“იქნებ, მავანმა უკვე დაგეგმა კუბოების ბიზნესი?! ,,რატომ არ ისმენს ერი და ბერი მედიკოსების შეგონებას, რატომ არ იაზრებს და იზიარებს საქართველო იმ ქვეყნების გამოცდილებას, რომლებიც გარდაცვლილთა კრემაციას და დაკრძალვას ვერ აუდიან. ის, რომ საქართველომ საწყის ეტაპზე ვირუსთან ბრძოლას წარმატებით გაართვა თავი ეპიდემიოლოგებისა და მიღებული შეზღუდვების აღსრულების შედეგი იყო. დღეს კი, ამ შეზღუდვებს არ ცნობენ, ექიმების რეკომენდაციებს არ ითვალისწინებენ და ეკლესიას ტაძრებთან აიგივებენ. რატომ არ აძლევს მღვდელი კურთხევას მორწმუნე ადამიანებს დარჩნენ სახლში და შინ ილოცონ. კითხვები, რომელთაც ცალსახად არავინ პასუხობს. და თუ შეუცნობელია გზანი უფლისანი, რატომ არ შეიძლება კეთილი ანგელოზები ან სულაც, უფალი გვაუწყებს მოახლოებულ საფრთხეს ჩვენი თავდადებული ექიმების პირით და გვთხოვს, გავერიდოთ დახურულ სივრცეში თავშეყრას, რომ დავრჩეთ საკუთარ თავთან და ჩვენს გულებში აღსდგეს უფალი! სოციალურ ქსელში ბევრი რატომ გაჩნდა-რატომ არ არის შეუვალი ხელისუფლება აღასრულოს მის მიერ მიღებული კანონი? რატომ არ აცნობიერებს მოახლოებულ საფრთხეს ეკლესია? აკი გვითხრეს-შეიძლება კუბოები ვერ დაითვალოთო ან როგორც ერთმა ბატონმა თქვა, იქნებ, მავანმა უკვე დაგეგმა კუბოების ბიზნესი?! “ – გვწერს megatv.ge –ს ვიზიტორი ქუთაისიდან.
23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა
1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა საპატივსაცემოდ, 23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის თებერვლის ხუთდღიან ბრძოლებში თბილისის...










