LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
5 მაისიდან ყველა ასტროლოგიური ნიშნის ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება

5 მაისიდან ყველა ასტროლოგიური ნიშნის ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება

დაპოსტა 2020/04/30-ში
A A
7.3k
ნახვა
გაზიარება
5 მა­ისს მთვა­რის კარ­მუ­ლი კვან­ძე­ბი (მას რახუ-ქე­თუ­საც ეძა­ხი­ან), აღ­მა­ვა­ლი-დაღ­მა­ვა­ლი, მდე­ბა­რე­ო­ბას იც­ვლი­ან და ტყუ­პი-მშვილ­დოს­ნის ღერძზე გან­ლად­გე­ბი­ან, სა­დაც 2022 წლის 18 ნო­ემ­ბრამ­დე დარ­ჩე­ბი­ან. რახუ-ქეთუ არ არი­ან პლა­ნე­ტე­ბი, ისი­ნი ფიქ­ტი­უ­რი წერ­ტი­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა აქვთ ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ზე და ახ­ლაც გვინ­და თუ არა, ყუ­რა­დღე­ბის ფო­კუ­სი უნდა მი­ვა­პყროთ ტყუ­პი-მშვილ­დოს­ნის თე­მებს.

5 მა­ი­სამ­დე კარ­მუ­ლი კვან­ძე­ბი იყ­ვნენ გან­ლა­გე­ბუ­ლე­ბი კარ­დი­ნა­ლუ­რი ნიშ­ნე­ბის კირჩხი­ბი-თხის რქის ღერძზე. ახლა გა­დას­ვლა ხდე­ბა მუ­ტა­ბე­ლურ (ცვა­ლე­ბა­დი) ნიშ­ნებ­ზე. ტყუ­პი-მშვილ­დოს­ნი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე, კონ­ტაქ­ტუ­რო­ბა­ზე, კო­მუნ­კა­ცი­ა­ზე, სწავ­ლა­ზე, სა­ზღვრე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა­ზე. უნდა შევ­ძლოთ სწრა­ფად და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად ადაპ­ტი­რე­ბა ახალ გა­რე­მო­ში. გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა ემიგ­რა­ცი­ის, სწავ­ლის, სა­მეც­ნი­ე­რო, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­კი­თხე­ბი. შე­იც­ვლე­ბა სამ­ყა­როს ცხოვ­რე­ბა, ნუ გა­ჯი­უტ­დე­ბით და ნუ შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბით ცვლი­ლე­ბებს, ნუ გა­უშ­ვებთ შანსს ხე­ლი­დან. ცოტა გა­უ­ჭირ­დე­ბათ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც შეჩ­ვე­უ­ლე­ბი არი­ან წე­სებს, ვინც წარ­სულ­საა ჩა­ჭი­დე­ბუ­ლი და არ სურს გან­ვი­თა­რე­ბა, სი­ახ­ლე­ებ­თან შე­გუ­ე­ბა და წარ­სულ­თან დამ­შვი­დო­ბე­ბა. ჩვენ აზ­როვ­ნე­ბის ერთი ფორ­მი­დან მე­ო­რე­ზე უნდა გა­და­ვი­დეთ.

ცვლი­ლე­ბებს, რა თქმა უნდა, პირ­ველ რიგ­ში ტყუ­პი და მშვილ­დო­სა­ნი იგ­რძნო­ბენ. იმი­სათ­ვის, რომ უკეთ მიხ­ვდეთ რა ცვლი­ლე­ბებ­ზეა სა­უ­ბა­რი და რა მო­გე­თხო­ვე­ბათ, გა­იხ­სე­ნეთ პე­რი­ო­დი 2001 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან 2003 წლის აპ­რი­ლამ­დე, ტყუ­პი-მშვილ­დოს­ნის აღ­მა­ვა­ლი-დაღ­მა­ვა­ლი მა­ში­ნაც ამ პო­ზი­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. აუ­ცი­ლე­ბე­ლი არაა ყვე­ლა­ფე­რი იდენ­ტუ­რად გან­მე­ორ­დეს, მაგ­რამ სფე­რო­ე­ბი­სად­მი ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. ახლა კი ვნა­ხოთ, რა გე­ლით ზო­დი­ა­ქის ნიშ­ნის მი­ხედ­ვით:

