მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში დონალდ ტრამპის კრიტიკას გამოეხმაურნენ და კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე განხორციელებული სამუშაოები შეაჯამეს.
ტედროს ადჰარნოს განცხადებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ყველა მოვალეობა ზედმიწევნით შეასრულა მსოფლიო პანდემიის პირობებში, დროულად იმოქმედა და კორონავირუსით მოსალოდნელი საფრთხეები საერთაშორისო თანამეგობრობას დროულად ამცნო.
ასევე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლიუგემ განაცხადა, რომ კორონავირუსი დაუნდობელია და შეზღუდვების გამკაცრება დაანონსა.
„ადრეც ვთქვი და ვიმეორებ – ვირუსი დაუნდობელია. ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, მოთმინებით. მზად უნდა ვიყოთ, შეზღუდვები კვლავ გავამკაცროთ, თუ ამის საჭიროება დადგება“ აღნიშნა ჰანს კლიუგემ.










