LIVE TV
ხუთშაბათი, იანვარი 29, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

იურისტმა თედ ჯონასმა ლევან ვასაძეს პროკურატურაში უჩივლა

დაპოსტა 2019/08/17-ში
66
ნახვა
გაზიარება

იურისტი თედ ჯონასი ლევან ვასაძის წინააღმდეგ მთავარ პროკურატურას საჩივრით მიმართავს.

თედ ჯონასი თვლის, რომ „ლევან ვასაძის სიტყვები და ქმედებები არღვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მინიმუმ 14 სხვადასხვა მუხლს და მოიცავს დანაშაულის ფართო სპექტრს: უკანონო დისკრიმინაცია, ფიზიკური ზიანის მიყენების მუქარა, ადამიანთა დევნა და მათ მიერ აზრის თავისუფალი გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების კანონიერი უფლებით სარგებლობისათვის ხელის შეშლა  ძალადობისა და იარაღის გამოყენების მუქარით; უკანონო ფორმირების შექმნა და მართვა და ამასთან დაკავშირებული მრავალი აქტი; ძალადობისაკენ საჯარო მოწოდებები; და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა”.

„ნუთუ საქართველოს პროკურატურას უბრალოდ არ ძალუძს აწარმოოს გამოძიება დროულად და კომპეტენტურად? სიჩქარე, რომლითაც პროკურატურამ დააკავა დემონსტრანტები სავარაუდო დანაშაულისათვის, 20-21 ივნისის ღამეს, პარლამენტის წინ, ცხადყოფს, რომ როდესაც არსებობს ნება, პროკურატურა მყისიერად აკავებს ადამიანებს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისათვის. მაშინ, რატომ დასჭირდა პროკურატურას თითქმის 2 თვის ვადა იმისათვის, რომ გამოეძიებინა ვასაძის უკანონო (შეიარაღებული რაზმი) ფორმირების შესახებ ფაქტები და რა მიზეზით ვერ შეძლო პროკურატურამ დაეწყო გამოძიება იმ მრავალი დანაშაულის წინააღმდეგ, რომლებიც ვასაძემ ჩაიდინა იმავე პერიოდში და რომლებიც ღია, აშკარა და მტკიცებულებებით სრულად დადასტურებულია?” – აცხადებს თავის წერილში თედ ჯონასი.

თედ ჯონასი ვასაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს.
მისი წერილის ადრესატები, შალვა თადუმაძესთან ერთად, შსს მინისტრი გიორგი გახარია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი და აშშ-ს საელჩოს კონსული ჟენეტ რებერი არიან. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “ახალი თაობა ” ავრცელებს.

გაზიარება26

დაკავშირებული -პოსტები

პროკურატურა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

იანვარი 28, 2026
31
მთავარი

სააპელაციო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ გელა უძილაურის მიმართ პირველი ინსტანციის განაჩენი, რომლითაც მას უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, უცვლელად ძალაში დატოვა. სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ილია ღუდუშაურის საქმეზე, განცხადებას ავრცელებს

იანვარი 28, 2026
125
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია...

დაწვრილებითDetails

„ჯერ ბეტონის ბორდიურს შეეჯახა შემდეგ ქვეითს“ – ავარია იმერეთში

იანვარი 28, 2026
3.5k
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია -1977 წელს დაბადებული ზ.ს. დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ მიმდინარე...

დაწვრილებითDetails

“დანაშაული აღიარა”-პროკურატურა ილია ღუდუშაურის მიმართ საპატიმრო გირაოს გამოყენებას ითხოვს

იანვარი 28, 2026
60
მთავარი

პროკურატურამ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ილია ღუდუშაურს სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, ვინაიდან ბრალდებულმა აღიარა...

დაწვრილებითDetails

“მაღაზიებს ქურდავდნენ და ნივთებს, წინასწარი შეთანხმებით, სავაჭრო ობიექტებში აბარებდნენ” – დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი

იანვარი 28, 2026
183
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების თანამშრომლებმა, დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი, მათ შორის ერთი ლიდერი, რომლებიც თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში სასურსათო მაღაზიებს ქურდავდნენ და უკანონოდ, ფარულად დაუფლებულ ნივთებს, წინასწარი შეთანხმებით,...

დაწვრილებითDetails

პოლიციელის მიმართ, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

იანვარი 28, 2026
82
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე დააკავეს. კიდევ ორი პირი კი მიმალვაშია და მათი დაკავების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები. გამოძიებით...

დაწვრილებითDetails

ცოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

იანვარი 28, 2026
50
მთავარი

დმანისში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. 56 წლის მამაკაცი სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა და დანაშაული აღიარა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა დმანისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ცივი იარაღის გამოყენებით, 43 წლის მეუღლეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა....

დაწვრილებითDetails

ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იანვარი 28, 2026
138
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით: 2004 წელს დაბადებული ნ.ა. და 2000 წელს დაბადებული ს.ბ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

სპეციალური ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში

იანვარი 28, 2026
404
მთავარი

ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში

დაწვრილებითDetails

დმანისში ქმარმა ცოლი მოკლა

იანვარი 27, 2026
1.2k
მთავარი

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყარაბულახში მკვლელობა მოხდა. Aktual.ge-ს ინფორმაციით, დღეს, დაახლოებით 12:00 საათზე, შუახნის მამაკაცმა ცოლი ცივი იარაღით მოკლა. ინციდენტის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».