LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ასეთი მშვიდი უსირცხვილობით არასდროს გამოგვიხატავს ის ფაქტი, რომ ყველას სიცოცხლე ერთნაირად არ ფასობს – მიშელ უელბეკი კორონავირუსის შესახებ წერს

ასეთი მშვიდი უსირცხვილობით არასდროს გამოგვიხატავს ის ფაქტი, რომ ყველას სიცოცხლე ერთნაირად არ ფასობს – მიშელ უელბეკი კორონავირუსის შესახებ წერს

დაპოსტა 2020/05/08-ში
A A
252
ნახვა
გაზიარება

ფრანგი ნოველისტი მიშელ უელბეკი არ იზიარებს საყოველთაოდ გავრცელებულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კორონავირუსის პანდემია მსოფლიოს უკეთესობისაკენ შეცვლის. უელბეკმა, რომელსაც თავისი ფანები  ნიჰილისტური, ინდივიდუალისტური ერის  ერთგვარ წინასწარმეტყველად  მიიჩნევენ, ცივი წყალი გადაასხა ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ პანდემიას შეუძლია ყველა ჩვენგანი უკეთესი გახადოს.

მიშელ უელბეკის წერილი France Inter-ზე 4 მაისს გამოქვეყნდა გამოქვეყნდა.

“მეგა ტვ” გთავაზობთ წერილის თარგმანს, რომელიც მებო ნუცუბიძემ ფეისბუკზე გაავრცელა.

***

არ მჯერა განცხადებების, რომ თითქოს “აღარაფერი იქნება ისე, როგორც ადრე” – მიშელ უელბეკი

ცოტათი უარესი

პასუხი რამდენიმე მეგობარს

უნდა ვაღიარო: ბოლო კვირების განმავლობაში გაცვლილი იმეილების უმრავლესობის მთავარი მიზანი იმის გადამოწმება გახლდათ, ხომ არ გარდაცვლილა, ან სიკვდილის პირას ხომ არ იყო ჩემი თანამოსაუბრე. თუმცა, გადამოწმების შემდეგ, საინტერესო თემებზე საუბარსაც ვცდილობდით, რაც არც ისე ადვილი საქმეა, რადგან ეს ეპიდემია წარმატებით ახერხებს იყოს ერთდროულად სევდისმომგვრელიც და მომაბეზრებელიც. ბანალური ვირუსი, გრიპის ბნელითმოცულ ვირუსებთან მიმზიდველად დანათესავებული, გადარჩენისთვის საჭირო არც თუ ისე კარგად ნაცნობი პირობებითა და ბუნდოვანი მახასიათებლებით, ხან უწყინარი, ხან კი – სასიკვდილო, რომელიც სქესობრივი გზითაც კი არ გადაეცემა: მოკლედ რომ ვთქვათ, არაფრით გამორჩეული ვირუსი. ყოველდღიურად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით გარდაცვლილი რამდენიმე ათასი ადამიანის მიუხედავად, ეს ეპიდემია მაინც გვიქმნის უმნიშვნელო მოვლენის უცნაურ შთაბეჭდილებას. სხვათაშორის, მასზე ბევრს არც ჩემი პატივცემული (მათ შორის, ზოგიერთი მაინც) კოლეგები ლაპარაკობენ, იზოლაციის საკითხის განხილვა ურჩევნიათ; და მეც მსურს, ჩემი წვლილი შევმატო მათ რამდენიმე დაკვირვებას.

ფრედერიკ ბეგბედერი (იმყოფება გეტარის კომუნაში, ატლანტიკური პირინეის დეპარტამენტში). „ასეა თუ ისე, მწერალი მაინც არ ხვდება ბევრ ხალხს, წიგნებთან ერთად განდეგილად ცხოვრობს და იზოლაცია ბევრს არაფერს ცვლის.“ სრულიად გეთანხმები, ფრედერიკ, სოციალური ცხოვრების საკითხი თითქმის არ იცვლება. თუმცა, არის ერთი დეტალი, რომლის გათვალისწინებაც გავიწყდება (ალბათ იმიტომ, რომ სოფელში ცხოვრობ და ნაკლებად გრძნობ თავს აკრძალვის მსხვერპლად): მწერალს სიარული სჭირდება.