  • ვერ­ძი

თქვენ­თვის აქ­ტი­ურ­დე­ბა თე­მე­ბი: ინ­ფორ­მა­ცია, დო­კუ­მენ­ტე­ბი, სწავ­ლა, მი­მოს­ვლა (მივ­ლი­ნე­ბა). კარ­გია ახა­ლი ცოდ­ნის მი­ღე­ბა, ჩა­ე­წე­რეთ ახალ კურ­სებ­ზე (უცხო ენე­ბი, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი). შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი მე­გობ­რე­ბი, მე­ზობ­ლე­ბი გა­ი­ჩი­ნოთ. გახ­შირ­დე­ბა კონ­ტაქ­ტე­ბი და-ძმებ­თან. აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­დე­ბა პი­რა­დი ტრან­სპორ­ტის თე­მე­ბი. შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ძი­ნოთ ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი ან აი­ღოთ მარ­თვის მოწ­მო­ბა. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს საქ­მი­ა­ნო­ბა ან სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ემ­გზავ­როს სა­მუ­შა­ოდ.

  • კურო

უნდა გა­და­ხე­დოთ ფი­ნან­სებ­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბებს. მე­ტად უნდა და­ა­ფა­სოთ სა­კუ­თა­რი თავი, თქვე­ნი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა. გექ­ნე­ბათ სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, როცა დარ­წმუნ­დე­ბით, რომ უფრო მეტი ღირ­ხართ, ვიდ­რე გე­გო­ნათ. თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­როს­თა­ნაა კავ­შირ­ში, შე­იძ­ლე­ბა თქვე­ნი საქ­მე, ხე­ლო­ბა უფრო მე­ტად და­ა­ფა­სოთ, გა­აძ­ვი­როთ მომ­სა­ხუ­რე­ბა. თუ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ხართ, შე­გიძ­ლი­ათ ხელ­ფა­სის მო­მა­ტე­ბა მო­ი­თხო­ვოთ. თუ აქამ­დე ფი­ნან­სუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი არ იყა­ვით, ახლა მო­გე­ცე­მათ შან­სი. შე­იძ­ლე­ბა ფული მი­ი­ღოთ მე­უღ­ლის­გა­ნაც, მშობ­ლე­ბის­გან, ნა­თე­სა­ვე­ბის­გან. ამ პე­რი­ოდ­ში და­აბ­რუ­ნებთ ვა­ლებ­საც. ზოგ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა დრო­ზე ადრე და­ხუ­როთ კრე­დი­ტი. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ მემ­კვიდ­რე­ო­ბა.

  • ტყუ­პი

ტრანსფორ­მა­ცია და ცვლი­ლე­ბა გე­ლით ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­რო­ში (საქ­მი­ა­ნო­ბა, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი). თა­მა­მი და მზად ხართ ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის. გა­და­ა­ფა­სეთ ის სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, რაც ახლა გაქვთ. თუ არ­სე­ბუ­ლი პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა არ გაკ­მა­ყო­ფი­ლებთ, დროა და­ფიქ­რდეთ, რას გაძ­ლევთ ის, რა უნდა შეც­ვა­ლოთ, რის­კენ უნდა გან­ვი­თარ­დეთ. და შე­იძ­ლე­ბა ან კარ­დი­ნა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბა დაგ­ჭირ­დეთ ურ­თი­ერ­თო­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად, ან და­შორ­დეთ ადა­მი­ანს. თუ პარტნი­ო­რი არ გყავთ, ამ პე­რი­ოდ­ში აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ გა­რეგ­ნო­ბის, იმი­ჯის შეც­ვლა. სა­ერ­თოდ, ეცა­დეთ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას თქვე­ნი თავი სა­უ­კე­თე­სოდ წა­რუდ­გი­ნოთ.

