რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, რომელიც დღეს კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს, ვლადიმერ პუტინთან ბოლო შეხვედრის შესახებ ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს ის ბოლოს ერთი თვის წინ შეხვდა. ამასთან ერთად, რუსული მედია წერს, რომ კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში პესკოვის მეუღლე, ტატიანა ნავკაც გადაიყვანეს. ნავკა ვარაუდობს, რომ მისმა ქმარმა ინფექცია სახლში „სამსახურიდან“ მოიტანა.
დიმიტრი პესკოვი რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებული მეოთხე მაღალჩინოსანი გახდა. მანამდე კორონავირუსი პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს, მშენებლობის მინისტრ ვლადიმერ იაკუშევს და კულტურის მინისტრ ოლგა ლიუბიმოვას დაუდასტურდა.










