LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სტომატოლოგიურმა კლინიკებმა გეგმური მომსახურების გაწევისგან თავი 1-ელ მაისამდე უნდა შეიკავონ

ბორმანქანებს შორის 4 მეტრიანი დისტანცია-სტომატოლოგიური კაბინეტების მუშაობის გაიდლაინი ცნობილია

დაპოსტა 2020/05/11-ში
A A
241
ნახვა
გაზიარება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, სტომატოლოგიური დაწესებულებების ახალი გაიდლაინი ცნობილია. ჯანდაცვის უწყების მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციების თანახმად, Covid-19-ით ინფიცირების რისკის პრევენციისთვის, სტომატოლოგიურ კლინიკაში პაციენტის თერმოსკრინინგი და ხელების ანტისეპტიკური დამუშავებადა წესებულებაში შესვლისთანავე დაიწყება. ასევე ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციების თანახმად, რაც სტომატოლოგიური კლინიკებისთვის სავალდებულოდ შესასრულებელია, დაწესებულებაში უნდა იყოს დისტანციური თერმომეტრი; პაციენტის რისკის შეფასების კითხვარი; ერთჯერადი ხელსახოცები სტომატოლოგიურ კაბინეტში და საპირფარეშოებში; ხელის სადეზინფექციო საშუალებები პერსონალისთვის და პაციენტებისთვის.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების მიხედვით, სტომატოლოგიური დაწესებულებების მონიტორინგს დღეს დაიწყებენ.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები სტომატოლოგიურ დაწესებულებებს უწყებაში შესული განცხადებების საფუძველზე შეამოწმებენ. გეგმური შემოწმების განხორციელების შემდეგ, შესაბამისი მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში, კლინიკებს გეგმური სტომატოლოგიური მომსახურების განახორციელების უფლება მიეცემათ.

ჯანდაცვის უწყების მიერ გამოქვეყნებული გაიდლაინის თანახმად, გეგმური სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებებს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები სტომატოლოგიური პერსონალისთვის; N95 ან უფრო მაღალი დაცვის დონის რესპირატორი; სამედიცინო ნიღაბი; თვალის დამცავი საშუალებები: სახის ფარი და დამცავი სათვალე; არასტერილური ერთჯერადი ხელთათმანები; ერთჯერადი სითხეგაუმტარი სამედიცინო ხალათი; ბახილები; ჩაჩი (სამედიცინო ქუდი); ერთჯერადი გამოყენების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ორი კვირის სამყოფი მარაგი, სამუშაო კაბინეტების და დასაქმებული სტომატოლოგიური პერსონალის შესაბამისად. ასევე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დაწესებულებას ინდივიდუალური დაცვის საშუალებები ბახილები; სამედიცინო ნიღაბი; პაციენტისთვის დამცავი სათვალე პაციენტებისთვისაც უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ მოთხოვნებს, ხელსაბანი უნდა იყოს ყველა სტომატოლოგიურ კაბინეტში; ასევე უნდა იყოს საპირფარეშო; ბუნებრივი ან ხელოვნური ვენტილაციის სისტემა; დარბაზულ სისტემაში მომუშავე ბორმანქანებს შორის უნდა არსებობდეს 4-მეტრიანი დისტანცია; უნდა იყოს საკმარისი სივრცე მიმღებსა და მოსაცდელში პაციენტების სკრინინგის, უსაფრთხოდ შემოსვის და ერთმანეთთან დისტანცირებისთვის.

დოკუმენტის თანახმად, პაციენტების მისაღებ სივრცეში (რესეფშენი) მომუშავე პერსონალის დაცვა აუცილებელია. რეგისტრატურასთან უნდა იყოს მინის ან ორგანული მინის დამცავი ბარიერი, პერსონალს უნდა ეკეთოს სახის ფარი; სამედიცინო ნიღაბი, ეცვას ერთჯერადი ხალათი და ხელთათმანი. რაც შეეხება სტერილიზაცია-დეზინფექციას, დაწესებულებაში უნდა იყოს დეზინფექცია-სტერილიზაციის პროტოკოლი; სათავსი სასტერილიზაციოსთვის; ავტოკლავი. რეკომენდაციების თანახმად, გასასტერილებელი მასალა უნდა შეიფუთოს ერთჯერად პაკეტებში; უნდა არსებობდეს სტერილიზაციის კონტროლის ჟურნალი; ზედაპირების დეზინფექციის პროტოკოლი; ზედაპირების სადეზინფექციო საშუალებები და მათი მოხმარების ინსტრუქცია. ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით კლინიკაში უნდა იყოს ხელშეკრულება ინფექციური ნარჩენების გატანასთან დაკავშირებით; ინფექციური ნარჩენების კონტეინერი სტომატოლოგიურ კაბინეტში; ბასრი ნარჩენების კონტეინერი (ძირითადად მუყაოს ტარა); ასევე არასაშიში ნარჩენების კონტეინერი. კონტეინერები უნდა იყოს შესაბამისად ეტიკეტირებული; ნარჩენი უნდა გავიდეს კლინიკიდან ყოველდღიურად. ასევე, ინფექციების პრევენციისა და კონტროლისთვის კლინიკაში უნდა არსებობდეს ინფექციების პრევენციასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირი. სტომატოლოგიურმა კლინიკებმა შემოწმებისთვის უნდა შეავსონ განაცხადი და გააგზავნონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე – dent@moh.gov.ge.