  • კირჩხი­ბი

მე­ტად მო­გინ­დე­ბათ სიმ­შვი­დე, გან­მარ­ტო­ე­ბა, სა­კუ­თარ თავ­ში გარ­კვე­ვა. დრო უნდა და­უთ­მოთ სა­კუ­თარ თავს, გა­იც­ნოთ თქვე­ნი ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო. მო­გინ­დე­ბათ გან­ვი­თარ­დეთ სუ­ლი­ე­რად და სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მათ შე­ის­წავ­ლოთ ენერ­გე­ტი­კუ­ლი პრაქ­ტი­კე­ბი, რე­ი­კი, ცი­გუ­ნი, ას­ტრო­ლო­გია. აგ­რეთ­ვე, ცვლი­ლე­ბე­ბი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას­თან, მაგ­რამ ტრა­დი­ცი­ულ მკურ­ნა­ლო­ბას კი არა რეტ­რიტს, სა­ნა­ტო­რი­უმს, კუნ­ძულს ან მე­გა­პო­ლი­სი­დან მო­შო­რე­ბულ და­სას­ვე­ნე­ბელ სახ­ლს ან გან­მარ­ტო­ე­ბულ ად­გილს ამ­ჯო­ბი­ნებთ. მომ­დევ­ნო 18 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სიმ­შვი­დე და გან­მარ­ტო­ე­ბა თქვენ­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გახ­დე­ბა. ზო­გი­ერ­თი მუ­შა­ო­ბა­საც დის­ტან­ცი­უ­რად შეძ­ლებს – ცალ­კე კა­ბი­ნეტ­ში ან სახ­ლი­დან. ან შე­იძ­ლე­ბა შე­გეც­ვა­ლოთ მუ­შა­ო­ბის გრა­ფი­კი ან სამ­სა­ხუ­რი. ზო­გი­ერ­თი ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლის ყიდ­ვას გა­და­წყვეტს. ზო­გი­ერ­თი კი მიზ­ნად და­ი­სა­ხავს გა­თა­ვი­სუფ­ლდეს მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან და და­ი­წყოს ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სით ცხოვ­რე­ბა. მე­ტად იზ­რუ­ნეთ სა­კუ­თარ თავ­ზე, სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დის მო­პო­ვე­ბა­სა და მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე.

  • ლომი

მო­ი­მა­ტებს თქვე­ნი პო­პუ­ლა­რუ­ლო­ბა, მე­ტად უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეთ სო­ცი­ა­ლუ­რად. ამ 18 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში თქვენ მი­ი­ღებთ ჯილ­დოს წარ­სულ­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის­თვის. შე­იძ­ლე­ბა და­წი­ნა­ურ­დეთ, მი­ი­ღოთ ფუ­ლა­დი პრე­მია. მო­ი­პო­ვებთ წარ­მა­ტე­ბას, ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა კონ­კურ­სებ­შიც მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და გა­ი­მარ­ჯვოს. მო­ი­მა­ტებს თქვე­ნი პო­პუ­ლა­რო­ბა იმ ჯგუფ­ში, სა­დაც ტრი­ა­ლებთ ან სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში. გა­ი­ჩენთ ახალ მე­გობ­რებს, გა­წევ­რდე­ბით ახალ ჯგუ­ფებ­ში. შე­იძ­ლე­ბა რა­ღა­ცის სწავ­ლა და­ი­წყოთ ჯგუ­ფუ­რად ან თა­ვად და­ი­წყოთ ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. შან­სი მო­გე­ცე­მათ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ ონ­ლა­ინ პრო­ექ­ტე­ბი, პიარ და სა­რეკ­ლა­მო აქ­ცი­ე­ბი და ეს ყვე­ლა­ფე­რი ინ­ტერ­ნე­ტით, სო­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბით. ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლით პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში, ჰო­ბი­ში. შე­იძ­ლე­ბა შე­გეც­ვა­ლოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იმ ადა­მი­ა­ნის მი­მართ, ვინც გიყ­ვარ­დათ. ან ტრანსფორ­მა­ცია გა­ნი­ცა­დოს ურ­თი­ერ­თო­ბამ და თუ შეხ­ვედ­რე­ბის დო­ნე­ზე იყო, ახლა ერ­თად გა­და­წყვი­ტოთ ცხოვ­რე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რი გა­მო­გიჩ­ნდეთ. ლო­მე­ბის ოჯახ­ში ახა­ლი ბავ­შვე­ბი გაჩ­ნდე­ბი­ან, – შვი­ლი ან შვი­ლიშ­ვი­ლი, დის ან ძმის შვი­ლი. ან შე­იძ­ლე­ბა და­ქორ­წინ­დეთ ისეთ ადა­მი­ან­ზე, ვი­საც უკვე ჰყავს შვი­ლი.

