102 წლის იტალიელი ქალის გამოჯანმრთელების ისტორიას CNN-ი წერს და იქვე 1917 წელს დაბადებული იტალიკა გრონდონას ფოტოს აქვეყნებს. იგი პირველი ცნობილი პაციენტია, რომელსაც შესაძლოა „ესპანური გრიპიც“ ჰქონდეს გადატანილი.
„ჩვენ მას უკვდავი შევარქვით. იტალიკა წარმოადგენს ყველა იმ მოხუცებულის იმედს, ვინც ახლა კორონავირუსის არის ინფიცირებული. იტალიკა ჩვენთან მარტის დასაწყისში შემოვიდა, მაგრამ მას მინიმალური დახმარება დასჭირდა. ძირითადი სამუშაო მისმა ორგანიზმა თავად გასწია“, – ამბობს 102 წლის ქალის მკურნალი ექიმი.
ბოლო მონაცემებით, იტალიაში ახალი კორონავირუსით 86,498 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაცვლილთა რაოდენობა 9,134 ია, ხოლო 10,950 პაციენტი გამოჯანმრთელდა.