გაზიარება96

დაკავშირებული -პოსტები

ნეპალში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ასობით ტურისტი დაკარგულად ითვლება

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
ნეპალში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ასობით ტურისტი დაკარგულად ითვლება
მთავარი

ნეპალში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ასობით ტურისტი დაკარგულად ითვლება, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.   ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარმა მასშტაბურმა წყალდიდობამ სახლები, გზები, ხიდები და ელექტროობიექტები გაანადგურა.   ნეპალის პოლიციის განცხადებით,...

დაწვრილებითDetails

რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ავჭალის ხიდთან ნაპოვნი გარდაცვლილი გოგოს შესახებ

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
“გპირდები, შენს სიკვდილს არავის შევარჩენ ჩვენო ანგელოზო”
მთავარი

ავჭალაში, შემოვლითი რკინიგზის გაუქმებული ხიდიდან 17 წლის მარიამ ლომიშვილის გადავარდნის ფაქტთან დაკავშირებით ოჯახს კითხვები აქვს.   როგორც ოჯახის ადვოკატმა, ნანა ფარჩუკაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „იმ შემთხვევაში, თუ გამოძიებით დადგინდება, რომ 17...

დაწვრილებითDetails

ბუკნარში სანდასუფთავების მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა – კაცი ადგილზე დაიღუპა

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში სანდასუფთავების მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა - კაცი ადგილზე დაიღუპა - ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ დასუფთავების მანქანა უკუსვლით მოძრაობდა, რა დროსაც...

დაწვრილებითDetails

თბილისის ზღვაში 4 დღეა მოზარდს ეძებენ

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
თბილისის ზღვაში 4 დღეა მოზარდს ეძებენ
მთავარი

თბილისის ზღვაში 4 დღეა მოზარდს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, უმოდ სოფიევი ცურვისას ზღვაში 23 აგვისტოს გაუჩინარდა. სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

დაწვრილებითDetails

ქალი მაღაზიაში უგონოდ დაეცა – ექიმებმა კიდევ ერთი სიცოცხლე გადაარჩინეს

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
ქალი მაღაზიაში უგონოდ დაეცა – ექიმებმა კიდევ ერთი სიცოცხლე გადაარჩინეს
მთავარი

გორის რაიონის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გამოძახება ლოზუნგით უგონო მიიღო, ერთ ერთი მაღაზიიდან დახმარებას ითხოვდნენ, ბრიგადა ადგილზე 3 წუთში მივიდა. თვითმხილველების გადმოცემით 64 წლამდე ქალბატონი დახლთან მივიდა, მოულოდნელად ცუდად გახდა და...

დაწვრილებითDetails

“გპირდები, შენს სიკვდილს არავის შევარჩენ ჩვენო ანგელოზო”

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
“გპირდები, შენს სიკვდილს არავის შევარჩენ ჩვენო ანგელოზო”
მთავარი

გპირდები, შენს სიკვდილს არავის შევარჩენ ჩვენო ანგელოზო, მარი ჩემი რძლის, ანას დაა!! 25 აგვისტოს, სახლიდან სასეირნოდ გასული ბავშვი, სახლთან ახლოს მდებარე ხიდიდან გადმოვარდაო.... გადმოვარდნის სწორ ვერსიას, აუცილებლად დავადგენთ - წერს...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.   უწყების ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის...

დაწვრილებითDetails

დააკავეს 4 პირი, რომლებმაც თბილისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მოპარვა სცადეს

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების...

დაწვრილებითDetails

ლადო ძიმცეიშვილი ევროპის ჩემპიონი და რეკორდსმენია

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
ლადო ძიმცეიშვილი ევროპის ჩემპიონი და რეკორდსმენია
მთავარი

პრიშტინაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე (U17) საქართველოს ნაკრების წევრმა, ლადო ძიმცეიშვილმა (85 კგ) წარმატებით იასპარეზა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში 139 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. აკვრაში დაძლეული 175 კილოგრამით...

დაწვრილებითDetails

მძიმე ავარია – ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
ავტოსაგზაო შემთხვევებს 442, ხოლო ხანძრებს 48 ადამიანი ემსხვერპლა – საქსტატი
მთავარი

გარდაბანი-რუსთავის გზაზე მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სოფელ ბოტანიკას ტერიტორიაზე დედას და მის 6 წლის შვილს მანქანა დაეჯახა. ინფორმაციას 24news.ge ავრცელებს.   ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც დედა-შვილი გზის გადაკვეთას ცდილობდა....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"