  • ქალ­წუ­ლი

პირ­ველ ად­გილ­ზე და­ა­ყე­ნეთ კა­რი­ე­რა, მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა, სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბა. სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მათ და­წი­ნა­ურ­დეთ, მი­ი­ღოთ ახა­ლი სამ­სა­ხუ­რი, მა­ღა­ლი ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბა. ქალ­წუ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა შე­იძ­ლე­ბა და­ქორ­წინ­დეს, სტა­ტუ­სის შეც­ვლა ამა­საც გუ­ლის­ხმობს. ამ პე­რი­ოდ­ში გა­მარ­ჯვე­ბას მი­ი­ღებთ იმ სფე­რო­ში, რომ­ლის­კე­ნაც ის­წრაფ­ვით. გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ მიზ­ნებს, აის­რუ­ლებთ კა­რი­ე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სურ­ვი­ლებს. შე­იძ­ლე­ბა მო­გე­მა­ტოთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა რა­ღა­ცის ან ვი­ღა­ცის მი­მართ. ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლით სახ­ლში, უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. შე­იძ­ლე­ბა გა­ყი­დოთ ერთი ბინა და იყი­დოთ მე­ო­რე. შე­იძ­ლე­ბა და­ქორ­წინ­დეთ და ახალ ბი­ნა­ში გა­დახ­ვი­დეთ სა­ცხოვ­რებ­ლად. გე­ყო­ლოთ შვი­ლი ან უფ­როს­მა შვი­ლებ­მა და­ტო­ვონ თქვე­ნი ბინა. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოს სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა ან ბი­ნის კა­პი­ტა­ლუ­რი რე­მონ­ტი. ეცა­დეთ, სამ­სა­ხუ­რი­სა და კა­რი­ე­რის გამო არ მო­წყდეთ ოჯახს. ზო­გი­ერთს კი სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბის გამო სხვა ქა­ლაქ­ში ან ქვე­ყა­ნა­ში მო­უ­წევს გა­დას­ვლა.

  • სას­წო­რი

ბევ­რი ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ. გან­სა­კუთ­რე­ბით იუ­რი­დი­ულ სფე­რო­ში, სწავ­ლის (უცხო ენის, ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვის) და­წყე­ბის ან პე­და­გო­გი­კის (ლექ­ცი­ე­ბის წა­კი­თხვის) სა­კი­თხებ­ში. ყვე­ლა ის სფე­რო, რაც უცხო­ეთ­თა­ნაა კავ­შირ­ში, წარ­მა­ტე­ბას მო­გი­ტანთ. შან­სი მო­გე­ცე­მათ ან იმოგ­ზა­უ­როთ სა­ზღვარ­გა­რეთ, ან უცხო­ელ პარტნი­ო­რებ­თან აა­წყოთ საქ­მე, ან სუ­ლაც უცხო­ელ­ზე და­ქორ­წინ­დეთ (სხვა კულ­ტუ­რის, რე­ლი­გი­ის მქო­ნე ადა­მი­ან­ზე). შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­გე­ცე­მათ ის­წავ­ლოთ სა­ზღვარ­გა­რეთ. შე­იძ­ლე­ბა შე­გეც­ვა­ლოთ მე­გობ­რე­ბის, გარ­შე­მო მყო­ფე­ბის წრე. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში შემ­ცირ­დე­ბა კავ­ში­რი მე­გობ­რებ­თან, და-ძმებ­თან. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს ან შე­ი­ძი­ნოს ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი.

