LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სად მდებარეობს დედამიწის მსგავსი პლანეტა

სად მდებარეობს დედამიწის მსგავსი პლანეტა

დაპოსტა 2020/05/15-ში
A A
485
ნახვა
გაზიარება

ირმის ნახტომში შეიძლება დედამიწის მსგავსი აურაცხელი პლანეტა იყოს, მაგრამ მათი პოვნა არც ისე ადვილია. დღეისათვის აღმოჩენილ და დადასტურებულ 4000-ზე მეტი ეგზოპლანეტიდან, მხოლოდ მესამედია კლდოვანი და უმეტესი მათგანი ჩვენგან რამდენიმე ათასი სინათლის წლით არის დაშორებული.

გამომდინარე აქედან, ყოველი ახალი კლდოვანი პლანეტის აღმოჩენა ყოველთვის ამაღელვებელია, მაგრამ ამ კონკრეტული კლდოვანი ეგზოპლანეტის აღმოჩენა კიდევ უფრო მეტად ამაღელვებელია.

მიეკუთვნება კლდოვან ეგზოპლანეტათა იმ მცირე ჯგუფს, რომლებიც თავის ვარსკვლავის გარშემო დედამიწის მსგავსი მანძილიდან მოძრაობენ. ის ჩვენგან 24 722,65 სინათლის წლით არის დაშორებული და წარმოადგენს ირმის ნახტომის ყველაზე შორეულ პლანეტას ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის.

ასეთი მანძილი წარმოუდგენლად შორია. მდებარეობს გალაქტიკური ამოზნექილობის სიახლოვეს ან უშუალოდ მასში — ირმის ნახტომის ცენტრის მჭიდროდ გადაჭედილ რეგიონში.

მიუხედავად იმისა, რომ მათი აღმოჩენის გზებს სულ უფრო ვხვეწთ, ეგზოპლანეტები მაინც მოუხელთებლები არიან. არ გამოყოფენ არანაირ საკუთარ სინათლეს, მათ მიერ არეკლილი ვარსკვლავის სინათლე კი იმდენად მცირე სიგნალი იქნება, რომ სრულიად დაიკარგება დედავარსკვლავის ხმაურში.

ჩვენთვის ცნობილ ეგზოპლანეტათა უმეტესობა ერთი ან ორი მეთოდის გამოყენებით არის აღმოჩენილი. ერთ-ერთი მათგანია ტრანზიტის მეთოდი, რომელიც პლანეტებს აფიქსირებს მათ მიერ დედავარსკვლავის წინ ჩავლისას წარმოქმნილი რეგულარული მცირე ჩაბნელებების საფუძველზე; მეორე კი გახლავთ რხევის, იგივე რადიალური სიჩქარის მეთოდი, რომელიც აფიქსირებს დედავარსკვლავის მცირე რხევებს, რაც ეგზოპლანეტის გრავიტაციული გავლენით არის გამოწვეული.

თუმცა, არსებობს მესამე მეთოდიც, რომელიც ზოგადი ფარდობითობს პროგნოზებს ეფუძნება — გრავიტაციული ლინზირება. წარმოიდგინეთ ორი ვარსკვლავი, ერთი მათგანი მეორის უკან მდებარეობს, დამკვირვებელი (ჩვენ) კი მათგან გარკვეული მანძილის მოშორებით. გავლისას, უკანა ვარსკვლავის (წყარო) სხივებს ოდნავ ამრუდებს წინ მდებარე ვარსკვლავის (ლინზა) გრავიტაცია. შედეგად, წყაროს სინათლე მახინჯდება და დიდდება, ანუ, ხელთ გვაქვს გრავიტაციული მიკროლინზა.

კარგად არის ცნობილი, როგორ გამოიყურება ეს მოვლენა ორი ვარსკვლავის შემთხვევაში — გალაქტიკაში იმდენი ვარსკვლავია, რომ გრავიტაციული მიკროლინზები იშვიათი არ არის. ამდენად, როდესაც ამ ნაზავში ერთვება ეგზოპლანეტაც, სხვა დამკვირვებელთან მისულ სინათლეში წარმოიქმნება დამატებითი აშლილობა და შესაძლებელია პლანეტის ხელწერის ამოცნობაც.

