ველოსიპედით მოსარგებლე ბავშვი, რომელსაც ქუთაისში ავტომობილი დაეჯახა, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ინფორმაციას ქუთაისის სასწრაფო დახმარების ცენტრში ადასტურებენ.
ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე საათის წინ ნიკეას ქუჩაზე მოხდა. ველოსიპედით მოსარგებლე ბავშვს მაღალი სიჩქარით მიმავალი ავტომობილი დაეჯახა.
“ფაქტობრივად არცერთი კიდური საღი არ აქვს. საცოდაობა დატრიალდა. ბავშვი რთული სათქმელია, მაგრამ მთლიანად დეფორმირებულია. უმძიმეს მდგომარეობაში ის ინტერვენციულ საავადმყოფოში გადაიყვანეს,”- ამბობდა თვითმხილველი.










