LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ამ პირობის დარღვევა ბიძინა ივანიშვილს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მარცხისგან ვერ იხსნის – ოპოზიცია განცხადებას ავრცელებს

ამ პირობის დარღვევა ბიძინა ივანიშვილს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მარცხისგან ვერ იხსნის – ოპოზიცია განცხადებას ავრცელებს

დაპოსტა 2020/05/13-ში
A A
79
ნახვა
გაზიარება

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

როგორც მასში წერია, პოლიტპატიმრების არგამოშვება ნიშნავს შეთანხმების ჩაშლას, ამ პირობებში, ოპოზიციური ფრაქციები, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ, გააგრძელებენ საპარლამენტო ბოიკოტს. “მეგა ტვ” განცხადებას უცვლად გთავაზობთ.

„დღეს, როცა საქართველო „covid-19“-ის ეპიდემიისა და ეკონომიკური კრიზისის დროს, ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას, მნიშვნელოვანია რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მშვიდ, ნორმალურ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს. ეპიდემიასა და ეკონომიკურ კრიზისს წინ უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი უსწრებდა, რომელიც ხელისუფლების ნაბიჯებმა გამოიწვია. საერთაშორისო მეგობრების დახმარებით მოხერხდა შეთანხმების მიღწევა, რაც გულისხმობდა საარჩევნო მოდელის კომპრომისულ ვარიანტსა (120/30) და გავრილოვის ღამის შემდეგ დაკავებული პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების გათავისუფლებას, ხოლო მიმდინარე საქმეების შეჩერებას. შეთანხმების ტექსტშივე მითითებული იყო კონკრეტული მექანიზმები, თუ რა გზებით იყო შესაძლებელი პოლიტპატიმრების საკითხზე შეთანხმების აღსრულება – კერძოდ, პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება, როგორსაც მხოლოდ შეწყალება წარმოადგენს.

ამ შეთანხმებას ხელი მოაწერა ყველამ, გარდა პატრიოტთა ალიანსისა, რომელმაც ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზად საჯაროდ დააფიქსირა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმება – მათ შორის რურუას, ოქრუაშვილის და უგულავას საქმეები.

შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულების მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს მოლაპარაკებათა შუამავლებმა, აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებმა და ასევე საქართველოს სხვა მეგობრებმა, მათ შორის აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, რიშმა, კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ კონსინგერმა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ევროპარლამენტარმა კუბილიუსმა.

პოლიტპატიმრების არგამოშვების შემთხვევაში, საარჩევნო სისტემის მორიგ ჯერზე ვერშეცვლაზე სრული პასუხისმგებლობა პირადად ივანიშვილსა და მის გუნდს დაეკისრება. პოლიტპატიმრების არგამოშვება ნიშნავს, ივანიშვილის მიერ ამ შეთანხმების მთლიანად ჩაშლას. ამ პირობებში ის ოპოზიციური ფრაქციები, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ, გააგრძელებენ საპარლამენტო ბოიკოტს.

ივანიშვილის მიერ ამ შეთანხმების არშესრულების შემთხვევაში დაზიანდება საქართველო. იმ დროს როცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეგობრებისგან ეკონომიკური და უსაფრთხოების სფეროში დახმარების მიღება. ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი იქნება ივანიშვილი. ამ პირობის დარღვევა მას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მარცხისგან ვერ იხსნის.

ჩვენი ამოცანაა რომ ეს შეთანხმება შედგეს. ჩვენი ამოცანაა რომ ყველა ცვლილება საქართველოში, მხოლოდ მხოლოდ კონსტიტუციურ ფარგლებში და მშვიდობიანად განხორციელდეს, რათა საქართველო დემოკრატიული განვითარების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს და ხელისუფლება არჩევნების გზით მეორედ შეცვალოს“, – აღნიშნულია ოპოზიციის განცხადებაში.

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

ოპოზიციის განცხადებით, შეთანხმება შედგა გიგი უგულავას, გიორგი რურუასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებაზეც. 11 მაისს არჩილ თალაკვაძემ მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს სთხოვა, ნათელი მოჰფინონ ოპოზიციასთან შეთანხმების შინაარსს.

გაზიარება32

დაკავშირებული -პოსტები

ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროპგრამა შეჩერდა – მთავრობამ დაფინანსებაზე უარი თქვა

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროპგრამა შეჩერდა –  მთავრობამ დაფინანსებაზე უარი თქვა
მთავარი

ჰარვარდის უნივერსიტეტის დეივისის ცენტრში დაარსებული ქართველოლოგიის პროგრამა საქართველოს განათლების სამინისტრომ აღარ დააფინანსა. ინფორმაცია, რომ ქართველოლოგიის პროგრამა, - რომელსაც ქართველოლოგი, პროფესორი სტივენ ჯონსი ხელმძღვანელობდა, - „ფაქტობრივად, დაიხურა“, 20 აგვისტოს გაავრცელა ისტორიკოსმა...

