ადამიანი ძალიან გადამდებია, როდესაც კლინიკა დაეწყება, განსაკუთრებით კი, როცა ხველა დაეწყება- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ იმედის გადაცემა „პრაიმშოუს“ ეთერში განაცხადა.
თუმცა როგორც პაატა იმნაძე განმარტავს, ადამიანი შეიძლება იყოს გადამდები კლინიკის დაწყებამდე 1 დღით ადრეც.
„ჩვეულებრივი ინკუბაციური პერიოდი არის 5 დღე, პლიუს-მინუს 2 დღე ანუ 7 დღე, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ არის საკმაოდ დიდი პროცენტი, რომ გამოუვლინდა 7 დღის მერე, ამიტომ არის აღებული 14 დღე“-განაცხადა პაატა იმნაძემ.