LIVE TV
სამშაბათი, თებერვალი 24, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

გახსნის შემდგომი ეტაპი, ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას – გიორგი გახარია

დაპოსტა 2020/05/07-ში
57
ნახვა
გაზიარება

მინდა თითოეულ ბიზნესოპერატორს და კომპანიას მოვუწოდო, გახსნის ის შემდგომი ეტაპი, რომელსაც დღეს გამოვაცხადებთ, ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს მათი მხრიდან კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ოპერირების წესებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, დღეს დაანონსებული ყველა ეკონომიკური აქტივობის გახსნა ითვალისწინებს ბიზნესექტორის მიერ ჯანდაცვის სამინისტროსა და მთავრობის მიერ შემუშავებული წესების სრული პასუხისმგებლობით შესრულებას. როგორც გახარიამ აღნიშნა, შემოსავლების სამსახურმა ბიზნესოპერატორებს დღეს შეტყობინება დაუგზავნა იმის თაობაზე, თუ სად შეძლებენ ისინი ამ წესების შესახებ ინფორმაციის მოძიებას.

„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ გარკვეული ნაბიჯები უფრო სწრაფად გადავდგათ. ეს მხოლოდ და მხოლოდ ზრდის თითოეული ჩვენგანის, ბიზნესოპერატორების და პირველ რიგში, ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების პასუხისმგებლობას. ჯანდაცვის სექტორის ხარისხიანი მუშაობა მაშინ, როცა ჩვენ ვიწყებთ შეზღუდვების შემსუბუქებას და ეკონომიკის ეტაპობრივ გახსნას, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

იმის მიუხედავად, რომ ვიბრძვით ორ ფრონტზე – ჯანმრთელობის, სიცოცხლის და ეკონომიკის ფრონტებზე – დღეს ეკონომიკა არის პრიორიტეტის ნომერი 1. ეს არის შემოსავალი თითოეული ჩვენი მოქალაქის ოჯახში და აქ ყველანი ვალდებულები ვართ, რომ კიდევ უფრო ეფექტურები ვიყოთ. ამ თვალსაზრისით, მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, რომ დავიცვათ ის ელემენტარული წესები, რომლებიც ვირუსმა ჩვენს ცხოვრებაში შემოიტანა: სოციალური დისტანცია, პირბადე, ჰიგიენის ელემენტარული ნორმები – ამ წესების მკაცრი დაცვა მოგვცემს საშუალებას, კიდევ უფრო სწრაფად და ეფექტურად გავხსნათ ეკონომიკა და ვიყოთ უფრო კონკურენტუნარიანები გლობალურ კონკურენციაში, რომელიც მოგვიწევს როგორც იმ ბძრძოლაში, რომელიც სულ ახლო პერიოდში დაიწყება ტურიზმისთვის, ისე ეკონომიკის განვითარების თითოეულ სექტორში.

მინდა თითოეულ ბიზნესოპერატორს და კომპანიას მოვუწოდო, გახსნის ის შემდგომი ეტაპი, რომელსაც დღეს გამოვაცხადებთ, ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს მათი მხრიდან კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ოპერირების წესებთან დაკავშირებით.

დღეს, ჩვენი დავალებით, შემოსავლების სამსახურმა თითოეულ ბიზნესოპერატორს და კომპანიას გაუგზავნა შეტყობინება, სად შეიძლება მოიძიონ მათ ის წესები, რაც შემუშავებულია თითოეული სექტორისთვისა, როგორიცაა ვაჭრობა, წარმოება, სხვადასხვა სახის მომსახურება. ეს წესები უკვე არსებობს ჯანდაცვის სამინისტროში, ყველა სახის პროტოკოლი უკვე შედგენილია და ყველა იმ ეკონომიკური ატქივობის გახსნა, რომელსაც დღეს დავაანონსებთ, ითვალისწინებს იმ ახალი წესების სრული პასუხისმგებლობით შესრულებას, რომელიც დაწესებულია ჯანდაცვის სამინისტროსა და მთავრობის მიერ,“ – განაცხადა გახარიამ.

გაზიარება23

დაკავშირებული -პოსტები

ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები საქართველოში – მთავრობამ შრომის ბაზრის კვლევა ჩაატარა

თებერვალი 24, 2026
21
მთავარი

საქართველოს მთავრობა შრომის ბაზრის ანალიზის პრეზენტაციას მართავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრეზენტაციისას განაცხადა, კვლევა საკმაოდ მასშტაბური იყო, რომლის ფარგლებშიც 12 500 საწარმო გამოიკითხა. მისივე თქმით, აქედან 470 იყო მსხვილი საწარმო,...