დაწვრილებითDetails

GAUMARJOS SAKARTVELOS – უკრაინის საელჩოს მადლობა ქართველ მებრძოლებს და საზოგადოებას

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
GAUMARJOS SAKARTVELOS – უკრაინის საელჩოს მადლობა ქართველ მებრძოლებს და საზოგადოებას
მთავარი

24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, დმიტრო ბერეჟნი ვრცელ განცხადებას აქვეყნებს და ქართველ ხალხს თანადგომისთვის მადლობას უხდის. დიპლომატი განსაკუთრებულ პატივს მიაგებს და ქედს იხრის იმ...

დაწვრილებითDetails

“წერილები გაგრძელდება…მალე გააკეთებს განცხადებას” – ღარიბაშვილის ადვოკატი

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილი თავს "მორალურად განადგურებულად" მიიჩნევს - ამის შესახებ რუსთავის ციხიდან გამოსულმა ექს-პრემიერის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა მედიასთან განაცხადა. უფლებადამცველი, რომელმაც პენიტენციურ დაწესებულებაში ღარიბაშვილი რამდენიმე წუთის წინ მოინახულა, ამბობს, რომ დაპატიმრებული ყოფილი...

დაწვრილებითDetails

3 ოქტომბრის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა მიმართა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
კენჭისყრის პროცესის დროს გამოვლინდა აპარატების გაუმართაობის და ხმის ფარულობის დარღვევის ფაქტები – საია-ს დამკვირვებლების მიერ 10:00 საათისთვის დაწერილია 15 საჩივარი და 15 შენიშვნა- საია
მთავარი

მიმდინარე წლის 3 ოქტომბრის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა - „ლელო - ძლიერმა საქართველომ“ და „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა. ცესკოსთვის მიმართვის კანონით განსაზღვრული ვადა 17...

დაწვრილებითDetails

სრული აბსურდი – მდინარაძის პრესსამსახური ღარიბაშვილის განცხადებაზე

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
სრული აბსურდი – მდინარაძის პრესსამსახური ღარიბაშვილის განცხადებაზე
მთავარი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რეგიონული განვითარების მინისტრის, მამუკა მდინარაძის პრესსამსახურში „სრულ აბსურდს“ უწოდებენ. "სრული აბსურდი, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა, გუშინ გავრცელებული წერილის შინაარსიდანვე გამოირიცხა", - ციტირებს...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი ბაზა გაიხსნა – შსს

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ქუთაისში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი ბაზა გაიხსნა – შსს
მთავარი

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ქუთაისში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაზა გახსნა.   შინაგან საქმეთა მინისტრმა, პირველ მოადგილე რონი მესხთან და მოადგილე გაგა კირკიტაძესთან ერთად, ახლად აშენებული ბაზის...

დაწვრილებითDetails

საზოგადოებას მინდა ვუთხრა სიმართლე, თუ რატომ ვზივარ ციხეში – ირაკლი ღარიბაშვილი

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილის ბინიდან 6.5 მლნ აშშ დოლარი ამოიღეს – პროკურატურა
მთავარი

პატიმრობაში მყოფი ექს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, თუ რატომ ზის ციხეში. მისი თქმით, შარშან დაწყებული ე.წ “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის” კამპანიის მთავარი მიზანი მისი ციხეში ჩასმა და პოლიტიკურად...

დაწვრილებითDetails

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის დასაქმების მიზნით შესვლაზე ვიზებს აწესებს

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
საქართველოში შესაძლოა ახალი – C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა დაინერგოს
მთავარი

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის დასაქმების მიზნით შესვლაზე ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ახალი რეგულაციები პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის 2026 წლის 10 აგვისტოს ბრძანებულებით შევიდა...

დაწვრილებითDetails

ადვოკატი – დღეს აუცილებლად იქნება განცხადება ირაკლი ღარიბაშვილის სახელით

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილის ბინიდან 6.5 მლნ აშშ დოლარი ამოიღეს – პროკურატურა
მთავარი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, ლილი გელაშვილის განცხადებით, „დღეს აუცილებლად იქნება განცხადება ირაკლი ღარიბაშვილის სახელით“. მისივე თქმით, ვის გადასცა ეს განცხადება, „როგორ და რანაირად, ამას არ აქვს მნიშვნელობა“. „შესული...

დაწვრილებითDetails

ხმა ამოიღე, ღარიბაშვილო! იქნებ დახმარება სწორედ იქიდან მიიღო, საიდანაც ყველაზე ნაკლებად ელოდები – ლაშა ფარულავა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
ხმა ამოიღე, ღარიბაშვილო! იქნებ დახმარება სწორედ იქიდან მიიღო, საიდანაც ყველაზე ნაკლებად ელოდები – ლაშა ფარულავა
მთავარი

ელემენტარული ქრისტიანობა და ადამიანობა მოითხოვს, ჩაგრულის დაცვას, მით უმეტეს მაშინ, როცა მას დაუნდობლად ანადგურებს სისტემა. მაგრამ ღარიბაშვილმა ხმა უნდა ამოიღოს. ყველაფერი უნდა მოყვეს და ბოლომდე ამხილოს ივანიშვილის რუსული მანქანა -...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"