,,ადგილზე სიმშვიდეა, აქ ვართ და ველოდებით”-მოკლე გზავნილი საზოგადოებას ფეისბუქპოსტით, რომელიც გოგა აფციაურმა პირად გვერდზე განათავსა.
ოკუპანტების მიერ წახალისებული დეფაქტო ლიდერების ულტიმატუმის ცალკეული ფორმები უცხო არ არის საქართველოსთვის. საქართველოს უძღებ შვილთა თარეში დღემდე გრძელდება და ბედავენ, საქართველოს ულტიმატუმის ენით ესაუბრონ.
ამ დროისთვის ამოწურულია ულტიმატუმის ვადა, რომელიც ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს წამოუყენეს. კერძოდ, საუბარია სოფელ წნელისთან ქართული პოსტის დილის ექვს საათამდე გაუქმებაზე.