ქუთაისის მწვანე ბაზარი შეიძლება რამდენიმე დღეში გაიხსნას.
ქუთაისის ცენტრალური ბაზრის დირექტორის ოლეგ არღვლიანის განცხადებით ისინი ხვალ სურასათის ეროვნული სააგენტოს შემოწმებას გაივლიან, რის შემდეგადაც გადაწყდება გაიხსნება თუ არა ქალაქეის ცენტრალური ბაზარი.
როგორც ოლეგ არღვლიანი “მეგა ტვ”-სთან საუბრისას აღნიშნავს ბაზარში დახლების 1 მეტრიანი დაშორიშორება მოხდა, დამონტაჟდა სადეზინფექციო საშუალებები.
მისივე განცხადებით ბაზარში 500-მდე თანამშრომლიდან მხოლოდ 70 შეძლებს მუშაობის გაგრძელებას. თუმცა ბაზრის დირექტორი გეგმავს მოვაჭრეებს დღემონაცვლეობით მუშაობა შესთავაზოს, რათა ყველამ შეძლოს თავისი კუთვნილი ადგილის შენარჩუნება.
ოლეგ არღვლიანის თქმით, თუ ბაზრის პირობები დააკმაყოფილებს სეს-ს პირობებს ისინი მუშაობას მეორე დღესვე განაახლებენ.
ქუთაისში აგრარული ბაზრები 4 აპრილს დაიკეტა. შეზღუდვა შეეხო ღია სექციებს, სადაც პროდუქტი ე.წ. დახლებზე იყიდებოდა. გადაწყვეტილება კორონავირუსის საფრთხის გამო მიიღეს.










