ქუთაისის მეჩვიდმეტე საჯარო სკოლის დირექტორი ირინე ჯგერენაია სოციალურ ქსელში წერს თუ როგორ დაეხმარა მის ოჯახს საპატრულო პოლიცია კომენდანტის ასათის დროს ბავშვის დაძინებაში.
“გავა დრო და მოვუყვები ეკატერინეს ,,კორონობის ჟამსა შინა” კომენდანტის საათის ამბავს, თუ, როგორ დავკარგეთ ძილის წინ ოთხი თვის ეკატერინეს საწოვარა, რომლის გარეშეც უშედეგოდ ჩაიარა მისი დაძინების ყველა მცდელობამ, რომელშიც მეზობლებიც იყვნენ ჩართულნი. მოვუყვები, როგორ გაგვინათდა გონება, ღამის 12 სთ 30წთ-ზე დაგვერეკა 112-ში, როგორ გაჩნდა სინათლის სიჩქარით საპატრულო პოლიცია ჩვენს სადარბაზოსთან და იმავე სიჩქარით, როგორ წაიყვანეს ირინე ბებო აფთიაქში საწოვარას შესაძენად. სანამ ეკატერინე ამ ამბავს შეიტყობს, მადლობა პატრულს, რომელმაც იზრუნა პატარას მშვიდ ძილზე,”-ამბობს ირინე ჯგერენაია.










