მეხუთე კლასელების შეფასება მეორე სემესტრში გავლილი 6 კვირის პროგრამის და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასებით მოხდება. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების ხელმშემწყობი ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განახადა.
როგორც ჩხენკელმა აღნიშნა, ამავე სისტემით შეფასდებიან ის მოსწავლეები, რომლებსაც 2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში შეფასება არ გააჩნიათ.
„ცალკე უნდა აღვნიშნოთ მეხუთე კლასელების სიტუაცია, რაც იქედან გამომდინარეობს, რომ მეხუთე კლასის მოწავლეებისთვის განმსაზღვრელი შეფასება არსებული სისტემით იწყებოდა მეორე სემესტრიდან. შესაბამისად, მეორე სემესტრში გავლილი 6 კვირის პროგრამის და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასებით მოხდება მეხუთე კლასელების წლიური ქულის დადგენა. თუ მოსწავლეს 2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში შეფასება არ გააჩნია, ასეთები ბევრი არ არიან, მაგრამ არიან, მოსწავლის წლიური ქულა ამ შემთხვევაში განისაზღვრება სასწავლო წლის მეორე სემეტრის 6 კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის საფუძველზე. როგორც გითხარით, დეტალური ინსტრუქციები იქნება ცნობილი როგორც საზოგადოებისთვის, ასევე სკოლებისთვის“, – განაცხადა ჩხენკელმა.










