ვანის მუნიციპალიტეტში პირველადი თერმოსკრინინგი დასრულდა და ეპიდემიოლოგებმა 23200 ადამიანი შეამოწმეს. საეჭვო სიმპტომები არავის არ გამოუვლინდა. ერთი კვირაა მუნიციპალიტეტის ყველა შესასვლელს სამხედროები და სამართალდამცავები აკონტროლებენ.
ზომების გამკაცრებს მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ვანში 75 წლის ქალბატონს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ მისი მეუღლე, შვილი და სიძე.
ბლოკ-პოსტებზე თერმოსკრინინგი გრძელდება. იმერეთის გუბერნატორის ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში ზომების გამკაცრება არ იგეგმება და ვითარება კონტროლს ექვემდებარება.
საქართველოში კორონავირუსი 266 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 67 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.










