ევროკავშირის მედიკამენტების სააგენტოს ინფორმაციით, ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ერთ წელიწადში იარსებებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
სააგენტოს ხელმძღვანელის, მარკო კავალერის განცხადებით, პროცესის დასაჩქარებლად ყველაფერს აკეთებენ.
„რადგან ვაქცინის განვითარება ნულიდან უნდა დაიწყოს… ვფიქრობთ, რომ ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, ის ერთ წელში მზად იქნება, ანუ, 2021 წლის დასაწყისში“,- უთხრა მან ჟურნალისტებს.
მისივე განმარტებით, საჭიროა უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის შექმნა. მთავარი მიზანი კი ისაა, რომ ვაქცინა ყველა ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი იყოს.