ვფიქრობ, რომ ეს იზოლაცია ფლობერსა და ნიცშეს შორის არსებული ძველი დავის გადაჭრის იდეალური შესაძლებლობაა. ფლობერი სადღაც ამტკიცებს (დამავიწყდა სად), რომ მხოლოდ ჯდომისას ვფიქრობთ და ვწერთ კარგად. ნიცშე აპროტესტებს და დასცინის მის ამ მოსაზრებას (ასევე დამავიწყდა სად), ნიჰილისტსაც კი უწოდებს მას (შესაბამისად, ეს ამბავი იმ ეპოქაში ხდება, როცა ნიცშე ამ სიტყვას უკვე დაუფიქრებლად იყენებდა): თვითონ ნიცშემ, ყველა ნაშრომის იდეა სწორედ სიარულის დროს შეიმუშავა, ყველაფერი რაც სიარულის პროცესში არაა მოფიქრებული, ამაოა. სხვათაშორის, ის ყოველთვის იყო დიონისური მოცეკვავე. ნიცშესადმი გადაჭარბებული სიმპათიის ქონას ვერ დამაბრალებთ, თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ამ შემთხვევაში, უფრო ისაა მართალი. მკაცრად არაა რეკომენდებული ვცადოთ რაღაცის დაწერა მაშინ, როცა მთელი დღის განმავლობაში არ გვაქვს სწრაფ ტემპში რამდენიმე საათიანი სიარულის შესაძლებლობა: ასეთ დროს, დაგროვილი ნერვული დაძაბულობა ვერ ახერხებს გაქრობას, ფიქრები და გონებაში გაჩენილი სურათები მტკივნეულად აგრძელებენ ავტორის საცოდავ თავში ტრიალს, რომელიც მალევე ღიზიანდება, და ხანდახან – გიჟდება კიდეც.

ერთადერთი, რაც მართლა ფასობს, სიარულის მექანიკური, ავტომატური რიტმია, რომლის უპირველესი დანიშნულება არის არა ახალი იდეების გაჩენა (ეს, შეიძლება, მეორე ეტაპზე მოხდეს კიდეც), არამედ, სამუშაო მაგიდასთან გაჩენილი იდეების შოკით გამოწვეული კონფლიქტის ჩაცხრობა (და აი სწორედ აქ ცდებოდა სრულებით ფლობერი); ნიცის კლდოვან ფერდობებზე, ენგანდინის მდელოებსა და სხვა ადგილებში შემუშავებულ კონცეფციებზე საუბრისას, ნიცშე ცოტათი ბოდავს კიდეც: ჩვენ მიერ განვლილ პეიზაჟებს შინაგან პეიზაჟზე მეტი მნიშვნელობა მხოლოდ ტურისტული გზამკვლევის წერისას აქვს.

კატრინ მიიე (წესით და რიგით, პარიზელი ქალბატონი, რომელიც გადაადგილების აკრძალვის შესახებ ბრძანების გამოცხადებისას შემთხვევით იმყოფებოდა ესტაჟელში, აღმოსავლეთ პირინეის დეპარტამენტში). არსებული სიტუაცია მას გამაღიზიანებლად ახსენებს ჩემი ერთ-ერთი წიგნის, „კუნძულის შესაძლებლობის“ „წინასწარმეტყველურ“ ნაწილს.

ამან კი მართლა დამაფიქრა, რა კარგია, როცა მკითხველები გყავს. მე ხომ აზრადაც არ მომსვლია მსგავსი კავშირი გამევლო, მაშინ როდესაც ეს სავსებით ცხადია. სხვათაშორის, რომ ვუფიქრდები, იმ პერიოდში სწორედ ასე წარმომედგინა კაცობრიობის გადაშენება. არავითარი საინტერესო სანახაობა. რაღაც, სავსებით მოსაწყენი. საკნებში იზოლირებულად მცხოვრები ინდივიდები, რომლებიც ერთმანეთს აქა-იქ, ყოველგვარი ფიზიკური კონტაქტის გარეშე, კომპიუტერით ესაუბრებიან და რომელთა რიცხვიც ნელ-ნელა მცირდება.

ემანუელ კარერი (პარიზი – რუაიანი ; როგორც ჩანს, მასაც უპოვია კარგი მიზეზი გადაადგილებისათვის). „ნეტავ, თუ შეიქმნება ამ პერიოდით შთაგონებული საინტერესო წიგნები?“ ფიქრობს თავისთვის.

