ულტიმატუმის ვადა დილის 6 საათზე ამოიწურა, რომელიც ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს წამოუყენეს. კერძოდ, საუბარია სოფელ წნელისთან ქართული პოსტის გაუქმებაზე.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, საუკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანასთან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოსსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ანთაძე და საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახა ქემოკლიძე იმყოფებიან.
როგორც ლაშა დარსალიამ აღნიშნა, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ პარტნიორებთან, საერთაშორისო საზოგადოებასთან, მიმდინარეობს მათი ინფორმირება, რათა არ მოხდეს ვითარების ესკალაცია.