მიკროლინზირების მოვლენის სინათლის გამრუდების ანალიზის საფუძველზე, ასტრონომებს შეუძლიათ სისტემის პარამეტრების განსაზღვრა.

„ამ გზით აღმოჩენის იშვიათობიდან გამომდინარე, დედავარსკვლავზე დაკვირვებამ ხუთი დღე წაიღო, თუმცა, პლანეტა ხუთსაათიანი გამრუდების დროს დავაფიქსირეთ“, — განმარტავს ახალი ზელანდიის კენტერბერის უნივერსიტეტის ასტრონომი ანტონიო ერერა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ ამის მიზეზი ვარსკვლავისგან განსხვავებული სხვა სხეული იყო და არა ინსტრუმენტის შეცდომა, დაიწყეს პლანეტიანი ვარსკვლავის სისტემის დახასიათება.

მიკროლინზირების მოვლენას, სახელად OGLE-2018-BLG-0677, ორი სხვადასხვა ექსპერიმენტის დროს დააკვირდნენ ოპტიკური გრავიტაციული ლინზირების ექსპერიმენტის (OGLE) და კორეის მიკრილინზირების ტელესკოპთა ქსელის (KMTNet) საშუალებით. ამ ექსპერიმენტთა ფარგლებში, წელიწადში დაახლოებით 3000 მიკროლინზირების მოვლენას აფიქსირებენ და მათი უმეტესობა უბრალოდ ვარსკვლავებია.

„დოქტორმა ერერა მარტინმა პირველად შენიშნა, რომ ამ მოვლენის სინათლეს უჩვეულო ფორმა ჰქონდა; რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარე კომპიუტერული ანალიზების საფუძველზე კი მივედით დასკვნამდე, რომ ამ მოვლენის მიზეზი იყო დაბალმასიანი პლანეტის მქონე ვარკვლავი“, — ამბობს კენტერბერის უნივერსიტეტის ასტრონომი მაიკლ ელბროუ.

ჯგუფის ანალიზებში წვლილი ორივე ექსპერიმენტის მონაცემებმა შეიტანა.

ასტრონომებმა განსაზღვრეს, რომ ეგზოპლანეტა სუპერდედამიწის ტიპის არის და აქვს დედამიწაზე დაახლოებით 3,96-ჯერ მეტი მასა. შედეგად, ის ერთ-ერთი ყველაზე დაბალმასიანი პლანეტაა გრავიტაციული მიკროლინზირების მეთოდით აღმოჩენილთა შორის.

მისი დედავარსკვლავი საკმაოდ პატარაა, ჩვენი მზის მასის დაახლოებით 0,12 მასის მქონე, იმდენად პატარა, რომ მკვლევრებმა ვერ განსაზღვრეს, ის დაბალმასიანი ვარსკვლავია თუ ყავისფერი ჯუჯა. ორბიტული მანძილი პლანეტასა და ვარსკვლავს შორის დაახლოებით 0,63 – 0,72 ასტრონომიული ერთეულია, თითქმის იგივე, რა მანძილითაც ვენერაა მზისგან დაშორებული. იმის გამო, რომ ვარსკვლავი ასე პატარაა, პლანეტა მის გარშემო საკმაოდ ნელა მოძრაობს — ერთ გარშემოვლას დაახლოებით 617 დღეს ანდომებს.

უახლოეს მომავალში ვერ გავარკვევთ, არის თუ არა ეს ეგზოპლანეტა სიცოცხლისათვის ხელსაყრელი. პირველ რიგში იმიტომ, რომ არ ვიცით მისი ვარსკვლავის ბუნება. დედავარსკვლავის ტემპერატურა და აქტივობის დონე პლანეტის სიცოცხლისუნარიანობაში დიდ როლს თამაშობს. ეს ვარსკვლავი ჩვენგან იმდენად შორსაა, რომ არ გაგვაჩნია მისი სპექტრის შესწავლისათვის საკმარისად მგრძნობიარე ინსტრუმენტი, რათა დავადგინოთ, აქვს თუ არა მას ატმოსფერო.

