ის რომ, მედიის, მოქალაქეებისა და სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ამაზე ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მოგვარებული რამდენიმე საკითხიც მიუთითებს.
ეს ნიკეას პირველი შესახვევია. უფრო სწორად იყო. გზა ამ ეტაპზე აღდგენილია.
“მეგა ტვ”-მა პრობლემა რამდენჯერმე გააშუქა, საკუთარი გულისტკვილი არსებული მგომარეობის გამო კამერასთან ადგილობრივებმაც რამდენჯერმე მწვავედ დააფიქსირეს. მერიის სასარგებლოდ უნდა ითქვას რომ, საკითხი უყურადღებოდ არ დარჩა და ნიკეას პირველ შესახვევში ადამიანებს გადაადგილებისას წვიმაში – ტალახი, ხოლო მზეში – მტვერი აღარ მიყვებათ სახლში.









