LIVE TV
ხუთშაბათი, იანვარი 29, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

უსახლკარო პირები მოკლებულნი არიან დაიცვან „კომენდანტის საათი“, ჰიგიენის და იზოლაციის ნორმები – ნინო ლომჯარია

დაპოსტა 2020/04/06-ში
74
ნახვა
გაზიარება

სახალხო დამცველი საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ქუჩაში მცხოვრებ პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის, ასევე ტუბერკულოზის მართვის, C ჰეპატიტის ელიმინაციისა და დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამებში ჩართული პირებისთვის შეუფერხებელი სამედიცინო მომსახურების აუცილებლობას ეხმაურება.

მისი შეფასებით, ქვეყანაში არ არსებობს ერთიანი, ხოლო რიგ მუნიციპალიტეტებში – ადგილობრივ მონაცემთა ბაზები უსახლკარო პირთა შესახებ.

როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, ქვეყნის მასშტაბით 19 მუნიციპალიტეტში უსახლკარო პირთა დახმარების მიზნით რაიმე მიზნობრივი პროგრამები არ ხორციელდება.

„ზუსტი სტატისტიკის არქონის პირობებში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქუჩაში მცხოვრები უსახლკარო პირების დროული იდენტიფიცირება და თავშესაფრით უზრუნველყოფა. საცხოვრებელი ფართის არქონის გამო, უსახლკარო პირები მოკლებულნი არიან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არსებული მოთხოვნების შესრულების შესაძლებლობას (დაიცვან კომენდანტის საათი, ჰიგიენის და იზოლაციის ნორმები, დარჩნენ სახლში და სხვა), რითაც მომეტებული საფრთხე ექმნება მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ასევე იზრდება დაავადების გავრცელების რისკი.

გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილების აკრძალვის გამო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩდნენ ის პირები, რომლებიც ჩართულნი არიან ტუბერკულოზის მართვის, C ჰეპატიტის ელიმინაციისა და დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამებში (ჩვენი ინფორმაციით ქვეყნის მასშტაბით ტუბერკულოზის მართვის პროგრამაში ჩართულია 2400-მდე, დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამაში დაახლოებით 2500, ხოლო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში თებერვლის მონაცემებით 71169 პირი). მათ პერიოდულად, აუცილებელი პრეპარატების მიღების მიზნით უწევთ შესაბამის სამედიცინო ცენტრებში მისვლა, თუმცა ბევრი მათგანისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის პირობებში, აღნიშნული პრობლემას წარმოადგენს. პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას იმ პაციენტებთან მიმართებაში, რომლებსაც სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, წინასწარ მკაცრად განსაზღვრული პერიოდულობით (საშუალოდ კვირაში სამჯერ) და დადგენილ დროს სჭირდებათ კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებებში მისვლა. ხშირ შემთხვევაში აღნიშნული დაწესებულებები საკმაოდ დაშორებულია მათი საცხოვრებელი ადგილებიდან. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სახელმწიფო პროგრამებით მოსარგებლე იმ მოქალაქეების საჭიროებებს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა მოხდეს მათი სამედიცინო სერვისებით დაუბრკოლებელი სარგებლობის უზრუნველყოფა“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული პრობლემების გადაჭრის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველი შესაბამის ორგანოებს მაქსიმალურად მჭიდრო ვადებში შემდეგი სახის ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს:

„საქართველოს მთავრობამ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა იმოქმედონ დროულად და კოორდინირებულად, მოახდინონ იმ პირთა იდენტიფიცირება, რომელთაც სჭირდებათ ტუბერკულიოზის, C ჰეპატიტისა და დიალეზის პროგრამის ფარგლებში მომსახურების მიღების მიზნით ტრანსპორტირებაში დახმარება და უზრუნველყონ მათი მიყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებამდე ან/და მათი მედიკამენტებით საცხოვრებელ ადგილებზე უზრუნველყოფა, რათა საფრთხე არ შეექმნას მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;

ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციასთან კოორდინირებული მუშაობით პროაქტიულად განახორციელონ ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ქუჩაში მცხოვრები უსახლკარო პირების იდენტიფიცირება და მათი აღრიცხვა;

იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც უსახლკარო პირთათვის განკუთვნილ თავშესაფრებში ან სოციალურ საცხოვრისებში დარჩენილია თავისუფალი საცხოვრებელი სივრცეები, სრულად იქნეს ათვისებული არსებული რესურსი, მათ შორის იმ უსახლკარო პირების განთავსების გზით, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ თავშესაფარში მიღებისთვის კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებს (მაგ. რეგისტრირებული არ არის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და სხვა);

ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედ საკოორდინაციო საბჭოს კოორდინირებული მუშაობით, მათ შორის კერძო სექტორთან თანამშრომლობის შესაძლებლობის განხილვით, მოხდეს შესაბამისი შენობა-ნაგებობების გამოყოფა, სადაც იქნება აუცილებელი საცხოვრებელი პირობები და დროებით განთავსდნენ ის უსახლკარო პირები, რომელთა გადამისამართება ვერ მოხერხდება ზემოხსენებულ თავშესაფრებსა და საცხოვრისებში“,-ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

გაზიარება40

დაკავშირებული -პოსტები

„ნუ გეშინია, ბიჭო“ – სუსი ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს

იანვარი 29, 2026
25
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დღეს ჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 21...

დაწვრილებითDetails

ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს

იანვარი 29, 2026
34
მთავარი

საქართველოს მთავრობის №33 დადგენილებით, 2026 წლის 27 იანვრიდან ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს. ცხოველის მფლობელს, ცოფით ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მიყენებული ზარალი ნაწილობრივ...

დაწვრილებითDetails

ბრალდებაწარედგინა მძღოლს, რომლის ავარიას 18 წლის გოგო ემსხვერპლა

იანვარი 29, 2026
221
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 27 იანვარს, გარდაბანში, ალკოჰოლის...

დაწვრილებითDetails

სპეციალური ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

იანვარი 29, 2026
318
მთავარი

სპეციალური ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში  

დაწვრილებითDetails

ოკაცეს კანიონის მიმდებარედ ახალი ვიზიტორთა ცენტრი აშენდება

იანვარი 29, 2026
7
მთავარი

ოკაცეს კანიონის მიმდებარედ ახალი ვიზიტორთა ცენტრი აშენდება, - ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა, რომელიც მოიცავს საინფორმაციო სივრცეებსა...

დაწვრილებითDetails

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

იანვარი 29, 2026
8
მთავარი

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის იშვიათი ხატი "კვანძების გამხსნელი" -  ადამიანი ლოცულობს ამ სურათის წინაშე ყველაზე დამაბნეველ, გადაუჭრელ სიტუაციებში. ხატი ხელს უწყობს ოჯახის შენარჩუნებას და რთული საბინაო საკითხების გადაჭრას და დაქორწინებულ წყვილებს შორის ერთგულების...

დაწვრილებითDetails

„ინფიცირებიდან 2-3 დღეში შესაძლოა მოკვდეს ადამიანი“ – რა ვიცით „ნიპას“ ვირუსზე

იანვარი 29, 2026
322
მთავარი

ინდოეთში, კონკრეტულად დასავლეთ ბენგალის აღმოსავლეთ ნაწილში, ნიპას ვირუსი (NiV) გავრცელდა. ამ ეტაპისთვის უკვე 5 შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებულთა სიაში კი ექიმები და ექთნებიც შედიან. სახლის პირობებში კარანტინში ყოფნა დაახლოებით 100 ადამიანს უწევს,...

დაწვრილებითDetails

” აშშ ჩართული უნდა იყოს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებაში’- ბადრი ჯაფარიძე

იანვარი 29, 2026
9
მთავარი

მნიშვნელოვანია, საქართველო იმ უმნიშვნელოვანესი ინიციატივის მიღმა არ დარჩეს, რასაც ჰქვია აშშ-ს ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო კორიდორის მშენებლობაში - აშშ ჩართული უნდა იყოს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებაში, კერძოდ, ღრმაწყლოვანი პორტის აშენებასა და...

დაწვრილებითDetails

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ გოგა გულორდავა აირჩიეს

იანვარი 29, 2026
15
მთავარი

კომუნიკაციების კომისიის წევრებმა დღეს ჩატარებულ არჩევნებზე გოგა გულორდავა სამი წლის ვადით კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს. თავად კომისიის ინფორმაციით, კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდა, სადაც კომისიის წევრების სრულმა შემადგენლობამ გოგა გულორდავას...

დაწვრილებითDetails

“ახალი რეგულაციების დაანონსება ამერიკული დელეგაციის ვიზიტს სპეციალურად დაამთხვიეს “- ზურაბ ჯაფარიძე

იანვარი 29, 2026
14
მთავარი

კითხვები ეხებოდა გუშინ მიღებულ ახალ რეგულაციებსაც, რომელიც სპეციალურად დაამთხვიეს აშშ-ის კონგრესის თანამშრომლების დელეგაციის ვიზიტს - არ მჯერა დამთხვევების, რომ ჩამოსულია ამერიკის დელეგაცია და მაინცდამაინც მაგ დღეს გამოდიან და ატარებენ ბრიფინგს, აცხადებენ...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».