14 მაისს ბათუმის ბულვართან უმძიმესი ავარია მოხდა. ხიმშიაშვილის ქუჩაზე ოთხი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა.
ერთ-ერთი დაშავებული, რომლის მდგომარეობას ძალიან მძიმრე იყო დღეს გამთენიისას საავადმყოფოში გარდაიცვალა.
დაღუპული ახალგაზრდა ბათუმელი ოპერატორი და ფოტოგრაფი მინდია შავაძე იყო. 28 წლის ახალგაზრდას მეუღლე და მცირეწლოვანი ვაჟი დარჩა.

ახალგაზრდა ფოტოგრაფის გარდაცვალებამ მთელი ბათუმი შეძრა.
“არა ძმა არა მართლა ვერ ვიჯერებ ყველაზე მაგარი ყველაზე პოზიტიური და ყველაზე ჯიგარი კაცი წაგვართვა ღმერთმა რამაგრად მისწორდებოდა გადაღებებზე რო მეჩითებოდი ყოველთვის რომ პოზიტივით ავსებდი ყველას რაცარუნდა ცუდხასიათზე ყოფილიყავი ნათელში იყოს შენი სული ძმაო”
ღმერთს კაცთმოყვარე და კეთილი ადამიანები მიჰყავს მასთან, ზუსტად ეგეთია Mindia Shavadzeც. სულ მცირე დროში სასწაულად კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა თავის თავზე, იმდენად კარგი რომ ახლა მეც ძალიან მტკივა….
ვწუხვარ ძალიან ვწუხვარ მაგრამ განგებას წინ ვერაფერი ვერ აღუდგება
“გარდაიცვალა მინდია შავაძე… კეთილო თბილო ძალიან მძიმეა უშენობა, სიცოცხლით სავსე, როგორ ნაადრევად გამოგვაკლდი. ვერასოდეს დაგივიწყებთ შენ და შენს მიერ გაკეთებულ სიკეთეებს, ყველასთვის გულკეთილი და გულმართალი რომ იყავი. სიტყვებმა ძალა დაკარგეს რა უნდა თქვას ადამიანმა… ძნელია შენი სახელის წარსულში მოხსენიება, ყველას ტკივილიანი კვალი დაუტოვე გულში. უკეთილშობილესი იყავი, დაუსრულებლად ისაუბრებს მასზედ ნებისმიერი ადამიანი, ვისაც კი ოდნავ მაინც ქონდა შეხება მასთან…. ყველანი მწარედ განიცდიან შენ დაკარგვას. დაე, ყველა ჩვენგანის სიყვარულმა, მონატრებამ და ლოცვამ, ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული. ღმერთმა დაგიმკვიდროს სასუფეველი, სადაც მართალნი განისვენებენ”
“განსაკუთრებული იყავი და ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს დაიჭერ ჩვენს გულებში”
“სიტყვებს ვერ ვპოულობ გამოვხატო ის ტკივილი რაც შენ მომაყენე. პირველად განვიცადე კაცური სიყვარულის ტკივილი, რომელიც საშინელება ყოფილა. რამდენი და რა დროც არ უნდა გავიდეს, შენ ყოველთვის ლამაზ მოგონებად დარჩები ჩემს გონებაში, ხოლო დიდ ტკივილად ჩემს გულში… ტკბილად იძინე ძმაო…” – წერენ სოციალურ ქსელში ტრაგედიით შეძრული ბათუმელები.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.