LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის უცხოეთში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დასაბრუნებლად ხელისუფლებას თანხა ჩაურიცხოს

„ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის უცხოეთში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დასაბრუნებლად ხელისუფლებას თანხა ჩაურიცხოს

დაპოსტა 2020/04/05-ში
A A
114
ნახვა
გაზიარება

„ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის უცხოეთში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დასაბრუნებლად, ჩარტერული რეისების განხორციელებისთვის ხელისუფლებას თანხა ჩაურიცხოს. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი პირობა ამისთვის არის ის, რომ ხელისუფლებამ შესაბამისი ხელშეკრულება უკრაინულ ავიაკომპანია „სქაიაფთან“ გააფორმოს.

„სასწრაფოდ საჭიროა და მოგმართავთ თხოვნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართოს იტალიის, ესპანეთის, გერმანიის და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს იმისათვის, რომ „სქაიაფს“ მიეცეს საშუალება ამ ფრენების განხორციელების. საგანგებო მდგომარეობაა სახელმწიფოში, აეროპორტები დაკეტილია და სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ამ ნებართვის მიღება სრულიად შეუძლებელია. საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაავალოს საკონსულოებს და საელჩოებს აღნუსხოს ჩვენი მოქალაქეები, სოციალური სამართლიანობის საფუძველზე შეადგინოს მგზავრების სია იმის გათვალისწინებით, რომ უპირველეს ყოვლისა ბავშვებიანი ოჯახები, სტუდენტები, სამკურნალოდ ჩასული და იქ ჩარჩენილი ადამიანები უნდა მოხვდნენ ამ სიებში“,-განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული სიები უკე მიწოდებულია და საუბარია 4 000-ზე მეტ ადამიანზე.

„28 მარტს ჩვენ უკვე მივაწოდეთ ჩვენი მოქალაქეების სიები, სადაც 4000 მეტი ადამიანია, ამიტომ ამის განხორციელება არც თუ ისე ძნელია. აუცილებელია, რომ „სქაიაფს“ მიეცეს ფრენებისთვის შესაბამისი ნებართვა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის 81-ე დადგენილების ფარგლებში, რომლის პირველი პუნქტი განმარტავს, რომ საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა, ხოლო მეორე მუხლის მესამე პუნქტი განმარტავს, რომ ჩარტერული ფრენების განაცხადი განიხილება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით. ვერც ერთი ფიზიკური პირი და პოლიტიკური პარტია ამას ვერ გააკეთებს, თუ ხელისუფლების თანხმობა არ იქნება და ბოლოს, რომ მოვხსნათ ყველა ბარიერი და საქართველოს მოქალაქეებისთვის სამაშველო ოპერაცია ჩავატაროთ, ჩვენ მზად ვართ შესაბამისი თანხა გადმოვურიცხოთ ხელისუფლებას. ერთადერთი პირობაა, ფინანსები გამოიყოფა იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ხელს მოაწერს უკრაინულ ავიაკომპანია „სქაიაფთან“ კონტრაქტზე“

თეგები: ემიგრანტებივაშაძეკორონაფრენა
გაზიარება46

დაკავშირებული -პოსტები

იმერეთში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
იმერეთში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს
მთავარი

იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ფიზიკური პირი მ. ფ.-ს (თერჯოლა, სოფელი სიქთარვა) ყველის წარმოება შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ყველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე და ტექნოლოგიური...

დაწვრილებითDetails

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამძიმრის წერილს აქვეყნებს

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამძიმრის წერილს აქვეყნებს და საქართველოს დამსახურებულ არტისტს გიორგი, ჟორა ლომთაძეს ემშვიდობება. "ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, საქართველოს სახალხო არტისტისა და ქართული მუსიკალური კულტურის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი სამძიმრის წერილს აქვეყნებს

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
ხონში ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი სამძიმრის წერილს აქვეყნებს და ყოფილ დირექტოს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს გიორგი, ჟორა ლომთაძეს ემშვიდობება. "ქ. ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა...

დაწვრილებითDetails

ცხოვრების ნაწილი წაიღე – კიდევ ერთი ემიგრანტი თეო ბაღიშვილი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
ცხოვრების ნაწილი წაიღე – კიდევ ერთი ემიგრანტი თეო ბაღიშვილი გარდაიცვალა
მთავარი

ულამაზესი და უსაყვარლესი ემიგრანტი თეო ბაღიშვილი გარდაიცვალა. როგორც მეგობრები წერენ ის მძიმე დავადებას ებრძოდა ....უფალმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული ...ვუსამძიმრებთ ოჯახს და ემიგრატებს...მარადიული ხსოვნა მის სულს "თეო ჩემო ლამაზო...

დაწვრილებითDetails

დასრულდა ეპოქა, ქუთაისი მაესტროს ემშვიდობება

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
დასრულდა ეპოქა, ქუთაისი მაესტროს ემშვიდობება
მთავარი

დასრულდა ეპოქა ქუთაისი მაესტრო გიორგი (ჟორა) ლომთაძეს ემშვიდობება. მუსიკალური სამყაროს წარმომადგენლები სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილეს აქვეყნებენ. "დასრულდა ეპოქა...... აღარა მყავს ჩემი უსაყვარლესი, ულამაზესი მაესტრო,რომელმაც ეპოქა შექმნა ქუთაისის ოპერის თეატრში,ჩემი გენიალური...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელი ეფრემოვკაა. ბიძგების სიმძლავრემ 3 მაგნიტუდამდე შეადგინა. დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

დაწვრილებითDetails

5 119 დაღუპული და 16 700-ზე მეტი დაშავებული – ვენესუელაში სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 645 ადამიანამდე გაიზარდა
მთავარი

5 119 დაღუპული და 16 700-ზე მეტი დაშავებული - უკვე 26 დღეა ვენესუელაში სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს. ქვეყნის რეგიონებში ჰუმანიტარული კატასტროფაა, მიწისძვრამ 900-მდე შენობა დაანგრია, რის გამოც 18 000 მოქალაქე უსახლკაროდ...

დაწვრილებითDetails

სკოლის მოსწავლე შეყვარებულებლმა ოჯახის 5 წევრი მოკლეს – უცხოეთი

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
საბერძნეთში  ქართველი მამაკაცი დააკავეს
მთავარი

აშშ-ის ილინოისის შტატში, 15 წლის სკოლის მოსწავლეს და მის 16 წლის შეყვარებულს ბრალი წაუყენეს ერთი ოჯახის ხუთი წევრის მკვლელობაში. კიდევ ორი ​​ადამიანი დაშავდა. „ნიუ-იორკ პოსტის“ ცნობით, დანაშაული აღმოსავლეთ სენტ-ლუისში სამ მისამართზე...

დაწვრილებითDetails

იმერეთსა სხვა რეგიობეში ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
20-მდე უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 7 პირი დააკავეს....

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდა ბიჭს ხვალ დაკრძალავენ

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდა ბიჭს ხვალ დაკრძალავენ
მთავარი

ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდა ბიჭს ხვალ დაკრძალავენ. 15 ივლისს ქუთაისში,  იოსელიანის ქუჩაზე, კორპუსის მშენებლობისას ტრაგედია მოხდა. კორპუსის მშენებლობაზე, ბეტონის საფარის დასხმის დროს კონსტრუქცია ჩამოიშალა და ნანგრევებში ახაკაგაზრდა კაცი მოჰყვა. დაღუპულია...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"