დაწვრილებითDetails

დიდმა ბრიტანეთმა „რუსული დეზინფორმაციის გავრცელების“ მიზეზით, „იმედი“ და „POSTV“ დაასანქცირა

თებერვალი 24, 2026
18
მთავარი

დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს. დიდი ბრიტანეთს მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში...

დაწვრილებითDetails

აჭარასა და ქვემო ქართლში ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა

თებერვალი 23, 2026
87
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის და ქვემო ქართლის დეპარტამენტების ინსპექტორებმა, ჩატარებული მოკვლევის შედეგად, მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველების არალეგალური სასაკლაოები აღმოაჩინეს. ფიზიკური პირი ზ. ბ. აჭარისა და გურიის რეგიონების სოფლებში ყიდულობდა მსხვილფეხა...

დაწვრილებითDetails

რუსთავში IV-V საუკუნეების სამარხები აღმოაჩინეს

თებერვალი 23, 2026
118
მთავარი

რუსთავის მერიის ინფორმაციით, სანაპიროს ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში, წინასწარი მონაცემებით, IV-V საუკუნეების სამარხები აღმოაჩინეს. როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ, რუსთავის ისტორიულმა მუზეუმმა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უკვე მოაწოდა ინფორმაცია და...

დაწვრილებითDetails

მსოფლიოში არ არსებობს მოზაიკა, სადაც 11 ფერზე მეტი იყოს გამოყენებული – რა ხდება გელათში

თებერვალი 23, 2026
182
მთავარი

გელათის ღვთისმშობლის სახელობის ცენტრალური ტაძარი ერთიანი გადახურვის კონსტრუქციის ქვეშ არის მოქცეული. საერთაშორისო ორგანიზაციები და მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტები 2023 წლიდან გელათში მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესს დადებითად აფასებენ და ზოგიერთი მიმართულებით მისაბაძსაც უწოდებენ....

დაწვრილებითDetails

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში სასწრაფო დახმარების სერვისმა „ვიან კარდიო-ნეირო“  დაიწყო მუშაობა 

თებერვალი 23, 2026
104
მთავარი

ამერიკის საერთაშორისო კომისიის (AACI) მიერ აკრედიტებულ დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, ფუნქციონირება დაიწყო სპეციალურად აღჭურვილმა სასწრაფო დახმარების სერვისმა - ვიან კარდიო-ნეირო, რომელიც განკუთვნილია გადაუდებელი კარდიოლოგიური და ნევროლოგიური პაციენტებისთვის. სერვისი ამ ეტაპზე...

დაწვრილებითDetails

ავტოავარიებს ყველაზე მეტი ადამიანი იმერეთში ემსხვერპლა

თებერვალი 23, 2026
283
მთავარი

ბოლო 10 წელიწადში, 2015-2025 წლებში, საქართველოს გზებზე ავარიებისას 5 324 ადამიანი მოკვდა. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება აქვეყნებს". მხოლოდ 2025 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 469 ადამიანი ემსხვერპლა - მათგან 28 ბავშვი და...

დაწვრილებითDetails

აღმოჩენილია კუსტარული ნარკოლაბორატორია, ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის განკუთვნილი 3 სათბური

თებერვალი 23, 2026
189
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 28 კილოგრამამდე „მეთადონი“ ამოიღეს. როგორც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ბუხრაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს არის ყველაზე დიდი რაოდენობის „მეთადონი", რაც პოლიციას აქამდე ამოუღია.  ...

დაწვრილებითDetails

საწარმოში მომხდარი შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა

თებერვალი 23, 2026
1.2k
მთავარი

ბათუმში ერთ-ერთ საწარმოში მომხდარი შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა  -  ინფორმაციას აჭარა თაიმსი ავრცელებს და წერს, რომ ახალგაზრდა კაცს სამუშაოების შესრულების დროს, სავარაუდოდ, თავში მინა დაეცა, მიღებული დაზიანებების შედეგად კი...

დაწვრილებითDetails

23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა

თებერვალი 23, 2026
54
მთავარი

1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა საპატივსაცემოდ, 23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის თებერვლის ხუთდღიან ბრძოლებში თბილისის...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».