  • მო­რი­ე­ლი

ეს პე­რი­ო­დი ცვლი­ლე­ბებს მო­გი­ტანთ ფი­ნან­სურ სფე­რო­ში. შე­იძ­ლე­ბა შე­გეც­ვა­ლოთ ფუ­ლის წყა­რო. ან სუ­ლაც შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოთ სამ­სა­ხუ­რი ან და­ი­წყოთ კერ­ძო ბიზ­ნე­სი. აგ­რეთ­ვე, სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მათ, პი­რა­დი სარ­გებ­ლო­ბის­თვის (ბიზ­ნე­სის და­წყე­ბა, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ყიდ­ვის ან სწავ­ლა) მი­ი­ღოთ კრე­დი­ტი, მემ­კვიდ­რე­ო­ბა, დახ­მა­რე­ბა ნა­თე­სა­ვე­ბის­გან, მე­უღ­ლის­გან ან გა­ი­ჩი­ნოთ სპონ­სო­რი; ეს შე­იძ­ლე­ბა მი­უ­თი­თებ­დეს პენ­სი­ის აღე­ბა­საც და სტი­პენ­დი­ის, ალი­მენ­ტის მი­ღე­ბა­საც. ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა მდი­დარ ადა­მი­ან­ზე გა­თხოვ­დეს და პარტნი­ო­რის ფუ­ლე­ბის გან­კარ­გვა და­ი­წყოს. კარ­გი პე­რი­ო­დია კრე­დი­ტის ასა­ღე­ბა­დაც და იმის სა­შუ­ა­ლე­ბაც გექ­ნე­ბათ, რომ წარ­სულ­ში აღე­ბუ­ლი ახლა და­ხუ­როთ.

  • მშვილ­დო­სა­ნი

ამ 18 თვე­ში ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­დე­ბა პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, – ეს ეხე­ბა რო­გორც საქ­მი­ან, ისე სა­სიყ­ვა­რუ­ლოს. გა­და­ხე­დავთ და გა­და­ა­ფა­სებთ ზო­გი­ერთ კავ­შირს. ზო­გი­ერთს მო­გინ­დეთ, სა­კუ­თარ როლ­ში უკეთ გარ­კვე­ვა, ცვლი­ლე­ბე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ეს კავ­ში­რი სი­ა­მოვ­ნე­ბას და სი­ხა­რულს აღარ გა­ნი­ჭებთ. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში ისე, რო­გორც ადრე იყო, აღარ იქ­ნე­ბა, რად­გან რა­ღა­ცებ­ზე თვა­ლე­ბის და­ხუჭ­ვა აღარ მო­გინ­დე­ბათ, მო­გინ­დე­ბათ საქ­მე­ე­ბის, ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­კვე­ვა პარტნი­ორ­თან. ან გა­წყვი­ტავთ კავ­შირს, ან თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა გან­ვი­თა­რე­ბის სხვა დო­ნე­ზე გა­და­ვა. თუ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ჯერ სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რი არ გყავთ, ამ პე­რი­ოდ­ში აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ და ეს იქ­ნე­ბა თქვე­ნი კარ­მუ­ლი პარტნი­ო­რი (სიყ­ვა­რუ­ლი პირ­ვე­ლი ნახ­ვით). ზო­გი­ერთს ელის გან­ქორ­წი­ნე­ბა, ზოგს – და­ქორ­წი­ნე­ბა, ზოგს კი ორი­ვე ერ­თად. ახა­ლი ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რი და­გეხ­მა­რე­ბათ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ თქვე­ნი იდეა. თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია კლი­ენ­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბას­თან, შე­იძ­ლე­ბა გა­გიჩ­ნდეთ ახ­ლე­ბი. შე­იძ­ლე­ბა შე­გეც­ვა­ლოთ იმი­ჯი, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­კუ­თარ თავ­თან. მე­ტად იზ­რუ­ნებთ და და­ა­ფა­სებთ სა­კუ­თარ თავს.

