აშშ-ში, კალიფორნიის შტატში მცხოვრებმა 10 წლის ბავშვმა ბებია-ბაბუასთან ჩასახუტებლად ორიგინალური გზა გამონახა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად, გოგონამ დაამზადა ცელოფნის ფარდა, რომელიც მათი სახლის კარზე დაამაგრა. ფარდაზე დატანილი ოთხი ნახვრეტიდან კი შესაძლებელია, ბარიერის ორ მხარეს მდგომი ადამიანები ერთმანეთს ისე ჩაეხუტონ, რომ ფიზიკურად ერთმანეთს არ შეეხონ.
როგორც ბავშვის დედა ამბობს, გოგონამ ამ ბარიერის დამზადებას რამდენიმე საათი მოანდომა.










