LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გიორგი გახარიას პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს – კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა სამწყსოსადმი

დაპოსტა 2020/04/01-ში
A A
252
ნახვა
გაზიარება

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა სამწყსოსადმი

ნებისმიერი ადამიანი განსაცდელის ჟამს ეძიებს ხსნას და ნუგეშს. დღეს, როცა მსოფლიოში გავრცელებული ახალი ინფექცია საფრთხეს უქმნის მოსახლეობის სიცოცხლეს, ბუნებრივია, მრევლი განსაკუთრებულ სასოებას ღმერთზე ამყარებს და მიილტვის ტაძრისკენ; მორწმუნეთათვის სულიერი საზრდო ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორც ხორციელი საკვები; ამიტომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, რათა მიიღოს მადლი ღვთისა და სულიერად განმტკიცდეს.

სასულიერო პირთათვის ღვთისმსახურების აღსრულება სამღვდელო მოვალეობის განუყოფელი ნაწილია და მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთელი ერისთვის. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მინდა მოგმართოთ, ჩვენო სულიერო შვილებო, და გთხოვოთ, მიიღოთ შემდეგი რჩევა:

– ვიდრე განსაცდელი გაივლის, შეასრულეთ სათანადო მითითებები: – ადამიანებთან ურთიერთობისას, მათ შორის ტაძარში და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაიცავით დადგენილი დისტანცია. – საღმრთო ლიტურგიის (და სხვა საზოგადო მსახურებათა) შესრულებისას ეკლესიაში დარჩნენ სასულიერო პირები, მგალობლები და სტიქაროსნები, ხოლო დიდ საკათედრო ტაძრებში, – შეზღუდული რაოდენობით მრევლიც; – საერთოდ, რეკომენდირებულია, მრევლი იყოს ეკლესიის ეზოში, ანუ ღია სივრცეში და ასე მიიღოს ლოცვითი მონაწილეობა წმიდა მსახურებაში. – მცირე ზომის ტაძრებში დასაშვებია, ასევე, წირვა-ლოცვა აღსრულდეს ღია ცის ქვეშ დროებით მოწყობილ ტრაპეზზე. – სასულიერო პირებსა და ტაძრის მსახურთ, კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით, მიეცემათ დამატებითი რჩევები; – მორწმუნეთა ის ნაწილი, რომელიც ასაკის ან უძლურების გამო რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, აგრეთვე ისინი, ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ ვირუსით დასნებოვნების გამო, დარჩნენ სახლში. სურვილის ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მათ თავისი მოძღვარი ადგილზე ჩაუტარებს საჭირო მსახურებას და ლოცვით კანონსაც განუსაზღვრავს. ყოვლადწმინდა სამება, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და წმინდათა დასი შეეწიოს ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს, განსაცდელში მყოფ თითოეულ ადამიანს. ილოცეთ და გაძლიერდით! „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით,“ ამინ! სიყვარულით თქვენთვის მლოცველი

გაზიარება540

დაკავშირებული -პოსტები

ზოდიაქოს 7 ნიშანი, რომელთათვისაც მაისი განსაკუთრებით წარმატებული თვე იქნება

by მეგა TV
მაისი 1, 2026
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

2026 წლის მაისი, ასტროლოგიური თვალსაზრისით, დატვირთული თვეა. პერიოდი მოიცავს სავსემთვარეობებს, პლანეტების სხვადასხვა ხელსაყრელ პოზიციაზე განლაგებას, რეტროგრადულ პლუტონსა და ახალმთვარეობას. როგორც ასტროლოგები ამბობენ, მაისი ზოდიაქოს 7 ნიშნის წარმომადგენლებისათვის განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი...

