დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ამჟამად საქართველოში პიკია.
მისი თქმით, ახლა მთავარი ამოცანაა, რომ ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ არ მოიმატოს.
„მგონი, საკმაო ხანია ვამბობდით, რომ აპრილის ბოლო კვირა და მაისის დასაწყისი ყველა გათვლებით ქვეყანაში ავადობის პიკი უნდა ყოფილიყო. ძალიან დიდი ბოდიში, თუ ვინმეს იმედები გავუცრუეთ და ეს პიკი არ არის ათასობით და ათეულობით შემთხვევაა. კი, ახლა წესით პიკში ვართ და ჩვენი ამოცანა იქნება, ეს პიკი, რაც შეიძლება მეტხანს დავიჭიროთ პლატოზე და როგორც ერთმა ჩემმა კოლეგამ თქვა, ეს არ იყოს ჯომოლუნგმა და იყოს პატარა გორაკი “, – განაცხადა იმნაძემ.
ცნობისთვის, დღეს კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-6 პაციენტი გარდაიცვალა. როგორც თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა, გარდაცვლილი 83 წლის იყო, ქრონიკული პათოლოგიებით. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 485-ს შეადგენს, მათგან 139 გამოჯანმრთელდა.
12 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი ნებისმიერი საქმე, დღეს, სარგებელსაც მოგიტანთ, ხოლო თუ პრობლემების მოსაგვარებლად ახლობლებს ან კოლეგებს დაიხმართ, გაცილებით მეტს მიიღებთ, ვიდრე ელოდით. კურო დაბნეულობა და გადაღლილობა ნეგატიურად აისახება თქვენს საქმიანობასა და ქმედებებში, რაც,...









