LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
თემი, სასკოლო გარემო, ჯანსაღი ცხოვრება, ბუნებრივი გარემო და კულტურული მემკვიდრეობა – სკოლებს ახალი საგანი დაემატა

თემი, სასკოლო გარემო, ჯანსაღი ცხოვრება, ბუნებრივი გარემო და კულტურული მემკვიდრეობა – სკოლებს ახალი საგანი დაემატა

დაპოსტა 2019/08/09-ში
A A
682
ნახვა
გაზიარება

წელს VII კლასს ახალი სავალდებულო საგანი – მოქალაქეობა დაემატება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული სასწავლო გეგმისა და სასწავლო რესურსების შეფასების სამმართველოს უფროსმა მარიამ ჩიქობავამ განუცხადა.

მისი განცხადებით, მომავალი წლიდან „მოქალაქეობის“ სწავლა სავალდებულო იქნება VIII კლასის მოსწავლეებისთვისაც, წელს კი სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსი მხოლოდ VII კლასისთვის იყო გამოცხადებული.

„სკოლებში ახალი საგანი შემოვა – მოქალაქეობა. იცით, რომ სამოქალაქო განათლების მიმართულებით საკმაოდ გავაძლიერეთ სწავლება. სამოქალაქო განათლება აქამდე ისწავლებოდა მხოლოდ IX-X კლასებში, წელს უკვე დაიწყება VII კლასიდან და გაგრძელდება VIII და IX კლასებშიც. მოკლედ, ამ მხრივ მთელი ციკლი შეიკვრება – მესამე კლასიდან დაწყებული, რომელიც ინტეგრირებული საგნით – „მე და საზოგადოებით“ იხსნება, გრძელდება V-VI კლასებში „ჩვენი საქართველოთი“ და შემდეგ უკვე VII კლასში დამოუკიდებელ საგნად შემოდის „მოქალაქეობა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საგანი – სამოქალაქო განათლება დაწყებით და საბაზისო საფეხურებს მთლიანად დაფარავს,“ – განაცხადა მარიამ ჩიქობავამ.

მისი ინფორმაციით, ახალი საგნის ფარგლებში მოსწავლეები 5 თემას გაივლიან: თემს, რომელშიც ვცხოვრობთ, სასკოლო გარემოს/სასკოლო საზოგადოებას, ჯანსაღ ცხოვრებას, ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, ასევე, ეკონომიკურ ურთიერთობებს თემში.

თემები, რომელშიც ვცხოვრობთ მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა დაწერილი და დაუწერელი წესები; არასრულწლოვანი და დანაშაული; საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება; კულტურული მრავალფეროვნება ჩემ გარშემო.

სასკოლო გარემო/სასკოლო საზოგადოება მოიცავს შემდეგ საკითხებს: უსაფრთხო სკოლა; სასკოლო თვითმმართველობა; თანასწორობა სკოლაში; „მწვანე სკოლა“; ჩაგვრა (ბულინგი).

ჯანსაღი ცხოვრება აერთიანებს შემდეგ საკითხებს: ჯანსაღი კვება, გარდატეხის ასაკი, ადრეული ქორწინება, ადიქცია.

თემის – ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა ვანდალიზმი და ბრაკონიერობა.

ეკონომიკური ურთიერთობები თემში აერთიანებს შემდეგ საკითხებს: ფული და ბარტერი; ბაზარი (მოთხოვნა და მიწოდება) და ფასი; კერძო და საჯარო საკუთრება; შემოსავალი, ხარჯვა და ბიუჯეტირება (პირადი ფინანსების მართვა); დაზოგვა და ქველმოქმედება.

მარიამ ჩიქობავას განცხადებით, საგან „მოქალაქეობის“ სწავლების საბოლოო მიზანია, რომ მოსწავლემ შეძლოს საკუთარი შეხედულებების, ქცევების შეფასება და კორექტირება, ემოციების მართვა, საკუთარი და სხვა ადამიანების უფლება-მოვალეობების გაცნობიერება და დაცვა, მოკლე და გრძელვადიანი მიზნების დასახვა, იდეების ჩამოყალიბება, ინიციატივის გამოვლენა და მისი განხორციელებისთვის საჭირო ნაბიჯების დაგეგმვა, სამოქალაქო აქტივობებში მოხალისეობის საფუძველზე ჩართულობის მნიშვნელობის გაცნობიერება, სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა, დემოკრატიის პრინციპების ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირება და სხვა.

