LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალებების საქმის გამოძიება დაიწყო

პროკურატურა კატეგორიულად ეწინააღმდეგება 5 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენაში ბრალდებულის უდანაშაულოდ ცნობასა და გამართლებას

დაპოსტა 2020/05/14-ში
A A
303
ნახვა
გაზიარება

კახეთის საოლქო პროკურატურაში, დღეს 5 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების საქმეზე, დაზარალებული არასრულწლოვანის მშობლები მიიწვიეს და პროკურატურის პოზიცია, გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებასთან დაკავშირებით, პირადად გააცნეს. ინფრომაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაზარალებული არასრულწლოვანის მშობლებს და მათ ადვოკატს საოლქო პროკურატურაში განუმარტეს, რომ პროკურატურა კატეგორიულად ეწინააღმდეგება და კანონშეუსაბამოდ მიიჩნევს გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც 5 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენაში ბრალდებული უდანაშაულოდ ცნეს და გამართლდა.

არასრულწლოვანის მშობლებს განემარტათ, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება არ გამომდინარეობს მოცემულ საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული და ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შინაარსიდან, მოკლებულია მტკიცებულებათა ობიექტურ სამართლებრივ შეფასებას და რადიკალურად განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე არსებული სასამართლო პრაქტიკისგან.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პროკურატურა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ ბრალდების მხარემ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოში გამოკვლევა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში დაასრულა. მტკიცებულებათა გამოკვლევისას პროკურორმა მაქსიმალურად გამოიყენა სასამართლოს მიერ განსაზღვრული დრო და საქმის არსებითი განხილვის არც ერთი სხდომა ბრალდების მხარის მიზეზით არ გადადებულა;

„ბრალდების მხარემ მოცემული საქმის განხილვისას სასამართლოში წარადგინა ყველა ის მტკიცებულება, რომელთა ერთობლიობა, არსებული საკანონმდებლო სივრცისა და სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, ადასტურებდა ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენას.

ბრალდების მხარისთვის გაუგებარია, თუ რას დაეფუძნა გურჯაანის რაიონული სასმართლოს მოსამართლე დავით ნარიმანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და რა გარემოებებით იხელმძღვანელა განაჩენის გამოტანის დროს.

ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, რის გამოც განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება127

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში ყაჩაღობისა და პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 17, 2026
0
“ქალმა იხუმრა” – 36 წლის ქალის მკვლელობის მოტივი ცნობილია
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით - 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.ხ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა...

დაწვრილებითDetails

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო

by მეგა TV
აპრილი 17, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის პოლიციის, აჭარის პოლიციისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა -ტარების ფაქტებზე 4 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 17, 2026
0
იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს
მთავარი

იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა

by მეგა TV
აპრილი 16, 2026
0
ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა
მთავარი

საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ქუთაისის აეროპორტში“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის...

დაწვრილებითDetails

საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის და საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე 3 პირი დააკავა

by მეგა TV
აპრილი 16, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის და სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე 3 პირი დააკავა - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 16, 2026
0
ბათუმის სასაფლაოზე კაცმა ყელი გამოიჭრა
მთავარი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს - ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს . შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და...

დაწვრილებითDetails

თბილისში ქალი გააუპატიურეს – შსს

by მეგა TV
აპრილი 16, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გაუპატიურების ბრალდებით 1988 წელს დაბადებული ე.დ. დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1996 წელს...

დაწვრილებითDetails

სიღნაღში ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 15, 2026
0
ინდოელი დიპლომათი თბილისში ბავშვებმა გაქურდეს -“ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ”
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1977 წელს დაბადებული ზ.ჩ. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიღნაღში ბასრი...

დაწვრილებითDetails

პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო

by მეგა TV
აპრილი 15, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირი: 1985 წელს დაბადებული ფ.ა. და 1956...

დაწვრილებითDetails

თბილისში,კაცი მეუღლის არასრულწლოვან შვილიშვილებს აუპატიურებდა… – ბრალდებული დაკავებულია

by მეგა TV
აპრილი 15, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნების გაუპატიურებისა და მათ მიმართ ჩადენილი სხვაგვარი სექსუალური ქმედების ბრალდებით 1960 წელს დაბადებული ზ.ა. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"