ქუთაისის ინფექციურში საეჭვო პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
დღეს განმეორეთი ანალიზი ჩაუტარდება კიდევ ორ პირს, შედეგი გვიან ღამით გახდება ცნობილი. უარყოთი პასუხის შემთხვევაში ქუთაისის ინფექციურს კიდევ 2 გამოჯანმრთელებული დატოვებს.
კლინიკაში ამ ეტაპზე 5 პაციენტი რჩება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ამ დრომდე ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი 35-მა პაციენტმა დაამარცხა.
საქართველოში კორონავირუსი 626 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 297 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფექციას სულ 10 ადამიანი ემსხვერპლა.










