საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში პანდემიასთან დაკავშირებული რამდენიმე შეზღუდვა ორშაბათიდან, 18მაისიდან მოიხსნება:
- მარნეულში საკარანტინე ზონა მოიხსნება;
- გაიხსნება სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები;
- მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები აღდგება;
- 3 ადამიანის შეკრებაზე შეზღუდვა მოიხსნება.
15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის.
1-ლი ივლისიდან საქართველო მზად იქნება უცხოელი ტურისტების მისაღებად.










