იმერეთში, მეშვიდე დღეა, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა
ქუთაისის ინფექციურში კორონავირუსით 6 პაცინეტი რჩება. საავამყოფოში ასევე იმყოფება ერთი პირი, რომელმაც კლინიკას თვითდინებით მიმართა, მას მაღალი ტემპერატურა აღენიშნება და ვირუსზე ტესტირება დღეს ჩაუტარდება.
ასევე ქუთაისის ინფექციური საავამყოფო დატოვა ოთხმა გამოჯანმრთელებულმა, მათ შორის 2 ბავშვია. დღეს კლინიკას კიდევ ერთი პაციენტი გატოვებს, ის ე.წ თერჯოლის კლასტერს მიეკუთვნება.
საქართველოში კორონავირუსი 623 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 288 უკვე გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.










