LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
როგორ გამოიყურება კორონავირუსი (+ფოტო)

იქონიეთ მოკლე ფრჩხილები, ძმარი არ გამოდგება ვირუსთან საბრძოლველად -რჩევები ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტისგან

დაპოსტა 2020/03/29-ში
A A
431
ნახვა
გაზიარება

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი, რომელიც სწავლობს და აკვირდება კორონავირუსის გავრცელებას მსოფლიოში, გთავაზობს რჩევებს, როგორ ავიცილოთ თავიდან  COVID-19-ის ვირუსით ინფიცირების საფრთხე:

– ვირუსი ცოცხალი ორგანიზმი არ არის. იგი ლიპიდის (ანუ ცხიმის) დამცავი გარსით დაფარულ ცილოვან მოლეკულას წარმოადგენს. იგი თვალის, ცხვირის ან პირის ლორწოვანი გარსით შეწოვისას მთლიანად იცვლის გენეტიკურ კოდს (მუტაცია) და გარდაიქმნება აგრესიულ უჯრედებად.

– ვირუსი ძალზედ დელიკატურია. ერთადერთი, რაც მას იცავს, მისი ცხიმის გარეგანი თხელი ფენაა. ამიტომაცაა, რომ საპონი და ნებისმიერი სარეცხი საშუალება მასთან ბრძოლის საუკეთესო იარაღია. საპონი შლის ცხიმს (ამიტომ უნდა ვიბანოთ ხელები საპნით 20 წამს მაინც და საპონი კარგად ავაქაფოთ). ცხიმის ფენის დაშლით ვირუსის ცილოვანი მოლეკულაც იშლება.

– სითბო შლის ცხიმს. ამიტომ ხელის დასაბანად თუ თეთრეულის გასარეცხად 25 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის წყალი უნდა გამოვიყენოთ. ცხელი წყალი კიდევ უკეთესად აქაფებს საპონსა და სარეცხ საშუალებას.

– სპირტი ან 65%-ზე მაღალი შემცველობის სპირტიანი ნარევი ხსნის ნებისმიერ ცხიმს, განსაკუთრებით ვირუსის გარეგან თხელ ცხიმოვან ფენას.

– ნებისმიერი ნარევი, რომელიც შედგება 1 წილი მათეთრებელისა (ე.წ. ქლორი) და 5 წილი წყლისაგან შლის ცილის მოლეკულას.

– წყალბადის ზეჟანგი საპნის, სპირტისა და ქლორის შემდეგ ვირუსის ცილოვანი მოლეკულის დამშლელი საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ საჭიროა მისი სუფთა სახით გამოყენება, რაც ძლიერ აზიანებს კანს.

– არანაირი ბაქტერიციდი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვირუსი არ წარმოადგენს ცოცხალ ორგანიზმს, როგორც ბაქტერია, ამიტომ ისინი ანტიბიოტიკებით არ ნადგურდებიან.

– მოერიდეთ ტანსაცმლისა და თეთრეულის დაბერტყვას. სანამ ვირუსი მიკრულია ფოროვან ზედაპირზე, იგი ინერტულია. განსხვავებულია მისი დაშლის დრო განსხვავებულ ზედაპირზე. ქსოვილზე – 3 საათი, სპილენძი და ხე – 4 საათი, მუყაო – 24 საათი, მეტალი – 42 საათი, პლასტმასი – 72 საათი. დაბერტყვისას ვირუსის მოლეკულები 3 საათს დაფრინავენ ჰაერში და შეიძლება ჩვენს ცხვირებში შეაღწიონ.

– ვირუსის მოლეკულები სტაბილურნი არიან ბუნებრივ ან ხელოვნურად შექმნილ სიცივეში (კონდიციონერები სახლსა თუ ავტომობილში). სტაბილურობისათვის ასევე საჭიროებენ სინოტივესა და სიბნელეს. მშრალ, თბილ და განათებულ გარემოში სწრაფ დეგრადაციას განიცდიან.

– უი-სხივი შლის ვირუსის ცილოვან მოლეკულას, მიუხედავად ზედაპირის ტიპისა, რომელზეც ვირუსი იმყოფება. ეს მეთოდი საუკეთესოა სახის ნიღბის დეზინფექციისათვის. თუმცა საჭიროა სიფრთხილე, რადგან უი-სხივი არღვევს კანის კოლაგენს (ესეც ცილაა) და იწვევს კანის დანაოჭებას და, სამწუხაროდ, კანის კიბოსაც.

– ვირუსი ვერ აღწევს ჯანსაღ კანში.

– ძმარი არ გამოდგება ვირუსთან საბრძოლველად, რადგან ვერ შლის ვირუსის დამცავ ცხიმის ფენას.

– არც არაყი გამოგადგებათ. ყველაზე ძლიერი არაყი 40% სპირტს შეიცავს, ვირუსთან საბრძოლველად მინიმუმ 65% სპირტის შემცველობაა საჭირო.

– რაც უფრო ლიმიტირებულია სივრცე, მით უფრო მაღალი იქნება ვირუსის კონცენტრაცია, რაც უფრო დიდი და განიავებულია გარემო, ცხადია, ნაკლები.