  • თხის რქა

თქვე­ნი მთვა­რი საზ­რუ­ნა­ვი იქ­ნე­ბა: სამ­სა­ხუ­რი და ჯან­მრთე­ლო­ბა; ყო­ველ­დღი­უ­რი გრა­ფი­კი და რუ­ტი­ნა. კარ­მუ­ლი კვან­ძე­ბის გა­და­ა­დი­ლე­ბა მო­გი­ტანთ ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­სა და პერ­სპექ­ტი­ვებს კა­რი­ე­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, – ახალ თა­ნამ­დე­ბო­ბას ან სამ­სა­ხურს. ან და­კავ­დე­ბით სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სით. სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მათ, გა­ის­ტუმ­როთ ვა­ლე­ბი, და­ხუ­როთ კრე­დი­ტი, იპო­თე­კა. თუმ­ცა, ვალი შე­იძ­ლე­ბა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კი არა, მო­რა­ლუ­რი იყოს. ეს რაც შე­ე­ხე­ბო­და თქვენს აღ­მა­ვალს, მაგ­რამ დაღ­მა­ვა­ლიც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რო­მე­ლიც მი­გი­თი­თებთ, რომ წერ­ტი­ლი უნდა და­უს­ვათ რა­ღაც წარ­სულ თე­მებს. თუ გქონ­დათ ფა­რუ­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო კავ­ში­რი (ან სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუ­თხე­დის ერთ-ერთი გმი­რი იყა­ვით) ეს ურ­თი­ერ­თო­ბა ან უნდა დას­რულ­დეს, ან სხვა სა­ფე­ხურ­ზე გა­და­ვი­დეს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოთ ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წე­სის და­წყე­ბას: და­ი­ცა­ვით დღი­სა და ძი­ლის რე­ჟი­მი, იკ­ვე­ბეთ სწო­რად და ჯან­სა­ღად; მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ სუფ­თა ჰა­ერ­ზე და სა­სურ­ვე­ლია, და­ი­წყოთ ვარ­ჯი­ში. გა­თა­ვი­სუფ­ლდით მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან. არ­სე­ბობს შან­სი, რომ გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ იმ და­ა­ვა­დე­ბის­გან, რო­მე­ლიც გზღუ­დავთ.

  • მერ­წყუ­ლი

მომ­დევ­ნო 18 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­მა­ვა­ლი-დაღ­მა­ვა­ლი კვან­ძე­ბი თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში მო­ი­ტა­ნენ ახალ სიყ­ვა­რულს, ახალ პარტნი­ორს, ჰო­ბის, შე­მოქ­მე­დე­ბის ახალ სფე­რო­ებს. მარ­ტო­ხე­ლე­ბი მარ­ტი­ვად შეძ­ლებთ სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სექ­სის ყუ­რა­დღე­ბის მი­პყრო­ბას. შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ჩი­ნოთ ახა­ლი საყ­ვა­რე­ლი. თუ უკვე ხართ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში კავ­ში­რი მე­ტად რო­მან­ტი­კუ­ლი გახ­დე­ბა. მო­გინ­დე­ბათ ერ­თმა­ნე­თის გა­ბედ­ნი­ე­რე­ბა, და­პა­ტი­ჟებთ ერ­თმა­ნეთს პა­ე­მან­ზე. ერთი სი­ტყვით, ჰარ­მო­ნი­უ­ლად გა­ნა­ახ­ლებთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ორ­თან. აგ­რეთ­ვე, ამ პე­რი­ოდ­ში შე­იძ­ლე­ბა შე­გე­ძი­ნოთ შვი­ლი, შვი­ლიშ­ვი­ლი დის ან ძმის შვი­ლი ან და­ი­წყოთ მუ­შა­ო­ბა ბავ­შვებ­თან. ზო­გა­დად, ამ პე­რი­ოდ­ში ბავ­შვე­ბის თემა აქ­ტუ­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა თქვენ­თვის. ზო­გი­ერთს სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მათ ჰობი შე­მო­სავ­ლის წყა­როდ აქ­ცი­ოთ ან გარ­შე­მო მყო­ფებს თქვე­ნი ნიჭი გა­აც­ნოთ. მი­ი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კონ­კურ­სებ­ში. მე­ტად გა­მო­ი­ყე­ნეთ ინ­ტერ­ნე­ტი სა­კუ­თა­რი თვის რე­ა­ლი­ზე­ბის­თვის. შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს თქვე­ნი სა­მე­გობ­რო წრე, გა­ი­ჩი­ნოთ ახა­ლი ინ­ტე­რე­სის მე­გობ­რე­ბი და არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ახალ სა­მე­გობ­რო წრე­ში გა­იც­ნოთ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც თქვე­ნი გული შე­იყ­ვა­რებს.

