მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული 90 ათასზე მეტი ადამიანია ინფირცირებული, – ამის შესახებ Reuters- წერს.
გამოცემა ექთანთა საერთაშორისო საბჭოს (ICN) მონაცემებს ეყრდნობა. როგორც გაერთიანებაში აცხადებენ, სამედიცინო პერსონალის ინფიცირების შემთხვევათა უმეტესობა კლინიკებში დამცავი აღჭურვილობის დეფიციტითაა გამოწვეული. საბჭოს ცნობით, უკვე გარდაცვლილია 260-ზე მეტი ექთანი.
COVID19-ის ეპიდემიის დაწყების შემდეგ მსოფლიოში კორონავირუსი 3 663 824 ადამიანს დაუდასტურდა.
მსოფლიო მასშტაბით ახალი კორონავირუსით დაღუპულების რაოდენობა 257 000-ს გადაცდა. დღემდე ვირუსს 257 277 ადამიანი ემსხვერპლა.
სტატისტიკის თანახმად, იზრდება გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფორმაციით, COVID19-ისგან მსოფლიოში 1 199 257 ადამიანი გამოჯანმრთელდა.









