LIVE TV
ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

მოხსნილი შეზღუდვები შესაძლოა ხელახლა დაწესდეს

დაპოსტა 2020/04/27-ში
2.4k
ნახვა
გაზიარება

შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკური გახსნის პირველი ეტაპის მიმდინარეობა და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, შესაძლოა, ხელახლა დაწესდეს მოხსნილი შეზღუდვები, ასევე გადაიხედოს ყოველი შემდგომი ეტაპის ამოქმედების ვადა. შესაბამისად, აუცილებელია, ყველამ მკაცრად დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესები და უსაფრთხოების ნორმები, მათ შორის – პირბადეების გამოყენება და სოციალური დისტანცია.

“მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ღონისძიებების შემსუბუქებისა და ეკონომიკის გახსნის პირველი ეტაპი დღეიდან დაიწყო. აღნიშნული ეტაპი გულისხმობს მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით თავისუფალ გადაადგილებას და ტაქსების ოპერირებას.

დღეიდან დაშვებულია ყველა ტიპის ონლაინვაჭრობა – როგორც საბითუმო, ისე საცალო. ასევე, დღეიდან სრულად დაშვებულია მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და საქმიანობას განაგრძობენ ღია ტიპის აგრარული ბაზრებიც.

ყველა შემთხვევაში სავალდებულოა ჯანდაცვის სამინისტროსა და შესაბამისი უწყებების მიერ დადგენილი წესების გათვალისწინება, რომელთა დარღვევა მუშაობის უფლების შეჩერებას გამოიწვევს.

ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული ყველა სხვა შეზღუდვა ძალაში რჩება. მათ შორის, ძალაშია “კომენდანტის საათის” მოქმედება 21:00 საათიდან 06:00 საათამდე.

გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, აკრძალულია თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა. თუმცა, დღეს და ხვალ – 27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია ამ ქალაქებში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა, მხოლოდ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით. ხოლო რეგისტრაციის – იურიდიულ მისამართზე დაბრუნებას მოქალაქეები ნებისმიერ დღეს შეძლებენ.

ამასთან, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ აღნიშნული შეზღუდვები მოიხსნა მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა იმ მუნიციპალიტეტებისა და ადმინისტრაციული ერთეულებისა, სადაც დაწესებულია მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.

სხდომაზე ასევე ისაუბრეს საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილ მიზნობრივ სოციალურ და ეკონომიკურ ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომლის ფარგლებში, თითოეული დარგობრივი სამინისტრო მიმდინარე კვირას დეტალურ პრეზენტაციებს გამართავს. მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, სამინისტროები წარადგენენ გეგმის შესაბამისად გაწერილ კონკრეტულ ღონისძიებებს, რომლის მიხედვითაც დაიწყება ანტიკრიზისული გეგმის პრაქტიკული განხორციელება – მიზნობრივი სოციალური დახმარების გაცემა მოქალაქეებისთვის და ასევე, მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება კერძო სექტორისთვის.

როდის და როგორ მოხდება მიზნობრივი სოციალური დახმარებების გაცემა, ამ თემაზე ამომწურავი ინფორმაცია მოსახლეობას მიმდინარე კვირის განმავლობაში მიეწოდება.

უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განიხილეს კლინიკებში არსებული მდგომარეობა და მათი დატვირთვის დონე, ასევე – თავისუფალი საწოლების რაოდენობა და სამედიცინო პერსონალის მზადყოფნის ხარისხი.

აქტიურად გრძელდება სამედიცინო პერსონალის ტრენინგების ეფექტურობისა და უწყვეტობის კონტროლი და კლინიკების მონიტორინგი პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძის ხელმძღვანელობით. პროცესი მაჟორიტარი დეპუტატებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობით, ჯანდაცვის სამინისტროსა და ოპერაციულ შტაბთან სრულ კოორდინაციაში ხორციელდება.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს სასურსათო და სამედიცინო საშუალებების მარაგების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ სასურსათო მარაგების კუთხით ქვეყანაში პრობლემა არ არსებობს და მისი მუდმივი შევსება შეუფერხებლად ხორციელდება. საქართველოს მასშტაბით აგრარულ ბაზრებზე მიმდინარეობს შრომის უსაფრთხოების წესების დანერგვა. მინისტრის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის საქართველოში რეგისტრირებულია 80 აგრარული ბაზარი, რომელთა უმრავლესობა ჰიგიენური და სანიტარული სტანდარტების დაცვისა და ინფექციის გავრცელების რისკის შემცირების მიზნით შემუშავებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, შესაბამისად, მსგავსი აგრარული ბაზრები ფუნქციონირების გაგრძელებას ვერ შეძლებენ.

მუშაობის გაგრძელების შემთხვევაში, თითოეულ აგრარულ ბაზარზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს მოვაჭრე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი, პროდუქციის შესვლის და გასვლის სანიტარული ნორმების დაცვა, სადეზინფექციო სამუშაოების სწორად შესრულება, თერმოსკრინინგი და ყველა ის მოთხოვნა, რომელიც დეტალურად არის გაწერილი სურსათის ეროვნული სააგენტოსა და მედიკოსების მიერ ერთობლივად შემუშავებულ გაიდლაინში.

უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ გრძელდება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი. საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, სპეციალური რეისების შედეგად, რომლებიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება, სამშობლოში უკვე დაბრუნდა 8 ათასზე მეტი მოქალაქე, ხოლო 14 ათასამდე მოქალაქეს საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე გაუწიეს დახმარება.

სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 496 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 149 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 6 ადამიანი.

ინფიცირებულ პირებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 4932 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 568 პირი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ინტენსიურად, ვიდეოკონფერენციის ფორმატში განაგრძობს.

საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია”, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

გაზიარება1386

დაკავშირებული -პოსტები

ლენტეხის ყოფილი მერი და მერიის მაღალჩინოსნები დააკავეს

თებერვალი 23, 2026
384
მთავარი

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი, გია ონიანი, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელები: ნუგზარ ტვილდიანი და გიორგი გულბანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „დასავლეთ საქართველოს საოლქო...

დაწვრილებითDetails

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

თებერვალი 23, 2026
31
მთავარი

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მახარობლიძემ დახურულ სხდომაზე მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას...

დაწვრილებითDetails

აჭარასა და ქვემო ქართლში ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა

თებერვალი 23, 2026
29
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის და ქვემო ქართლის დეპარტამენტების ინსპექტორებმა, ჩატარებული მოკვლევის შედეგად, მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველების არალეგალური სასაკლაოები აღმოაჩინეს. ფიზიკური პირი ზ. ბ. აჭარისა და გურიის რეგიონების სოფლებში ყიდულობდა მსხვილფეხა...

დაწვრილებითDetails

რუსთავში IV-V საუკუნეების სამარხები აღმოაჩინეს

თებერვალი 23, 2026
44
მთავარი

რუსთავის მერიის ინფორმაციით, სანაპიროს ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში, წინასწარი მონაცემებით, IV-V საუკუნეების სამარხები აღმოაჩინეს. როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ, რუსთავის ისტორიულმა მუზეუმმა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უკვე მოაწოდა ინფორმაცია და...

დაწვრილებითDetails

ახალშობილი, რომელსაც დედამ მძიმე დაზინებები მიაყენა, კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია

თებერვალი 23, 2026
188
მთავარი

ახალშობილი, რომელიც დედამ, კლინიკა „მედინას“ საპირფარეშოში მარტომ გააჩინა, ისევ რეანიმაციაშია. როგორც კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, დღეს ჩაატარეს კონსილიუმი სპეციალისტებთან თბილისში და დაგეგმილია რამდენიმე ოპერაციის ჩატარება. „უმძიმესი მდგომარეობაა. ახლა გვქონდა ჩართვა თბილისში...

დაწვრილებითDetails

მსოფლიოში არ არსებობს მოზაიკა, სადაც 11 ფერზე მეტი იყოს გამოყენებული – რა ხდება გელათში

თებერვალი 23, 2026
91
მთავარი

გელათის ღვთისმშობლის სახელობის ცენტრალური ტაძარი ერთიანი გადახურვის კონსტრუქციის ქვეშ არის მოქცეული. საერთაშორისო ორგანიზაციები და მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტები 2023 წლიდან გელათში მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესს დადებითად აფასებენ და ზოგიერთი მიმართულებით მისაბაძსაც უწოდებენ....

დაწვრილებითDetails

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში სასწრაფო დახმარების სერვისმა „ვიან კარდიო-ნეირო“  დაიწყო მუშაობა 

თებერვალი 23, 2026
63
მთავარი

ამერიკის საერთაშორისო კომისიის (AACI) მიერ აკრედიტებულ დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, ფუნქციონირება დაიწყო სპეციალურად აღჭურვილმა სასწრაფო დახმარების სერვისმა - ვიან კარდიო-ნეირო, რომელიც განკუთვნილია გადაუდებელი კარდიოლოგიური და ნევროლოგიური პაციენტებისთვის. სერვისი ამ ეტაპზე...

დაწვრილებითDetails

ავტოავარიებს ყველაზე მეტი ადამიანი იმერეთში ემსხვერპლა

თებერვალი 23, 2026
236
მთავარი

ბოლო 10 წელიწადში, 2015-2025 წლებში, საქართველოს გზებზე ავარიებისას 5 324 ადამიანი მოკვდა. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება აქვეყნებს". მხოლოდ 2025 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 469 ადამიანი ემსხვერპლა - მათგან 28 ბავშვი და...

დაწვრილებითDetails

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლის უკანონო შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

თებერვალი 23, 2026
28
მთავარი

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლის უკანონო შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, აქციზური...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეიდან დილას და საღამოს იკითხება

თებერვალი 23, 2026
3k
მთავარი

ეფრემ ასურის ლოცვა ძირითადად დიდმარხვის განმავლობაში „დილისა“ და “ძილის წინ“ ლოცვების შემდეგ იკითხება.     ამ ლოცვას ვკითხულობთ ყველიერის კვირის სამშაბათ საღამოს, ოთხშაბათ დილას, ხუთშაბათ საღამოს და პარასკევ დილას, შემდეგ...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».