ავიაკომპანია Lion Air-ის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა ფილიპინებზე, ქალაქ მანილას აეროპორტიდან აფრენის მომენტში. ფილიპინის მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი დატვირთული იყო სამედიცინო საშუალებებით. ასევე, მის ბორტზე იმყოფებოდნენ ექიმები, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან გადაჰყავდათ. გავრცელდა პირველი კადრები კატასტროფის ადგილიდან და ასევე ფოტოები, სადაც აღბეჭდილია, თ როგორ აჰქონდათ ტვირთი თვთმფრინავზე.
წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ამ ეტაპისთვის კატასტროფის მიზეზი უცნობია.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური და დაპირისპირება იყო
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური და დაპირისპირება იყო. მანდატურებმა თბილისის საკრებულოს წინ დაკავებული აქტივისტების მხარდამჭერები შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. სასამართლოში საკრებულოსთან დაკავებული აქტივისტების პროცესები მიმდინარეობს. შვიდი ადამიანის, მათ შორის თორნიკე თოშხუას...