სამყაროში სიცოცხლის შესახებ არსებული ერთ-ერთი უდიდესი კითხვაა, რამდენად ხშირად აქვს მას აღმოცენების შესაძლებლობა. ვიცით, რომ სიცოცხლეს აღმოცენება შეუძლია კლდოვან პლანეტებზე, რადგან ასე მოხდა აქ, დედამიწაზე. შესაბამისად, რაც უფრო ბევრ კლდოვან ეგზოპლანეტას ვიპოვით, ამ საკითხასც უკეთესად გავარკვევთ.

და ბოლოს, ამ კვლევამ წარმოაჩინა გრავიტაციული მიკროლინზირების, როგორც ხელსაწყოს ექსტრაორდინარული ძალაუფლება ასეთი შორეული, დაბალმასიანი პლანეტების საპოვნელად, რაც თავისთავად, ზედმეტად შთამაგონებელია.

კვლევა The Astronomical Journal-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია canterbury.ac.nz-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

 

1tv.ge

გაზიარება205

დაკავშირებული -პოსტები

დედამიწაზე რეკორდულად დაბალი ტემპერატურა, -84 გრადუსი ყინვა დაფიქსირდა

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
ყაზბეგში ყინულის ფერდი ჩამოიშალა, არიან დაშავებულები
მთავარი

ან­ტარ­ქტი­და­ში, კონ­კორ­დი­ის კვლე­ვით სად­გურ­ზე, დე­და­მი­წა­ზე ბოლო 14 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და­ფიქ­სირ­და. 18 ივ­ლისს ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რამ -84.1°C-ს (-119.4°F) მი­აღ­წია. მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რე­კორ­დუ­ლად და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ღა­მის სა­ა­თებ­ში ორ­ჯერ და­ფიქ­სირ­და...

დაწვრილებითDetails

მისი სუნი სძულთ – როგორ უნდა დააფრთხოთ ბუზები

by მეგა TV
ივლისი 7, 2026
0
მისი სუნი სძულთ – როგორ უნდა დააფრთხოთ ბუზები
მთავარი

ზაფხულში ყველაზე სუფთა ბინაც კი არ არის იმუნური ბუზების მიმართ. მწერები ადვილად შედიან ღია ფანჯრებიდან, განსაკუთრებით თუ ოთახში საკვების ან ხილის სუნი დგას. რეგულარული დალაგება, ნაგვის გატანა და ჭურჭლის რეცხვაც...

დაწვრილებითDetails

მთავარი რიტუალი, რომელიც დღეს სურვილის ასასრულებად უნდა გააკეთოთ

by მეგა TV
ივლისი 7, 2026
0
მთავარი რიტუალი, რომელიც დღეს სურვილის ასასრულებად უნდა გააკეთოთ
მთავარი

თაკო მელიქიშვილი სოციალურ ქსელში რიტუალს გვიზიარებს, რომელიც 7 ივლისს უნდა გააკეთოთ. „07.07 აიღეთ ერთი ჭიქა წყლით სავსე. წარმოიდგინეთ თქვენი ყველაზე მთავარი სურვილი ის, რომლის გახსენებაზეც გულში სითბოს გრძნობთ. შემდეგ მშვიდად...

დაწვრილებითDetails

ძლიერ სიცხეში ვერ იძინებთ? ხრიკი, რომელიც დაგეხმარებათ

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
რა უნდა იცოდეთ თუ გაღვიძებისას თავი გტკივათ
მთავარი

ზაფხულის ცხელი ღამეები ნამდვილ გამოწვევად იქცევა ხოლმე - შეხუთული ჰაერი და მაღალი ტემპერატურა ორგანიზმს მოდუნების საშუალებას არ აძლევს, რის გამოც გვიანობამდე ვერ ვიძინებთ, ღამით კი ხშირად გვეღვიძება. თუკი საძინებელში კონდიციონერი...

