დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა რეანიმაციის დატოვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და მედიკოსებს სიცოცხლის შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა.
„მედიკოსების მიმართ მადლობის სათანადოდ გამოხატვა არ შემიძლია, მათ წინაშე სიცოცხლით ვარ დავალებული“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.
შეგახსენებთ, ბორის ჯონსონს კორონავირუსი 27 მარტს დაუდგინდა. მოგვიანებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. პრემიერმა ინტენსიური თერაპიის განყოფილება ორი დღის წინ დატოვა. პრემიერის აპარატში აცხადებენ, რომ ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა სრულ გამოჯანმრთელებაზე ჯერ საუბარი არ არის.