საქართველოში შესაძლოა სტომატოლოგიური მომსახურების ღირებულება გაიზარდოს. ინფორმაციას სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი ავრცელებს.
ქეთევან გოგილაშვილი მიზეზად ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მარაგს ასახელებს, რომელიც მისივე თქმით, საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენად გაძვირდება მომსახურება, ასოციაციის ინფორმაციით, ამისთვის საჭიროა ექსპერტთა საბჭოს შეკრება.
“თვითონ სტომატოლოგიური მომსახურება ინფექციების გავრცელების მხრივ მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, სტომატოლოგიური პროცედურების სპეციფიური, თავისებური მახასიათებლების გამო, რომელიც აეროზოლების და წვეთების გამოყოფას გულისხმობს.
ამიტომ სტომატოლოგიაში არსებობს ისეთი მიმართულებები, რომელიც მეტნაკლებად, ზოგი ნაკლებად აეროზოლურია, ზოგი მეტად და აქედან გამომდინარე დამატებითი ინდივიადუალური დაცვის საშუალებებით გაძლიერება არის აუცილებელი, ანუ დამატებითი საშუალებების გამოყენება, რომელიც დღეს არის ძალიან ძვირი,” – განაცხადა ქეთევან გოგილაშვილმა.
RUSTAVI2.GE