დაწვრილებითDetails

აღმოჩენილია სოკო, რომელსაც კიბოს უჯრედების განადგურება შეუძლია

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
აღმოჩენილია სოკო, რომელსაც კიბოს უჯრედების განადგურება შეუძლია
მთავარი

იშვიათი სოკო, სახელად Antrodia cinnamomea, მხოლოდ ტაივანში ერთ კონკრეტულ, გადაშენების პირას მყოფ ხესთან იზრდება. ამ სოკოს ხალხურ მედიცინაში დიდი ხანია იყენებენ და კვლევებით დადგინდა, რომ მას კიბოსთან ბრძოლის უნარიც აქვს....

დაწვრილებითDetails

რა ღირს ერთი გრამი ოქრო ­და ვ­ერცხლი საქართველოში?

by მეგა TV
მაისი 6, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო ფასმა მცირედით მოიმატა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 677 დოლარი გახდა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 2.65%-იან მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

ოკეანეში ლურჯი ვეშაპები დადუმდნენ – რა საფრთხეზე საუბრობენ მეცნიერები

by მეგა TV
აგვისტო 10, 2025
0
ოკეანეში ლურჯი ვეშაპები დადუმდნენ – რა საფრთხეზე საუბრობენ მეცნიერები
მთავარი

ლურჯი ვეშაპები კალიფორნიის სანაპიროსთან საეჭვოდ დადუმდნენ - მეცნიერების თქმით, ეს საფრთხის ზრდის ნიშანია კა­ლი­ფორ­ნი­ის სა­ნა­პი­როს­თან ლურ­ჯი ვე­შა­პე­ბის ხმა უფრო შე­სუს­ტდა, რა­მაც მეც­ნი­ე­რე­ბი შე­აშ­ფო­თა. ისი­ნი თვლი­ან, რომ დუ­მი­ლი ეკო­სის­ტე­მის­თვის საფრ­თხის გაზ­რდის...

დაწვრილებითDetails

დღეს განსაკუთრებული სავსემთვარეობაა – რა უნდა იცოდეთ

by მეგა TV
აგვისტო 9, 2025
0
დღეს ღამე დედამიწის მოსახლეობა ლურჯ სუპერმთვარეს ნახავს
მთავარი

2025 წლის 9 აგვისტოს სავსე მთვარეა. მას ძველად "ზუთხის" მთვარეს უწოდებდნენ, რადგანაც მრავალი ტომი თევზაობისათვის ზაფხულის ბოლო სავსე მთვარეს საუკეთესო პერიოდად მიიჩნევდა. 9 აგვისტოს სავსე მთვარე ლომ-მერწყულის ღერძის გასწვრივ გაივლის,...

დაწვრილებითDetails

5 აგვისტო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე დღე იქნება

by მეგა TV
აგვისტო 5, 2025
0
29 სექტემბრიდან სამყარო უნიკალური ციური მოვლენის მომსწრე გახდება
მთავარი

მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, სამ­შა­ბათს დე­და­მი­წის ბრუნ­ვა აჩ­ქარ­დე­ბა, რაც 5 აგ­ვის­ტოს ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მოკ­ლე დღედ აქ­ცევს. მთვა­რის გრა­ვი­ტა­ცი­უ­ლი მი­ზი­დუ­ლო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბა პლა­ნე­ტის პო­ლუ­სებ­თან ოდ­ნავ უფრო სწრა­ფად ბრუნ­ვას გა­მო­იწ­ვევს, რაც ჩვე­ულ 24-სა­ა­თი­ან...

დაწვრილებითDetails

სტრესის დაძლევის 10 საიდუმლო, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

by მეგა TV
მაისი 25, 2025
0
სტრესის დაძლევის 10 საიდუმლო, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს
მთავარი

კვირა ის დღეა, როდესაც არ უნდა ვიფიქროთ სამსახურზე ან ყოველდღიურ სირთულეებზე. ბევრი ჩვენგანისთვის დასვენების დღეხ კი შეიძლება სტრესული იყოს, თუ არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ სწორად. გთავაზობთ  10 რჩევას, რომელიც  სტრესის მართვასა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"