მეც ვფიქრობ. ეს შეკითხვა მართლა დავუსვი საკუთარ თავს, მაგრამ, გულის სიღრმეში ამის არ მჯერა. საუკუნეების განმავლობაში, ბევრი რამ შეიქმნა შავ ჭირზე, რომელიც მწერლების დიდი ინტერესის საგანი გახდა. ვეჭვობ, რომ ამ შემთხვევაშიც ასე მოხდეს. ერთი წამითაც არ მჯერა ისეთი განცხადებების, რომ თითქოს „აღარაფერი იქნება ისე, როგორც ადრე“. პირიქით, ყველაფერი უცვლელად დარჩება. ეს ეპიდემია შესამჩნევად ნორმალურადაც კი მიედინება. ის, რომ დასავლეთი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი და ყველაზე განვითარებული ზონაა, სულაც არ არის მარადიული, ღვთიური უფლებით ნაბოძები მოცემულობა; ეს ყველაფერი, უკვე რამდენიმე ხანია რაც დასრულდა და ეს სულაც არ არის ახალი, სენსაციური აღმოჩენა. თუ დავაკვირდებით, და დეტალებსაც ჩავუღრმავდებით, ვნახავთ რომ საფრანგეთი ცოტა უკეთ ართმევს თავს არსებულ მდგომარეობას ვიდრე ესპანეთი და იტალია, და შედარებით ცუდი ვითარება აქვს, ვიდრე გერმანიას; თავის მხრივ, არც ეს გახლავთ რაღაც ახალი და გასაოცარი.

კორონავირუსის მთავარი შედეგი უნდა იყოს მიმდინარე ცვლილებების აჩქარება. უკვე რამდენიმე წელია, რაც ტექნოლოგიური ევოლუციების ერთობლიობამ, იქნება ეს უმნიშვნელო (ფილმების ონლაინ შეძენა, უკონტაქტო გადახდა), თუ ძალზედ მნიშვნელოვანი (დისტანციური მუშაობა, ინტერნეტით ვაჭრობა, სოციალური ქსელები) მიღწევები, მთავარ შედეგად მოიტანა ფიზიკური, განსაკუთრებით კი – ადამიანური კონტაქტების შემცირება (და რა იყო მთავარი მიზანი?). კორონავირუსის ეპიდემია, ამ მძიმე ტენდენციას არსებობის შესანიშნავ მიზეზს აძლევს: გარკვეული სახის ცვეთა, რომელიც თითქოს ურტყამს ადამიანურ ურთიერთობებს. ეს ყველაფერი მახსენებს ბრწყინვალე შედარებას, რომელიც ტექნოლოგიების მეშვეობით რეპროდუქციის წინააღმდეგ მებრძოლ აქტივისტთა ჯგუფის მიერ გავრცელებულ ტექსტში ამოვიკითხე, სათაურით – „მომავლის შიმპანზეები“ (ეს ხალხი ინტერნეტში აღმოვაჩინე; არასდროს მითქვამს, რომ ინტერნეტს მხოლოდ უარყოფითი მხარეები ჰქონდა). ვციტირებ: „ცოტა ხანში, ბავშვების საკუთარი ძალისხმევით, უფასოდ და შემთხვევით გაკეთება, ისეთივე უჩვეულო მოვლენად მოგვეჩვენება, როგორც ავტოსტოპი ინტერნეტ პლატფორმის გარეშე“. მანქანის გაზიარება, ბინების ერთობლივი დაქირავება, ჩვენ ის უტოპიები გვაქვს, რომელსაც ვიმსახურებთ, მოკლედ, გავიარეთ.

ასევე მცდარი იქნება იმის მტკიცება, რომ თითქოს ხელახლა აღმოვაჩინეთ ტრაგედიის, სიკვდილის, წარმავლობისა თუ სხვა ცნებები. უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, ჩვენში სიკვდილის რაც შეიძლება მეტად დამალვის ტენდენციაა გამეფებული, რასაც კარგად აღწერს ფილიპ არიე; და მართლაც, არასდროს ყოფილა სიკვდილი ისეთი მოკრძალებული, როგორც ბოლო კვირების განმავლობაში. ადამიანები იღუპებიან მარტო, საავადმყოფოს პალატებსა თუ მოხუცებულთა სახლებში, და მათ მალევე, ყველასგან საიდუმლოდ, დაპატიჟებული სტუმრების გარეშე ასაფლავებენ (თუ ნარჩენების დაწვის გზით გადაამუშავებენ? ასეთი საქციელი ხომ კიდევ უფრო ჯდება ჩვენი ეპოქის სულისკვეთებაში). ყოველგვარი დამადასტურებელი საბუთის გარეშე გარდაცვლილი ადამიანები, ყოველდღიურად დაღუპულ მსხვერპლთა სტატისტიკას შემატებული უბრალო ერთეულები ხდებიან, და ის სევდა, რომელიც საერთო მაჩვენებლის ზრდასთან ერთად მოსახლეობაში ვრცელდება, უცნაურად აბსტრაქტულია.