– ყველასათვის ცნობილია, რომ საჭიროა ხელების დაბანა მას შემდეგ, რაც შეეხეთ ლორწოს, საჭმელს, სახელურს, ჩამრთველს, ტელეფონს, საათს, კომპიუტერს, ტელევიზორს, საწერ მაგიდას და ა.შ.

– ხშირად დაიტენიანეთ ხელები, იბანეთ და წაისვით დამატენიანებელი კრემი, რადგან ვირუსის მოლეკულები შეიძლება ადვილად ჩაიმალნონ მშრალი კანის მიკრონაოჭებში. რაც უფრო სქელია დამატენიანებელი კრემი, უკეთესია.

– იქონიეთ მოკლე ფრჩხილები, რადგან ვირუსი შეიძლება ადვილად ჩაიმალოს გრძელ ფრჩხილებში.

თეგები: ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი
გაზიარება229

დაკავშირებული -პოსტები

რუსული პროპაგანდისტული მედია თორნიკე რაზმაძეზე წერს

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
შსს-მ სიმონიანის გინების გამო თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყო
მთავარი

ბლოგერ თორნიკე რაზმაძის მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილი სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას რუსული გამოცემა "კომერსანტი" ეხმიანება. როგორც გამოცემა წერს, გამოძიება დაიწყო საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ, რომელმაც  მარგარიტა სიმონიანს აგინა. "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის...

დაწვრილებითDetails

2026 წლის 6 თვეში შობადობა შემცირდა

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
თბილისში გამთენიისას ჩვილი გარდაიცვალა
მთავარი

საქართველოში 2026 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 17 509 ბავშვი შეადგინა. ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში ცოცხლად...

დაწვრილებითDetails

11 სექტემბრის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
11 სექტემბრის ტერაქტიდან 23 წელი გავიდა. 
მთავარი

11 სექტემბრის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნად ნიუ-იორკში დრონების განათებით მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპი ცათამბჯენები გამოსახეს. მოგვიანებით, დაღუპულთა ოჯახის წევრები...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკი – დაკავებულია ერთი პირი

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის ტარებისთვის ქუთაისში ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების...

დაწვრილებითDetails

საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ბათუმში ბინის შეძენაში დაეხმარებოდა – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
მასშტაბური თაღლითობა თბილისში – სამშენებლო კომპანიის დირექტორი და მოადგილე მოქალაქეებზე ყიდდნენ იმ ბინებს, რომლებიც სხვა პირებზე იყო იპოთეკით დატვირთული
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დიდი ოდენობით...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები თბილისში...

დაწვრილებითDetails

“იმ დროს, როცა ჩემს 17 წლის მამიდაშვილს კლავდნენ, შსს-ს რომელიღაც განყოფილებაში თორნიკე რაზმაძის კომენტარებს სქრინავდნენ და მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო სასამართლოში დასაბარებელ წერილს ამზადებდნენ”

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
თბილისში მოკლული არასრულწლოვანი დათო ნა­რი­მა­ნი­ძეა
მთავარი

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, ლოტ­კი­ნის და­სახ­ლე­ბა­ში მომ­ხდა­რი სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა გახ­სნი­ლია - სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი და არ­კვე­ვენ, უწყე­ბის ცნო­ბით­ვე, და­კა­ვე­ბულ­მა არას­რულ­წლო­ვანს ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. მოკ­ლუ­ლია 17...

დაწვრილებითDetails

კომერციული მოსყიდვის ბრალდებით თელავის მერიის თანამშრომელი და სეს-ის ზოოვეტერინარი, ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებით კი ექიმი დააკავეს 

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
ქალზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით სამართალდამცავი დააკავეს
მთავარი

კომერციული მოსყიდვის ბრალდებით თელავის მერიის თანამშრომელი და სეს-ის ზოოვეტერინარი, ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებით კი ექიმი დააკავეს  - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს და წერს: "...პირველი სისხლის სამართლის საქმის გამოძიებით...

დაწვრილებითDetails

ჩემი ცხოვრება დასრულდა, მაგრამ ყველას დაგასრულებთ – 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა, ეკა მხატვრიშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
ჩემი ცხოვრება დასრულდა, მაგრამ ყველას დაგასრულებთ – 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა, ეკა მხატვრიშვილი
მთავარი

"ჩემი ცხოვრება დასრულდა, მაგრამ ყველას დაგასრულებთ", - ამის შესახებ მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა ეკა მხატვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ეკა მხატვრიშვილი პედაგოგია, ის გლდანში, "ბრიტანულ აკადემიაში" პედაგოგად მუშაობს. სამძიმრის...

დაწვრილებითDetails

დღეს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეა

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას უცნობი ისტორია, რომელიც მორწმუნეებმა უნდა იცოდნენ
მთავარი

მართლმადიდებელი ეკლესია 11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს აღნიშნავს.   მათესა და მარკოზის სახარებების მიხედვით, იოანე ნათლისმცემელი იესო ქრისტეს უახლოესი წინამორბედი იყო, რომელმაც მესიის მოსვლა იწინასწარმეტყველა. ნათლისმცემელი უდაბნოში ცხოვრობდა,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"