ ლაპარაკობდა.
kvirispalitra.ge
გაზიარება5605

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა

by მეგა TV
ოქტომბერი 24, 2026
0
ქუთაისში ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა
მთავარი

ქუთაისში , ცენტრალურ მოედანზე ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.   ფოტო : Topnews.com.ge

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 24, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში...

დაწვრილებითDetails

მსგავსი სადიზმი არასდროს მახსოვს, რა ხდება ეს რა ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ?! – ნინი შერმადინი

by მეგა TV
ოქტომბერი 24, 2026
0
ნინი შერმადინის ინგლისურენოვანი სიმღერა რადიოს ჩარტში მეორე პოზიციაზეა
მთავარი

ნინი შერმადინი პოსტს აქვეყნებს: "ახლახანს ფოტო შემხვდა, ფისოს მოჭრილი თავი ეგდო თელავში სკოლის ეზოში!!!!!!!!! ხალხნო!!!!! მიაქციეთ შვილებს ყურადღება, ფსიქოპატებს ნუ ზრდით!!!! ცხოველზე მზრუნველობით და მოვლით ასწავლეთ ადამიანობა, რომ დაბერდებით და...

დაწვრილებითDetails

სუნელ-სანელებლებში აკრძალული საღებავები გამოვლინდა – სააგენტო მომხმარებლებს აფრთხილებს

by მეგა TV
ოქტომბერი 24, 2026
0
სუნელ-სანელებლებში აკრძალული საღებავები გამოვლინდა – სააგენტო მომხმარებლებს აფრთხილებს
All news

სუნელ-სანელებლებში აკრძალული საღებავები გამოვლინდა - სააგენტო მომხმარებლებს აფრთხილებს სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა სურსათში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო...

დაწვრილებითDetails

“სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას”- ირაკლი კობახიძე პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზე

by მეგა TV
ოქტომბერი 24, 2026
0
,,ძალიან კარგი შედეგები გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს..” – კობახიძე
მთავარი

სინამდვილეში ეს არ არის პოლიტიკური პარტიები, ეს არის ერთი პოლიტიკური პარტია, ეს სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამ პარტიას ჰქვია „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, ამ პარტიას ჰქვია უცხოური აგენტურა და...

დაწვრილებითDetails

“იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება” – კობახიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 24, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უნგრეთში განუცხადა....

დაწვრილებითDetails

“სამი დღის განმავლობაში გავხდით მოწმე სრულიად პოლიტიზებული პროცესისა “- ირაკლი კუპრაძე

by მეგა TV
ოქტომბერი 24, 2026
0
“ირაკლი ღარიბაშვილი გაექცა სანქციებს და კრიზისს” – ირაკლი კუპრაძე
მთავარი

ამ სამი დღის განმავლობაში ჩვენ გავხდით მოწმე სრულიად პოლიტიზებული და სამართლებრივად დაუსაბუთებელი პროცესისა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მართლმსაჯულებასთან - როდესაც ქვეყნის პრემიერი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების „დღეები დათვლილია“, ეს ნიშნავს...

დაწვრილებითDetails

„მოტყუებით 21000 ლარს დაეუფლა…“ – პოლიციამ ერთი პირი დააკავა

by მეგა TV
ოქტომბერი 24, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

პოლიციამ თბილისში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, გამოძიების თანახმად, ბრალდებული აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებებით მოტყუებით დაეუფლა...

დაწვრილებითDetails

გურიაში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს

by მეგა TV
ოქტომბერი 24, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

გურიის პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის,...

დაწვრილებითDetails

აკადემიკოსი გიორგი სოსიაშვილი აზიის მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიანი წევრი გახდა

by მეგა TV
ოქტომბერი 24, 2026
0
აკადემიკოსი გიორგი სოსიაშვილი აზიის მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიანი წევრი გახდა
მთავარი

საქართველოს პარლამენტის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, აკადემიკოსი გიორგი სოსიაშვილი აზიის მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიანი წევრი (აკადემიკოსი) გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ სანიაში, აკადემიკოსის დიპლომი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"