ბოლო კვირების განმავლობაში, კიდევ ერთმა რიცხვმა შეიძინა მნიშვნელობა – ავადმყოფების ასაკმა. რა ასაკამდეა მიღებული მათი რეანიმირება და მკურნალობა? 70, 75, 80 წლამდე ? როგორც ჩანს, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ მსოფლიოს რომელ რეგიონში ვცხოვრობთ; ყოველ შემთხვევაში, ასეთი მშვიდი უსირცხვილობით არასდროს გამოგვიხატავს ის ფაქტი, რომ ყველას სიცოცხლე ერთნაირად არ ფასობს; რომ გარკვეული ასაკის შემდეგ (70, 75, 80 წელი?), თითქოს უკვე მკვდრები ვართ.

ყველა ეს ტენდენცია, როგორც უკვე ვთქვი, კორონავირუსამდეც არსებობდა; ისინი მხოლოდ ხელახალი სიცხადით გამოაშკარავდა. იზოლაციის შემდეგ, ჩვენ არ გავიღვიძებთ ახალ სამყაროში; ის ისეთივე იქნება, ცოტათი უარესი.

მიშელ უელბეკი

ტექსტი თარგმნა მებო ნუცუბიძემ

გაზიარება108

დაკავშირებული -პოსტები

ყველა კრიტიკული კერა დასტაბილურებულია და – გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
PVC ტენტი ჰერმეტული მასალაა – ინტერიერის გარდა დაზიანებებს ფასადზეც გამოიწვევს – რა ვითარებაა გელათში
მთავარი

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს. კომიტეტის განცხადებით, ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობების ნაწილი დეზინფორმაციულია და საზოგადოებას გელათის დროებითი გადახურვის, ფრესკების მდგომარეობის, სადრენაჟე...

დაწვრილებითDetails

ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 155 წელი შესრულდა

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 155 წელი შესრულდა
მთავარი

ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 155 წელი შესრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.   „155 წელი შესრულდა დიდი ქართველი კომპოზიტორის, დირიჟორის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან! ზაქარია...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
მთავარი

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.   უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად...

დაწვრილებითDetails

იარაღის მუქარით მოქალაქეებს ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ – დაკავებულია 3 პირი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.   გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან...

დაწვრილებითDetails

ავტომობილი მოიპარეს და შემდეგ ავარიაში მოხვდნენ – რა მოხდა მაგისტრალზე

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ჯგუფის მიერ სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით ორი პირია დაკავებული. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.   უწყების ცნობით, ბრალდებულები თბილისში ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ ავტომობილს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და ნაქურდალი ავტომობილით დასავლეთ საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს ისევ თავს დაესხნენ

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრნენ – ვრცელდება ვიდეოკადრები
მთავარი

ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს ერთ კვირაში უკვე მეორედ დაესხნენ თავს. შემთხვევა ბათუმში, ევროპის მოედანზე, გვიან ღამით მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება.   რამდენიმე დღის წინ კობა ფარტენაძეზე...

დაწვრილებითDetails

სამი ლოცვა, რომელიც მარიამობის მარხვაში უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

მარიამობის მარხვა 14 აგვისტოს იწყება და 28 აგვისტოს მთავრდება. ამ მარხვისა და აგრეთვე, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის დაწესების ზუსტი თარიღი უცნობია. მარიამობის მარხვა მძიმეა, თევზით ხსნილია მხოლოდ ფერიცვალების დღესასწაული, 19 აგვისტო....

დაწვრილებითDetails

16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

ვერძი შეიძლება მოგიწიოს არჩევანის გაკეთება საკუთარ სურვილსა და სხვის მოლოდინებს შორის. ნუ იჩქარებ. ფინანსურად კარგი დღეა დაგეგმვისთვის, მაგრამ არა სპონტანური ხარჯებისთვის. ურთიერთობაში გულწრფელი საუბარი ბევრ რამეს დაალაგებს.   კურო საქმეების...

დაწვრილებითDetails

16 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში - ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის...

დაწვრილებითDetails

რამ შეგაძულათ საკუთარი ხალხი ასე? – რა ხდება რაჭაში

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
რამ შეგაძულათ საკუთარი ხალხი ასე? – რა ხდება რაჭაში
მთავარი

“მოძრაობა რაჭისთვის” პოსტს აქვეყნებს და წერს რომ აქტიურ ტურისტულ სეზონზე  ამბროლაურის საავადმყოფოში რენტგენის აპარატი არ მუშაობს. " - როგორ მოახერხეთ, რომ შუა აგვისტოში, როცა მთელი რაჭა სავსეა, ამბროლაურის საავადმყოფოს რენტგენის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"