  • თევ­ზე­ბი

ტყუ­პი-მშვილ­დოს­ნის შემ­დეგ ცვლი­ლე­ბე­ბი თქვენც არა­ნაკ­ლებ გე­ხე­ბათ, რად­გან ქალ­წულ­თან ერ­თად მუ­ტა­ბე­ლუ­რი ჯვრის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ხართ. მომ­დევ­ნო 18 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ყუ­რა­დღე­ბა უნდა გა­ა­მახ­ვლოთ ოჯახ­ზე, სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გილ­ზე. სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მათ შე­ი­ძი­ნოთ ახა­ლი ბინა ან სხვა მი­სა­მარ­თზე გა­დახ­ვი­დეთ სა­ცხოვ­რებ­ლად, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბით. ზოგი აგა­რა­კის ან სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბას, კა­პი­ტა­ლურ რე­მონტს და­ი­წყებს, ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ი­ღოს. ცვლი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა შე­ე­ხოს სამ­სა­ხურ­საც. გა­დახ­ვი­დეთ ახალ ად­გილ­ზე (ქა­ლა­ქი, ქვე­ყა­ნა) ან და­ი­კა­ოთ უფრო მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა დის­ტან­ცი­უ­რად და­ი­წყოს მუ­შა­ო­ბა და არც ისაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ბიზ­ნე­სი სახ­ლი­დან აწარ­მო­ოთ ან სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნეს­ში ჩა­ერ­თოთ. შე­იძ­ლე­ბა შე­გეც­ვა­ლოთ ოჯა­ხის წევ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, და­ქორ­წინ­დეთ (ან გან­ქორ­წინ­დეთ), შე­გე­ძი­ნოთ შვი­ლი ან ქორ­წი­ნე­ბის გამო მო­გი­წი­ოთ სხვა­გან გა­დას­ვლამ.

ambebi.ge

გაზიარება3210

დაკავშირებული -პოსტები

დასახელდნენ ივლისის თვის ყველაზე იღბლიანი და უიღბლო ზოდიაქოს ნიშნები

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

ივლისი ასტროლოგიურად დინამიკური და გარდამავალი პერიოდია — პლანეტური ტრანზიტები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენენ როგორც პირად, ისე პროფესიულ საკითხებზე. ამ თვეში, განსაკუთრებით გამოიკვეთება რამდენიმე იღბლიანი და სიფრთხილის ზონაში მყოფი ზოდიაქოს ნიშანი. იღბლიანი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში არსებულ ვითარებაზე თუ ახლა არ მოვახდენთ რეაგირებას, თანამონაწილეები ვიქნებით – ერიკ-ნილს კროსი

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
საქართველოში არსებულ ვითარებაზე თუ ახლა არ მოვახდენთ რეაგირებას, თანამონაწილეები ვიქნებით – ერიკ-ნილს კროსი
მთავარი

საქართველოში არსებულ ვითარებაზე თუ ახლა არ მოვახდენთ რეაგირებას, თანამონაწილეები ვიქნებით - საქართველო მომდევნო დაპყრობილი ერი გახდება, როგორც ბელარუსია დღეს. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ერიკ-ნილს კროსმა განაცხადა.   მისი...

