ევროკომისია შენგენის ზონაში მოგზაურობაზე აკრძალვის გახანგრძლივებას 15 ივნისამდე გეგმავს
ევროკომისია შენგენის ზონაში მოგზაურობაზე აკვრძალვის გახანგრძლივებას 15 ივნისამდე გეგმავს.
ევროკომისიის წევრებმა გამოაცხადეს, რომ მსოფლიოში მდგომარეობა კვლავ რთულია, ამიტომ ევროკავშირმა უნდა მიიღოს ზომები, რათა მოგზაურობის გამო შენგენის ზონაში ვირუსი არ გავრცელდეს.
ამასთან, ევროკომისიაში მიიჩნევენ, რომ პირველ ეტაპზე საზღვრები შენგენის ზონის წევრ ქვეყნებს შორის უნდა გაიხსნას.










