იმერეთში, საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს. მათი წასვლის შემდეგ საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე საკარანტინო ზონიდან მოქალაქეების გაყვანას დაესწრო. მათი ტრანსპორტირება საკუთარ სახლებში ადგილობრივმა მთავრობამ უზრუნველყო.
საკარანტინო ზონები როგორც იმერეთში, ასევე საქართველოს სხვა მხარეებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითაა მოწყობილი. საკარანტინო სივრცეებში არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ.
ზოდიაქოს 7 ნიშანი, რომელთათვისაც მაისი განსაკუთრებით წარმატებული თვე იქნება
2026 წლის მაისი, ასტროლოგიური თვალსაზრისით, დატვირთული თვეა. პერიოდი მოიცავს სავსემთვარეობებს, პლანეტების სხვადასხვა ხელსაყრელ პოზიციაზე განლაგებას, რეტროგრადულ პლუტონსა და ახალმთვარეობას. როგორც ასტროლოგები ამბობენ, მაისი ზოდიაქოს 7 ნიშნის წარმომადგენლებისათვის განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი...