თეგები: ბუნებაგანათლებაეკონომიკაკულტურული მემკვიდრეობამოქალაქეობასასკოლო გარემოსკოლაჯანსაღი ცხოვრება
გაზიარება278

დაკავშირებული -პოსტები

ირმა ქურასბედიანი ნატა ვიბლიანს ლექსს უძღვნის

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
ირმა ქურასბედიანი ნატა ვიბლიანს ლექსს უძღვნის
მთავარი

პოეტმა ირმა ქურასბედიანმა ნატა ვიბლიანს ლექსი მიუძღვნა ,,ჩემი სოლიდარობა ნატა ვიბლიანს" რახანია შენს დიდ ტკივილს ამბად ვისმენ ნატა, კიდე უფრო მეტად ვწუხვარ, მეც სვანი ვარ რადგან. დღემდე როგორ მოაღწიე, როგორ...

დაწვრილებითDetails

ტემპერატურა იმატებს – როგორი ამინდი გველოდება

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში უმეტესად მზიანი და ცხელი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ქვეყნის დიდ ნაწილში უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ხოლო ჰაერის ტემპერატურა ეტაპობრივად მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, დღისით ჰაერის...

დაწვრილებითDetails

ყველაზე დიდია კოლხეთში – ლეჩხუმში 3 000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
ყველაზე დიდია კოლხეთში – ლეჩხუმში 3 000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს
მთავარი

ლეჩხუმში 3 000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს -  ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს: "ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღურაშის ტერიტორიაზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებმა და უცხოელმა მკვლევრებმა, ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების...

დაწვრილებითDetails

პატარა გაბრიელის დედა ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
პატარა გაბრიელის დედა ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

გაბრიელ ჩადუნელის დედა, თაკო ბარბაქაძე, სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, პატარა უკვე პალატაშია და თავს კარგად გრძნობს. „ყველაზე ტკბილი და პატარა ადამიანი. ჩვენ უკვე პალატაში ვართ“, – წერს...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
იმერეთში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს
მთავარი

იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ფიზიკური პირი მ. ფ.-ს (თერჯოლა, სოფელი სიქთარვა) ყველის წარმოება შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ყველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე და ტექნოლოგიური...

დაწვრილებითDetails

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამძიმრის წერილს აქვეყნებს

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამძიმრის წერილს აქვეყნებს და საქართველოს დამსახურებულ არტისტს გიორგი, ჟორა ლომთაძეს ემშვიდობება. "ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, საქართველოს სახალხო არტისტისა და ქართული მუსიკალური კულტურის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი სამძიმრის წერილს აქვეყნებს

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
ხონში ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი სამძიმრის წერილს აქვეყნებს და ყოფილ დირექტოს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს გიორგი, ჟორა ლომთაძეს ემშვიდობება. "ქ. ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა...

დაწვრილებითDetails

ცხოვრების ნაწილი წაიღე – კიდევ ერთი ემიგრანტი თეო ბაღიშვილი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
ცხოვრების ნაწილი წაიღე – კიდევ ერთი ემიგრანტი თეო ბაღიშვილი გარდაიცვალა
მთავარი

ულამაზესი და უსაყვარლესი ემიგრანტი თეო ბაღიშვილი გარდაიცვალა. როგორც მეგობრები წერენ ის მძიმე დავადებას ებრძოდა ....უფალმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული ...ვუსამძიმრებთ ოჯახს და ემიგრატებს...მარადიული ხსოვნა მის სულს "თეო ჩემო ლამაზო...

დაწვრილებითDetails

დასრულდა ეპოქა, ქუთაისი მაესტროს ემშვიდობება

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
დასრულდა ეპოქა, ქუთაისი მაესტროს ემშვიდობება
მთავარი

დასრულდა ეპოქა ქუთაისი მაესტრო გიორგი (ჟორა) ლომთაძეს ემშვიდობება. მუსიკალური სამყაროს წარმომადგენლები სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილეს აქვეყნებენ. "დასრულდა ეპოქა...... აღარა მყავს ჩემი უსაყვარლესი, ულამაზესი მაესტრო,რომელმაც ეპოქა შექმნა ქუთაისის ოპერის თეატრში,ჩემი გენიალური...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელი ეფრემოვკაა. ბიძგების სიმძლავრემ 3 მაგნიტუდამდე შეადგინა. დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"