დაწვრილებითDetails

“სელფი” ქუთაისს “გვირილობას” ულოცავს

by მეგა TV
მაისი 1, 2026
0
“სელფი” ქუთაისს “გვირილობას” ულოცავს
მთავარი

"სელფი მობაილი" ქუთაისს "გვირილობას" ულოცავს. "ჩვენი ქუთაისის გუნდისთვის, რომელიც ყოველდღიურად თქვენ გვერდითაა, ეს დღესასწაული  განსაკუთრებულია, ამიტომ გვინდა ეს დღე კიდევ უფრო პოზიტიური გავხადოთ. დღესასწაულთან დაკავშირებით, მომხმარებლებს საჩუქრები მოვუმზადეთ: • არსებულ აბონენტებს, აპლიკაციაში MyCellfie, 2 მაისს...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს უქმეებზე

by მეგა TV
მაისი 1, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6908 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6916 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008...

დაწვრილებითDetails

ქვისცვენის გამო, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 110-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

by მეგა TV
მაისი 1, 2026
0
ქვისცვენის გამო, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 110-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
მთავარი

ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 110-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 110-ე კმ-ზე, (ქ.ონის შესასვლელი) ქვისცვენის გამო დროებით იკრძალება ყველა...

დაწვრილებითDetails

ავარიას ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა

by მეგა TV
მაისი 1, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

ავარიას ყვარელში ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ყვარლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი სადაც 5 ახალგაზრდა იმყოფებოდა ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა. ძლიერი შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 17 წლის...

დაწვრილებითDetails

თბილისში,აღმაშენებლის ხეივანზე მანქანა ამობრუნდა

by მეგა TV
მაისი 1, 2026
0
თბილისში,აღმაშენებლის ხეივანზე მანქანა ამობრუნდა
მთავარი

აღმაშენებლის ხეივანზე მანქანა ამობრუნდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის შესაბამისი სამსახური. არსებული ინფორმაციით შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.  

დაწვრილებითDetails

ხორცის გადამამუშავებელ არალეგალურ საწარმოს ,,შაჰ ქათამს“ საქმიანობა შეუჩერდა

by მეგა TV
მაისი 1, 2026
0
ხორცის გადამამუშავებელ არალეგალურ საწარმოს ,,შაჰ ქათამს“ საქმიანობა შეუჩერდა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ბათუმში ხორცის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმო შპს ,,შაჰ ქათამი“ (მის: ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი 205) გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სახელმწიფო კონტროლის შედეგად აღმოჩნდა, რომ...

დაწვრილებითDetails

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

by მეგა TV
მაისი 1, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ადგილობრივი გამოძიების ინფორმაციით, 37 წლის კაცს სასიკვდილო დაზიანებები ორმა ახალგაზრდამ მიაყენა. გამოძიების თანახმად კაცს თავდამსხმელები ქუჩაში წიხლებს და მუშტებს ურტყავდნენ,  რის გამოც დაზიანებები იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ კაცი ადგილზე გარდაიცვალა. პოლონეთის...

დაწვრილებითDetails

ახალგაზრდა დედას, ასმათ ბერიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება

by მეგა TV
მაისი 1, 2026
0
ახალგაზრდა დედას, ასმათ ბერიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
მთავარი

2 შვილის დედა ასმათი, ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, საქართველოში  საკეისროს კვეთის შემდეგ, რამოდენიმე საათში მდგომარეობა სასიკვდილოდ დამძიმდა. სასწრაფოდ გახდა საჭირო პაციენტის თურქეთში გადაყვანა რეანომობილით, ამ წუთებში გრძელდება მისი მკურნალობა, რაც...

დაწვრილებითDetails

საგზაო მოძრაობის წესებში საკანონმდებლო ცვლილებები დღეიდან ამოქმედდა

by მეგა TV
მაისი 1, 2026
0
საგზაო მოძრაობის წესებში საკანონმდებლო ცვლილებები დღეიდან ამოქმედდა
მთავარი

დღეიდან  ძალაში შევიდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მთავარ მიზანს საგზაო მოძრაობის წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს. ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"