გურჯაანელ კაკო ჯეირანაშვილის ტიტები დღეს საჩუქრად ექიმებმა მიიღეს. მედიკოსებს ულამაზესი ყვავილები მოქალაქეებმა მადლიერების ნიშნად მიართვეს. ფოტოებს სოციალურ ქსელი ქეთევან ლორთქიფანიძე ავრცელებს:
“1500 ცალი ტიტა კაკო პაპას ბაღიდან ჩვენს ექიმებს რიგითი მოქალაქეებისაგან მადლიერების ნიშნად. ქრისტინე, დიდი მადლობა იდეისთვის და ორგანიზებისთვის, და ყველა შენს მეგობარს მადლობა, რომელსაც არ ვიცნობ და შენმა იდეამ გაგვაერათიანა.
ტიტები ინფექციურის, რესპუბლიკურის, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკას და ბოჭორიშვილის ექიმებს.” – წერს ინტერნეტმომხმარებელი, ფოტოების კომენტირებისას.










