“მთელი ქვეყნის ეკონომიკა ძირითადად ჩამოკიდებული იყო ტურიზმზე და ემიგრანტების შრომაზე, იქიდან გამოგაზავნილ ტრანზაქციაზე, რომელიც შველოდა ლარს გამყარებაში და ვხედავთ რომ პანდემიამ სწორედ ამ კუთხეს დაარტყა.
ლარი მიუბმულია ხელოვნური სუნთქვის აპარატზე და ის დახმარებები რომლებიც სახელწიფომ გამოყო, კარგი იქნება თუ ადგილობრივი პროდუქტის შეძენაზე დაიხარჯება, რათა დავეხმაროთ ადგილობრივ ეკონომიკასა და საწარმოებს.
თვითდასაქმებულებზე დახმარებებს მთავრობა არასწორი კუთხით მიუდგა, იმიტომ რომ ეს საქართველოში იგივე რაც თვითგადარჩენა. ადამიანს, რომელსაც ეხერხება ხელობა, ჰქონდა გარკვეული საბოსტნე ნაკვეთი არიან თვითდასაქმებულები და მათ მთავრობა დოკუმენტების წარმოდეგანს სთხოვს, რომელსაც ისინი ვერ წარმოადგენენ. ისინი საქონელს აბარებდნენ ვაჭრებს და ეს მოგება წავა ვაჭრებთან, რომლებიც იდგნენ დახლებთან, ხოლო ეს ხალხი, რომელიც არც თუ ისე მცირეა ფაქტიურად რჩება დახმარების გარეშე.”
მთავარის სპეციალური გამოშვების ეთერში ეს განცხადებები ეკონომიკის ექსპერტმა ნიკოლოზ შენგელია გააკეთა.