დაწვრილებითDetails

„ქართული ოცნების“ მეთაურობით მთავრობამ რეპრესიული ზომების სერია დააწესა – პეტრა ბაირი

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
„ქართული ოცნების“ მეთაურობით მთავრობამ რეპრესიული ზომების სერია დააწესა – პეტრა ბაირი
მთავარი

„ქართულმა ოცნებამ“ მრავალი კანონი მიიღო, რომლებიც მიზნად ისახავს მომიტინგეების მიმართ უფრო შემზღუდავი მიდგომის გამოყენებას, - ამის შესახებ ავსტრიის პარლამენტის წევრმა პეტრა ბაირმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ დებატებზე განაცხადა....

დაწვრილებითDetails

საქართველო თავადაა რუსული აგრესიის მსხვერპლი, მაგრამ მხარს არ უჭერს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ტრიბუნალს – ოლექსი გონჩარენკო

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
ქართველი ხალხის იმედი მაქვს, ეს არის ერთადერთი ძალა, რომელსაც სიტუაციის შეცვლა შეუძლია – იმაზე, რაც მომავალ დღეებში მოხდება, ქვეყნის მომავალი იქნება დამოკიდებული, საქართველოს გაუმარჯოს!- ოლექსი გონჩარენკო
მთავარი

საქართველომ ხელი არ მოაწერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნას, ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ოლექსი გონჩარენკომ განაცხადა.   მისი განმარტებით, საქართველო თავადაა რუსული აგრესიის მსხვერპლი, მაგრამ მხარს არ...

დაწვრილებითDetails

საქართველოში რეპრესიებზე პასუხისმგებელ პირებს აქტივები უნდა გავუყინოთ – პერან მუნი

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
საქართველოში რეპრესიებზე პასუხისმგებელ პირებს აქტივები უნდა გავუყინოთ – პერან მუნი
მთავარი

საქართველოში რეპრესიებზე პასუხისმგებელ პირებს აქტივები უნდა გავუყინოთ, დასავლური განათლებისა და ინსტიტუტებისადმი წვდომა შევუზღუდოთ, და საზღვარგარეთ არდადეგების ფუფუნება ჩამოვართვათ. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე პერან მუნმა (დიდი ბრიტანეთი, ლეიბორისტული პარტია)...

დაწვრილებითDetails

პარლამენტში დღეს ირაკლი კობახიძეს მოუსმენენ

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

27 ივნისს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურება - სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე მოხსენებით პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოვა.   კობახიძე სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე ისაუბრებს. პრემიერის ყოველწლიური მოხსენება წერილობითი ფორმით პარლამენტს ივნისის დასაწყისში...

დაწვრილებითDetails

„სოფელში ტრაგედია ტრიალებს…“ – ძველ ხიბულაში ახალგაზრდა ბიჭს გლოვობენ

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
„სოფელში ტრაგედია ტრიალებს…“ – ძველ ხიბულაში ახალგაზრდა ბიჭს გლოვობენ
მთავარი

ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ ძველ ხიბულაში, 27 წლის ახალგაზრდა, გიორგი ქვარაია საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. ადგილობრივების ცნობით, სოფელში საშინელი ტრაგედია ტრიალებს. „ჩვენი გიო, სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა გარდაცვლილი ნახეს. სხვა დეტალები არ...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში ცნობილი ექიმი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სამტრედიაში ცნობილი ექიმი, მეან-გინეკოლოგი, მაია ცანავა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას გარდაცვლილის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ: „თავზარდამცემი ამბავი გავიგეთ... გასკდა გული... ჩვენი მაიკო გარდაიცვალა...“, - წერენ გარდაცვლილის ახლობლები. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვთ

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

27 ივნისს ქუთაისში დღისით +32 და ღამით +16 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან დღეს ვარაუდობენ. ოზურგეთშიც მზიანი ამინდია. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16.   ოზურგეთშიც მზიანი ამინდია. დღისით +30...

დაწვრილებითDetails

27 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი მშვიდი დღეა, გამოიყენეთ ის ჭკვიანურად და ეცადეთ, თქვენს საქმიანობაში მეტი ყურადღება დაუთმოთ ალტერნატიულ ხედვას. ისწავლეთ მოთმინება და ყველაფერი გამოგივათ. კურო ხანდახან, უკან დახევა გაცილებით უფრო მოგებიანია, ვიდრე წინა ხაზზე...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"